1742966426
„ჩვენ მეფე გვყავს, რომლის მოშორებაც შეუძლებელია... ჩამპალი ევროპა – ამას 90-იანი წლებიდან ვისმენ, მაგრამ რასაც რეალურად ვხედავ, ისაა, როგორ ვიხრწნებით ჩვენ“ - პუტინის პატიმარი რუსი ჟურნალისტის სკანდალური წერილი
პოლიტიკა • 23 მარტი 7:19
სინდისის პატიმრების საქმეში "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ რეჟიმმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
კრიმინალური პოლიციის უფროსისთვის, თემურ კუპატაძისთვის გაგზავნილ წერილში "ხარება" ჩივის იმის გამო, რომ აქციების დროს მისმა სპეცრაზმელებმა ეკიპირება დაკარგეს.
"შავი კაბურა, ფანარი, დასაკეცი ჩანთა, ყუმბარის ჩასადები, რობოკოპის ფარი, ჩაფხუტი , ხელკეტი, აირწინაღი და აირწინაღის ფილტრი, მათარა, პორტატული პროჟექტორი" - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნივთების რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა აქციების პერიოდში ან დაკარგა ან გაუფუჭდა.
"ხარება" დაზარალებულად ცნეს იმის გამო რომ მან წერილი კრიმინალურ პოლიციაში გააგზავნა და დაიჩივლა, რომ აქციის მონაწილეებმა ფერადი საღებავებით დაუზიანეს წყლის ჭავლის მანქანა, გაუბზარეს საქარე მინდა და დაეკარგა კონკრეტული სპეცრაზმელებისთვის მიბარებული ნივთები.
რევაზ ღამბაშიძე, რომელსაც სპეცრაზმელები აღჭურვილობა აბარია, ადასტურეს, რომ დაკარგული ნივთები ერთ პატაკში ჩაწერეს, ბუღალტერიას ფასები დაადგენინეს და კრიმინალურ პოლიციას გაუგზავნეს. თემურ კუპატაძემ კი "ხარებას ბიჭების" დაკარგული ნივთების სია, სინდისის პატიმრების საქმეში ჩადო და მათ წინააღმდეგ იყენებს.
სინდისის პატიმრების სისხლის სამართლის საქმეში ვკითხულობთ, რომ სპეცრაზმელებს "დაეხათ უნიფორმებიც" - ზამთრის ჩაცმულობაც და ზაფხულისაც. საუბარია, 82 ქურთუკზე, 24 შარვალზე, ზაფხულის 127 ფეხსაცმელსა და ზამთრის 21 ფეხსაცმელზე. ასევე, დაზიანებულა ერთი ცალი შავი ყელიანი პულოვერი.
ჩნდება კითხვა, თუ სპეცრაზმელს ზაფხულის ფეხსაცმელი ნოემბერსა და დეკემბერში აქციების დარბევის დროს დაეხათ, რა შუაში არიან სინდის პატიმრები და რატომ გაჩნდა ეს ზარალი რეჟიმის ტყვეების საქმეში?
სინდისის პატიმრების საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსაც. დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ სანქცირებულმა პროკურორმა, ვაჟა თოდუამ შეადგინა. ამ შემთხვევაში, რეჟიმის პატიმრებს "შკოდას" ორი მანქანის დაზიანებას აბრალებენ. დაზარალებულად ცნეს თბილისის მერიის ურბანული განვითარების სააგენტო და თბილსერვისიც. 16 იანვარს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელი, იოსებ მამადაშვილი წერს, რომ 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში აქციების მონაწილეებმა დააზიანეს მერიის ბალანსზე არსებული ინვენტარი.
რეჟიმის გამოძიებამ ზარალში ჩაწერა პარლამენტის შენობიდან საპროტესტო გზავნილების წაშლაც. საკანონმდებლო ორგანოს კედლების გასუფთავება თუ საქმის მასალებს დავეყრდნობით 20 ათასი ლარი დაჯდა. თბილისის მერია ჩივის განადგურებულ ბუჩქებზე და ბალახის საფარზე.
ე.წ. დაზარალებულ უწყებებს შორის ლიდერი პარლამენტია. 2025 წლის 17 იანვარს გამოიკითხა პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი. ისიც წერს, რომ აქციით მონაწილე მხრიდან დაზიანებულ ან განადგურებულ იქნა პარლამენტის ბალანსზე არსებული ინვენტარი და ინფრასტრუქტურა.
შენობაში, რომელიც აქციის მიმდინარეობის დროს, სპეცრაზმი იყო გამაგრებული, ამტკიცებენ, რომ კონდინციონერი და ფარდები დაზიანდა.
მაღაზია "ბოსიც" ამტკიცებს, რომ ვიტრინა აქციის მონაწილეებმა ჩაუმსხვრიეს - ის დაზარალებულად უკვე სცნეს.
თამარა ჩერგოლეიშვილი: მძინარე გიგას მთელი ძალით დავახტი (ვინც "უხამსობა" გაიფიქრეთ, ყველას გიმახსოვრებთ) - სიხარული რო დაგაფრინდება, მთელი დღე კარგ ხასიათზე ივლი მეთქი და სიხარული ღამით უკვე დამაფრინდ...
სოცმედია • 8:45
უკრაინაში მებრძოლ დავით ჩხაპელიას რუსეთის მიერ ანექსირებულმა დონეცკის ე.წ. სასამართლომ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ჩხაპელია "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის მიერ მართული სასამართ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 8:41
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თნა ხიდაშელი: ეს არის აშშ სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს დღევანდელი შეხვედრა-საუბრები. იმის შემდეგ რაც რუსეთსა და უკრაინასთან შავ ზღვაზე შეთანხმება შედგა მარკო რუბიო ესაუბრა...
პოლიტიკა • 8:22
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებას, სოხუმის აეროპორტში რუსული ავიახაზების რეგულარული ფრენების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით,...
პოლიტიკა • 8:17
დიდ დიღომში მდებარე მრავალფუნქციურ ცენტრში კაფეს მოსაწყობად ფართის იჯარით გაცემაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხად...
საზოგადოება • 8:16
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუმინეთის 4 მოქა...
კრიმინალი • 8:13
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა