1742716079
ვიდეო: „გუშინ დამადგა იმედის ჟურნალისტი...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
მსოფლიო • 22 მარტი 4:17
საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ) ყოფილი პოლკოვნიკი და ორმაგი აგენტი, ოლეგ გორდიევსკი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
BBC-ის თანახმად, გორდიევსკი "თავის სახლში მშვიდად გარდაიცვალა". ყოფილი ჯაშუშის სიკვდილი საეჭვოდ არ განიხილება.
გორდიევსკი 1974 წლიდან 1985 წლამდე ორმაგ აგენტად მუშაობდა და გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურსა (MI6) და უშიშროების სამსახურს (MI5) სსრკ-ს საიდუმლოებების შესახებ მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდა.
1983 წელს გორდიევსკიმ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვას შეატყობინა, რომ სსრკ დასავლეთისგან მოულოდნელ თავდასხმას ელოდა და წინმსწრებ ბირთვულ იერიშს გეგმავდა. ამის გათვალისწინებით, NATO-მ Able Archer-ის სამხედრო წვრთნა შეაჩერა, რამაც კრიზისი განმუხტა.
1985 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც გორდიევსკი ლონდონში КГБ-ს რეზიდენტურის ხელმძღვანელად დაინიშნა, ის მოსკოვში დაიბარეს, დაბრუნების შემდეგ კი ჯაშუშობაში დაადანაშაულეს და დაკითხეს.
რუსეთში გორდიევსკი КГБ-ის თვალთვალის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით მან MI6-ის დახმარებით ფინეთის საზღვრის გადაკვეთა და გაერთიანებულ სამეფოში გაქცევა მოახერხა.
ჯაშუშის მიერ რუსეთის დატოვება გაერთიანებული სამეფოს იმდროინდელმა საგარეო მინისტრმა მათი "უშიშროების ძალებისთვის მნიშვნელოვან გადატრიალებად" შეაფასა - 1985 წელს გორდიევსკის მიერ მიწოდებული ინფორმაციით სსრკ-ს 25 ფარული ჯაშუშის გაძევება მოხერხდა.
"გილოცავ დე“ - მიქაუტაძე გოლის გატანის შემდეგ
სპორტი • 23 მარტი 16:12
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო მატჩში „დინამო არენაზე“ სომხეთის ნაკრებს უმასპინძლა, 6:1 დაამარცხა-ჯვაროსნები კვლავ B დივიზიონში ითამაშებენ.
სპორტი • 23 მარტი 16:02
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართული დაძაბული შეხვედრის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოზე ზეწოლა ხორციელდებ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 23 მარტი 15:27
უკრაინაში ომის დროს დაღუპული რუსი ჯარისკაცის დედას სათამაშო ვეფხვი და მადლობის წერილი გადასცეს, - იტყობინება დამოუკიდებელი გამოცემა RusNews-ი. დაღუპული ჯარისკაცი 83-ე სადესანტო-სამხედრო ბრიგადაში მსახ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 23 მარტი 15:24
საქართველოს ნაკრები სომხეთს დიდი ანგარიშით უგებს. მატჩის 35-ე წუთზე ჯვაროსნები 5-0 იგებენ. მიქაუტაძის დუბლით, საქართველოს ნაკრები დამაჯერებლად იმარჯვებს. მანამდე, ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვ...
სპორტი • 23 მარტი 14:43
საქართველოს ნაკრები სომხეთს დიდი ანგარიშით უგებს. მატჩის 27-ე წუთზე ჯავროსნები 4-0 იგებენ.
სპორტი • 23 მარტი 14:33
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა