1742785001
„იმ კონკრეტული პირების უკან, რომლებმაც საკუთარი "ქართველობა" სტუმრების გინებით, მათთვის შეურაცხყოფის მიყენებით, ბოთლებისა და სხვა საგნების სროლით "დაამტკიცეს", დგას, არც მეტი, არც ნაკლები, ბიძინა ივანიშვილი“ - ირაკლი ტაბლიაშვილი
პოლიტიკა • 22 მარტი 13:50
დაიწყება თუ არა შურისძიების ახალი სერია ჟურნალისტების წინააღმდეგ - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მათი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი რეპორტიორების წინააღმდეგ საკითხზე მსჯელობა დაასრულა.
პირველი არხის ბორდის წევრებმა არხის ტელევიზიის მენეჯმენტს ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის საქმის პროკურატურაში წაღება შესთავაზეს.
სამეურვეო საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე ის ჟურნალისტები, რომლებიც ქვეყანაში არსებული მოვლენების ობიექტურად გაშუქებასა და საზოგადოებისთვის "ქართული ოცნების" ინტერესებისგან დაცლილი მედიაპროდუქტის ჩვენებას ითხოვდნენ, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულეს.
ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მე შენ გეტყვი, არ არიან ეს ადამიანები შემჩნეული ისეთი ნაბიჯების გადადგმაში, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ, სასიცოცხლო ინტერესებს. ეს არის გლობალური სურათის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაგმენტი. ეს ფრაგმენტი მაძლევს უფლებას და ვალდებულებასაც მიწესებს, რომ დავსვა საკითხი ასე. ხომ არ სცილდება ეს ყველაფერი ჩვენ კომპეტენციას და ხომ არ არის აუცილებლობა იმისა, უფრო კომპეტენტური ადამიანები გაერკვნენ, ვინ მოქმედებდა, რა მიზნებით მოქმედებდა". - განაცხადა გია მურღულიამ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები ამტკიცებდნენ იმასაც, რომ ჟურნალისტები მოვლენების გაშუქების დროს პოლიტიკური ინტერესების "შემოტანას" ცდილობდნენ.
"სპორტში პოლიტიკა შემოიტანა მელიქიძემ" - ირწმუნებოდა საზმაუს ბორდის წევრი, გიორგი კოხრეიძე.
სპორტში პოლიტიკა შემოიტანა მელიქიძემ და რითი დასტურდება. ერთი იყო წერილი, რომელიც უფლებას გაძლევს აჩვენო VIP ტრიბუნა და არა უკაცრავად, მაგრამ ქანდარაზე შემომჯდარი პრეზიდენტი. ვინ იპოვა ის, რომ პრეზიდენტი აჩვენა და ეს არ იყო VIP ტრიბუნა. ეს ფაქტი არის თუ არა პოლიტიკის შემოყვანა, რაც მან შემოიყვანა. მან რას ვერ გაუძლოთ იცით და რა ვერ აიტანა? განა ის, რომ ვინმე ერეოდა, არამედ ის, რომ იჯდა, დედას იგინებოდა თავისთვის და თავის ბოღმას გამოხატავდა, როგორც უნდოდა, ამის საშუალება მიეცა." - განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.
ჟურნალისტებს, რომლებმაც პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკაში რეჟიმის ჩარევაზე ხმამაღლა ისაუბრეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვო საბჭოს წევრები იმასაც აბრალებენ, რომ რეპორტიორებს შესაძლოა პოლიტიკური პიარის სანაცვლოდ ფულიც ჰქონდეთ აღებული.
გამოვრიცხავთ ჩვენ, რომ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პიარი იყო, რომელშიც შეიძლება ფული არის გადახდილი? ასეთ რაღაცებში დიდ ფულს იხდიან ზოგადად. მითუმეტეს ვიცით, ვისზეა ლაპარაკი და რომელ ჯგუფებზეა საუბარი. ეს აღარ არის მგონი ჩვენი საკვლევი". - განაცხადა საბჭოს წევრმა.თქვენ შემთხვევით ხომ არ გინახავთ ის კადრი, სალომე ზურაბიშვილი რომ აჩვენა. თუ შენ არ იცი, ის სად ზის როგორ იპოვა 60 ათას კაციან სტადიონზე." - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
გიგა მაქარაშვილი სოცქსელში წერს: დედამოტყნული რუსები გვყოლია ამავე სტადიონზე. ჰიმნზე დაგვისტვენია, პუტინ ხუილო გვიძახია… მაგრამ ქართველ ქომაგს არ გაუწევია სტუმარი გულშემატკივარისკენ!ქოცობა ქვია ამას დ...
სოცმედია • 3:54
ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე სოცქსელში წერს: ქართველ ქომაგშიაც რომ განხეთქილება შეეტანა, რომელზეც ძალიან გაბრაზებულია უდავი, ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა სტადიონზე...ეს ანაკონდა არის სატანას ფეხის მკვნ...
სოცმედია • 3:39
ვიდეო: „ძალიან სამარცხვინო საქციელია“ - რა ხდებოდა სტადიონზე საქართველო-სომხეთის მატჩის დამთავრების შემდეგ
საზოგადოება • 3:26
ისტორიკოსი ბექა კობახიძე: სტუმრად ჩავედით, 3:0 მოვუგეთ, ერთი კენჭი არავის უსვრია. ჩამოვიდნენ, 6:1 მოვუგეთ და დაალეწეს ბოთლები თავზე.ამავე დროს, იგივე ხალხი ჩაჯმული გაიქცა და ხმა "აბა ომი გინდა?!"-ს მი...
სოცმედია • 3:21
ჟურნალისტი ვიკა ბუკია: ქოცობა კიბოა და მეტასტაზები მატჩის შემდეგ სტადიონსაც მოედო დღეს. ყველაფერს მოედება თუ ამათ არ მოვიშორებთ დროზე. ქოცებმა არც სტუმართმოყვარეობა იციან და არც სამშობლოს სიყვარული. ა...
სოცმედია • 3:18
ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ არჩევნების წინ ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობიდან მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გადამდგარა. ამის შესახებ ხაბეიშვილმა გირჩის ეთერში ისაუბრა იაგო ხვიჩიას პოდკასტშ...
პოლიტიკა • 3:17
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა