1745426489
„მირეკავს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და სიტყვა-სიტყვით მეუბნება: “მურმან, ფრთხილად იყავი ქუჩაში, არაფერი მოგივიდეს” - მურმან დუმბაძე
პოლიტიკა • 9 აპრილი 3:23
9 აპრილი - ეს თარიღი ჩვენი ეროვნული მეხსიერებისთვის უკვდავია: 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანად მებრძოლმა ქართველმა ახალგაზრდებმა თავისუფლების ისტორია საკუთარი სისხლით დაწერეს. რუსულმა სამხედრო ბატონობამ ღირსეული, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოსკენ ხალხის სწრაფვა ვერ ჩაახშო!
იმ დღეს, 1989 წლის 9 აპრილს, ჩვენმა ერმა აირჩია თავისუფლების გზა - ტკივილიანი, სისხლიანი, მაგრამ ღირსეული გზა!
ორი წლის შემდეგ, სწორედ ამავე დღეს, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ეს იყო ჩვენი ბრძოლის ლოგიკური და სამართლიანი შედეგი - საქართველოს დამოუკიდებლობა ხალხის ნება იყო, რომელიც დაიბადა ტანჯვით, ტკივილით და ერთიანობით.
დამოუკიდებლობა იმ რთული გზის მხოლოდ დასაწყისი იყო, რომელსაც დემოკრატია ჰქვია. დემოკრატია ნიშნავს ხალხის ძალაუფლებას, კანონის წინაშე თანასწორობას, არჩევანის თავისუფლებას, სამართლიან არჩევნებს, განსხვავებული აზრის პატივისცემას და სიტყვის თავისუფლებას.
სწორედ ეს ფასეულობები აკავშირებს საქართველოს ევროპასთან, თავის ისტორიულ ადგილთან - ევროპულ ცივილიზაციასთან.
2025 წლის 9 აპრილს, საქართველო არ დგას იქ, სადაც უნდა იდგეს - ჩვენი დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშაა. ე.წ. ხელისუფლება, რომელიც დიდი ხანია, აღარ ასახავს ხალხის ნებას, ცდილობს ერთპარტიული რეჟიმის დამყარებას. ხალხის ხმა აღარ ისმის. ციხეები სინდისის პატიმრებითაა სავსე, განსხვავებული აზრი იდევნება, სასამართლო არაა დამოუკიდებელი, და ე.წ. ხელისუფლება უცხოური, კერძოდ, რუსული გავლენების სამსახურშია.
ჩვენი ევროპული გზა საფრთხეშია - საფრთხეშია თავისუფლების იდეა, რომელზეც 1991 წლის 9 აპრილს ახალი ქართული სახელმწიფო დაფუძნდა!
საქართველოს ისტორია გვასწავლის - ბრძოლა არ მთავრდება, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
თავისუფლებისთვის ბრძოლა არ წყდება მაშინაც კი, როცა ირგვლივ სიბნელეა და ჩვენ, პოლიტიკური პარტიას "ჩვენ", გვჯერა, რომ სწორედ ახლაა დრო ერთობის, სოლიდარობის, ბრძოლისა და სინათლის დაბრუნების!
ჩვენ მოვუწოდებთ "ქართული ოცნების" თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას :
✅ დაუყოვნებლივ გათავისუფლოს ყველა სინდისის პატიმარი!
✅ გადადგეს "ქართული ოცნების" მთავრობა, რომელიც უკანონოდ და ბოროტად იყენებს ხელისუფლებას!
✅ ჩატარდეს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საერთაშორისო ზედამხედველობითა და პოლიტიკური თანხმობით!
9 აპრილი გვახსენებს, რომ ეროვნული ღირსება არ იყიდება და თავისუფლებისთვის ბრძოლა მარადიულია! თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებას არ აქვს ფუფუნება, იყოს პასიური. დღეს, ისე როგორც არასდროს, საჭიროა ერთობა, სოლიდარობა და მოქმედება.
პარტია "ჩვენ" დგას საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის დაცვის წინა ხაზზე!
ჩვენ ვიბრძვით ყველა ქართველის ღირსეული მომავლისთვის - იმისთვის, რასაც თავი შესწირეს 1989 წლის 9 აპრილს ჩვენმა გმირებმა და რაც კანონიერ მოცემულობად გამოაცხადა თავისუფალმა საქართველომ 1991 წლის 9 აპრილს.
ბრძოლა გრძელდება!
ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ!
ჩვენი ძალა მრავალფეროვნებაშია!
პოლიტიკური პარტია "ჩვენ"
9 აპრილი, 2025 წელი, ქ. თბილისი
პოლიციელი, როლანდ მესხი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, აქციის მონაწილე ქალს თმა მოქაჩა, ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა. "შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის პი...
პოლიტიკა • 18:43
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების თემას და ამ ფონზე რუსეთის მიერ კიევის დაბომბვას გამოეხმაურა. ამის შესახებ BFMTV წერს. მაკრონის თქმით, "ერთადერთი აგრ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 16:37
იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი წერს, რომ მოქალაქეებს, რომლებმაც გზის გადაკეტვაზე მიღებული ჯარიმები გაასაჩივრეს უარს ეუბნებიან საჩივრის დაკმაყოფილებაზე. იურისტი სოციალურ ქსელში რჩ...
პოლიტიკა • 16:28
„ოცნების“ ინფრასტრუქტურისა და რეგინული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქარსელაძის თანამდებობიდან წას...
პოლიტიკა • 16:04
ლაშა მგელაძე, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი: ერთი ამბავი გამახსენა წილოსანის განცხადებამ: ერთი მდიდარი ამბობს ეკლესიის შენება დავიწყეო და მეზობელი ეუბნებაშ ე ნ ი ს ე თ ი ც ხ ო ვ...
სოცმედია • 16:00
"მიუხედავად [საქართველოსთან] არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთსასარგებლო გზით ვაშენებთ. ამ მიმართულ...
პოლიტიკა • 15:53
ეს საინტერესოა • 17 აპრილი 10:21
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა