"9 მაისს მოსკოვში მივდივარ" – ფიცო რუსეთში დაგეგმილ სამხედრო აღლუმს დაესწრება
მსოფლიო • 1744777846
სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ Facebook გვერდზე დაწერა, რომ ევროკავშირის მოწინავე დიპლომატის, კაია კალასის, გაფრთხილების მიუხედავად, 9 მაისს მოსკოვში ჩავა და ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვებიდან მე-80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრება.
"ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის ლიდერებს აფრთხილებს, არ მიიღონ მონაწილეობა მოსკოვში მაისის გამარჯვების დღის ღონისძიებებში. ის ამბობს, რომ მონაწილეობის მიღებას სერიოზულად მოეკიდება.
მე 9 მაისს მოსკოვში მივდივარ. ქალბატონი კალასის გაფრთხილება შანტაჟია თუ მუქარა, რომ მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ დამსჯიან? არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ 2025 წელია, და არა - 1939". - წერს ფიცო.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 15 აპრილს ევროპელ ლიდერები გააფრთხილა, არ დაესწრონ მოსკოვში 9 მაისის სამხედრო ღონისძიებას და მოუწოდა მათ, სოლიდარობის ნიშნად უკრაინის გვერდით დადგნენ.
კალასი ევროპელ ლიდერებს აფრთხილებს, არ დაესწრონ 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებასგავრცელებული ცნობებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა და ასევე ევროკავშირის წევრი სლოვაკეთისა და EU-ს კანდიდატის სტატუსის მქონე სერბეთის ლიდერები მიიწვია ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვებიდან მე-80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.
"ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი
პოლიტიკა • 1773078330
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს, მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. გავრცელებული ინფორ...
მსოფლიო • 1773078042
მოჯთაბა ხამენეიმ უზენაესი ლიდერის რანგში პირველი მიმართვა გაავრცელა. „მშვიდობა დიდებულ, მამაც და ღირსეულ ირანელ ერს, რომელმაც მტკიცედ გაუძლო ყველა განსაცდელს.დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავა...
მსოფლიო • 1773077710
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა. "ივანიშვილი არის დასამხობი" - ახალაიას ამ ფრაზის გამო, რომელიც მან სასამ...
პოლიტიკა • 1773077061
ფარულ ჩანაწერში ქალი, რომელიც მოქალაქეს 60 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მერიაში გარანტიებს ჰპირდება, რიმა ოთარაშვილია - "ქართული ოცნების" სტაჟიანი გულშემატკივარი და მარნეულის მერიის თანამშრომელი....
კრიმინალი • 1773074848
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...
პოლიტიკა • 1773061331












