1743267849
„მეც გამაშიშვლეს“ - ნადიმ ხმალაძე
საზოგადოება • 11/11/2023 • 4:39
მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას რომ არ გულისხმობსმარხვა მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას რომ არ გულისხმობს. ამ დროს მორწმუნეს ყოველგვარი ხორციელი ტკბობისგან თავშეკავება მართებს და მათ შორის, სასიყვარულო ურთიერთობისგან. შეიძლება თუ არა ცოლ- ქმრული ურთიერთობა და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს წყვილი? გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):
შეიძლება თუ არა ცოლ- ქმრის ურთიერთობა მარხვაში?
– მარხვაში ადამიანი თავს იკავებს არა მხოლოდ საჭმლისგან, არამედ ცოლ- ქმრული სარეცელისგანაც. წმინდა იოანე დამასკელის თქმით: თავშეკავებით არავინ კვდება. ურთიერთობის დროს ადამიანის სხეული ყველანაირად დუნდება, იცლება და როგორ მოიცლის ან მოუნდება მარხვა? ლოცვა? სულიერი განწყობა იკარგება და მას სხეულებრივი ფარავს. თუ მსგავსი შემთხვევები ხდება, აღსარებაში აუცილებლად უნდა თქვას მორწმუნე ადამიანმა მოძღვართან.
თუ ცოლ- ქმრიდან რომელიმე არ არის მორწმუნე, ეკლესიური და თანაცხოვრებისგან თავი ვერ შეიკავა, ეკლესიის კანონის მიხედვით ისჯება?
– მოძღვარი განსაზღვრავს ადამიანის სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე. მოძღვარს სხეულზე მეტს, სულს ვანდობთ და ამიტომაც არ უნდა მოგვერიდოს რჩევის კითხვა სანამ შეცდომას დავუშვებთ. საკვებზე მეტ “სიამოვნებას” ადამიანი სხეულისგან იღებს და თუ ამისგან არ იკავებს თავს, ამ შემთხვევაში კანონი უნდა დაუწესოს სულიერმა მოძღვარმა. ყველაზე მცირე, სინანული უნდა გამოავლინოს მორწმუნემ. თუ რომელიმე ურწმუნოა, მას ეკლესია ვერ მისცემს რჩევას, თუმცა მეუღლეს ყველანაირად განამტკიცებს, რომ დაიტიოს და იტვირთოს ის ჯვარი, რაც ცოლ- ქმრობამ დააკისრა: ვინც სრულიად დაითმენს იგი სცხოდება. ჩვენი ნება არ უნდა ერთვებოდეს და მეუღლის ურწმუნოებით არ გავამართლოთ “შინაგანი ვნება”. პროვოცირება მორწმუნისგან არ უნდა ხდებოდეს. გული სუფთა უნდა გვქონდეს და ვიცოდეთ: ღმერთთან კონფლიქტს ადამიანთან კონფლიქტი სჯობს.
ხანგრძლივი მარხვის პერიოდში ეს ურთიერთობები მოძღვარმა უნდა დაარეგულიროს თუ ცოლ- ქმარმა?
– ცოლ- ქმარი ეკლესიის გარეშე, დამოუკიდებლად ჯვრისწერასაც ვერ არეგულირებს. მოძღვარი პიროვნულად არაფერ შუაშია, ის თავად არ აწესებს სარეცელში მოქმედების წესებს. ჩვენ ვიცით, რომ ადრე მორწმუნენი მარხვის პერიოდში ჯვალოს იცმევდნენ და სპეციალურად განკუთვნილ ოთახში განმარტოვდებოდნენ. როდესაც წმინდა დედოფალთა ცხოვრებას გადავხედავთ, ვხვდებით, რომ მათი ასკეტური ხედვა რაოდენ დიდებული იყო. ზედგომასა და მღვიძარებაში ატარებდნენ დღეებს. წმინდა თამარ მეფე მძიმე მარხვას ვარძიაში ატარებდა და ერის ცოდვებს გლოვობდა. თუ ირღვევა ეკლესიის მიერ შეთანხმებით დადგენილი სარეცლის “დროებითი დაცილება”, ამ შემთხვევაში მოძღვარმა ზიარებისგან დროებით უნდა განაყენოს.
გარდა ხანგრძლივი მარხვისა, ცოლ- ქმრული თანაცხოვრებისგან რომელ დღეებში უნდა მოხდეს თავშეკავება?
– ოთხშაბათსა და პარასკევს, დიდ დღესასწაულებზე, როდესაც ვეზიარებით. ჩვენი გონება როდესაც უმაღლესს ერთვის, უმდაბლესისკენ არ უნდა დავდრიკოთ.
შეიძლება თუ არა ამგვარმა აკრძალვამ ზიანი მიაყენოს ოჯახის არსებობას?
– სადაც სარწმუნოების პრობლემაა, იქ არათუ მსგავსმა აკრძალვამ, უბრალოდ ღმერთის ხსენებამაც შეიძლება დაანგრიოს ოჯახი. წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ. გააჩნია ადამაინსა და მის ფსიქოლოგიას.
წყარო: marao.ge
ზურა გირჩი ჯაფარიძე სოცქსელში წერს: რამდენი შემთხვევა იცით ადამიანი დაეკავებინოთ, ‘კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება’ ‘ეპოვნოთ’ და მეორე დღეს გამოეშვათ?თუ კიდევ ვერ ხვდებით სად ვცხოვრობთ, იდიოტები ხართთუ...
სოცმედია • 29 მარტი 18:18
ვინ აშენებს თბილისში საცხოვრებელ კომპლექსს და ვილების დასახლებას და აქვს თუ არა კავშირი სოზარ სუბარს მისი ფარმაცევტი ცოლის ძმის სახელზე რეგისტრირებულ ბიზნესთან? თემის მოკვლევას "შაბათის ეთერი" დიღომში...
პოლიტიკა • 29 მარტი 18:16
ნადიმ ხმალაძე სოცქსელში წერს: თქმა სირცხვილი არ არის ! მე არ ვიცოდი თუ ეს არაკანონიერი იყო. მეც გამაშიშვლეს როცა დამაკავეს მარტის აქციებზე!
სოცმედია • 29 მარტი 17:04
უფლებადამცველი ბაია პატარაია: ,,ტურტყლიან, ლოთ ქოცებს გადაეცით, რომ თავად არიან ბიძინას ძღნერის ჭამაზე შესმული ნეხვის ჭიები. ელენეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები დააქვს თან, რომლის დალევის ს...
სოცმედია • 29 მარტი 16:58
სინდისის პატიმრების მოსამართლის, ირაკლი შვანგირაძის სკანდალური წარსული - ინფორმირებული ადამიანი "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდს 2019 წელს ვანში მომხდარი ფაქტის შესახებ აწვდის ინფორმაციას...
პოლიტიკა • 29 მარტი 16:55
ნიკა გვარამია ელენე ხოშტარიას მოულოდნელ გათავისუფლებას ეხმურება: ,,ამ წუთას ელენე გამოუშვეს იზოლატორიდან. არც სასამართლო, არც რამე საფუძვლის მითითება. უბრალოდ, კარი გაუღეს და გადი აქედანო, უთხრეს”
პოლიტიკა • 29 მარტი 16:49
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა