ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს მალავს - TI

პოლიტიკა 5/7/2024 • 8:19

ანტიკორუფციული

ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს მალავს - ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს.

2022 წელს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საფუძვლით ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ გაეუმჯობესებინა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი პრევენცია, მკვეთრად გააუარესა თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგისა და გამჭვირვალობის სტანდარტი.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიურო არღვევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს და არ ასაჯაროებს თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს.

როგორ არღვევს კანონს ანტიკორუფციული ბიურო? - TI-ის განცხადება სრულად:

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნით თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები პროაქტიულად ყოველი წლის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს.
საქართველოში დეკლარაციების მონიტორინგის ვალდებულება 2017 წლიდან ამოქმედდა და 2017-2022 წლებში მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება საჯარო სამსახურის ბიურო, ყოველი წლის 31 დეკემბერს პროაქტიულად აქვეყნებდა მონიტორინგის შედეგებს. კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2023 წლის 1 სექტემბრიდან დეკლარაციების მონიტორინგზე პასუხისმგებელი უწყება ანტიკორუფციული ბიურო გახდა.

კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ანტიკორუფციულმა ბიურომ დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები პროაქტიულად 2023 წლის ბოლოს არ გამოაქვეყნა. უფრო მეტიც, ბიუროს შედეგები ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით, 2023 წელს განხორციელებული ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგის შედეგები უწყების 2023 წლის საქმიანობის ანგარიშშია წარმოდგენილი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

რა ინფორმაციას მალავს ანტიკორუფციული ბიურო?

2023 წელს მონიტორინგს დაექვემდებარაელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული – 317  და დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული – 317 თანამდებობის პირის დეკლარაცია. ამ რაოდენობას დაემატა დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მოთხოვნილი დეკლარაციები. ბიუროს ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს სულ 720 თანამდებობის პირის დეკლარაცია უნდა შემოწმებულიყო.

ანტიკორუფციულმა ბიურომ პროაქტიულად, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს არ გაასაჯაროვა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის პირდაპირი დარღვევაა.
ანტიკორუფციული ბიურო არ ასაჯაროებს მონიტორინგის შედეგს 720 თანამდებობის პირის დეკლარაციაზე და მალავს ინფორმაციას, თუ რა შედეგით დასრულდა მონიტორინგი თითოეულთან მიმართებით. მაგალითად, 2023 წელს მონიტორინგს დაექვემდებარა ირაკლი ღარიბაშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი შოთაძისა და მისი მოადგილეების, გრიგოლ  ლილუაშვილისა და მისი მოადგილეების, პარლამენტის წევრების, მათ შორის შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, დიმიტრი სამხარაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, დიმიტრი ხუნდაძის, ნინო წილოსანის, მიხეილ ყაველაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ბექა ოდიშარიას დეკლარაციები. ასევე, მოსამართლეების, მათ შორის შალვა თადუმაძის, ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, დიმიტრი გვრიტიშვილის, ვასილ მშვენიერაძის დეკლარაციები. ბიურომ არ გაასაჯაროვა ინფორმაცია აღმოაჩინა თუ არა დარღვევები ამ თანამდებობის პირთა დეკლარაციებში, თუ აღმოაჩინა, რა დარღვევები ჰქონდათ და საპასუხოდ, რა ტიპის სანქცია გამოიყენა (გაფრთხილება თუ დაჯარიმება).
ანტიკორუფციულმა ბიურომ საქმიანობის წლიურ ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტს 2024 წლის 29 მარტს წარუდგინა ასახა მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ (2023 წლის 1 სექტემბრამდე) განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ზოგადი სტატისტიკა, თანამდებობის პირებს, და დარღვევებისა და დაკისრებული სანქციის მითითების გარეშე. ანტიკორუფციულმა ბიურომ არ გაასაჯაროვა მის მიერ (2023 წლის 1 სექტემბრიდან 10 დეკემბრამდე შემოწმებული დეკლარაციების შედეგები, მათ შორის არც ზოგადი სტატისტიკა. ბიურომ 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები არც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე არ გასცა.
როგორც ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშიდან ირკვევა, საჯარო სამსახურის ბიურომ 2023 წელს სულ 500 თანამდებობის პირის დეკლარაცია შეამოწმა, მათგან 317 ელექტრონული სისტემის საშუალებით შერჩეული თანამდებობის პირია, 166 - დამოუკიდებელი კომისიის მიერ, ხოლო - 17 დასაბუთებული განცხადების საფუძველზე შერჩეული. შემოწმებული 500 დეკლარანტიდან: დაჯარიმდა - 109 (21.8%), გაფრთხილდა - 4 (0.8%), დადებითად დასრულდა - 372 (74.4%), ხოლო 15 (3%) შემთხვევაში მონიტორინგი შეწყდა. მათგან 2 შემთხვევაში გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტი.

 

თუმცა, გარდა ზოგადი სტატისტიკისა, ანტიკორუფციულმა ბიურომ არ გაასაჯაროვა რომელი თანამდებების პირები შეამოწმა საჯარო სამსახურის ბიურომ, რა შედეგით დასრულდა მონიტორინგი თითოეულთან მიმართებით, უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების შემთხვევაში კი კერძოდ რა სახის დარღვევა ჰქონდა დეკლარანტს და კანონით გათვალისწინებული რა ზომა გამოიყენა ბიურომ საპასუხოდ (ჯარიმა თუ გაფრთხილება). ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინფორმაციას საჯარო სამსახურის ბიურო დეკლარაციის მონიტორინგის მექანიზმის ამოქმედებიდან, კანონის მოთხოვნის დაცვით, პროაქტიულად და სრულად აქვეყნებდა.

ბიუროს წლიური ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 1 სექტემბრიდან, წლის ბოლომდე, ანტიკორუფციულ ბიუროში შესამოწმებელი თანამდებობის პირების სრულმა რაოდენობამ შეადგინა - 220, რომელთაგან 145 პირი შერჩეულია დამოუკიდებელი კომისიის მიერ, ხოლო 75 - დასაბუთებული განცხადების საფუძველზე.

განსხვავებით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემოწმებული დეკლარაციების შედეგებისგან, ანტიკორუფციულმა ბიურომ მის მიერ შემოწმებული დეკლარაციების შედეგების ზოგადი სტატისტიკაც კი არ გაასაჯაროვა. ამის მიზეზად, ბიურო ანგარიშში აღნიშნავს, რომ „ანტიკორუფციულ ბიუროში, დეკლარაციების მონიტორინგის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები მიმდინარეა და შედეგები აისახება 2024 წლის ანგარიშში.“

რას იტყუება ბიურო ანგარიშში?

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მის მონიტორინგს დაქვემდებარებული 220 თანამდებობის პირის შედეგების არ გასაჯაროება, იმ არგუმენტით, რომ ადმინისტრაციული წარმოებები ჯერ კიდევ მიმდინარეა, სცდება როგორც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვრულ ვადებს:

კანონის მოთხოვნით, დეკლარაციების მონიტორინგის გრაფიკი წინასწარ განისაზღვრება ბიუროს უფროსის ბრძანების საფუძველზე, შესამოწმებელი დეკლარაციები წინასწარ ნაწილდება თვეების მიხედვით.
გარდა ამისა, კანონის შესაბამისად,[12] ბიუროს უფროსს მონიტორინგის შედეგებზე დასკვნა „თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის“ უფროსმა უნდა წარუდგინოს არა უგვიანეს 10 დეკემბრისა, ხოლო მონიტორინგის შედეგები პროაქტიულად წლის ბოლოს უნდა გასაჯაროვდეს.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის მიხედვით,დეკლარაციების შემოწმება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (ზაკ) დადგენილ ვადებში უნდა მოხდეს. ამასთან, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მეოცე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის დეკლარაციაში დარღვევების აღმოჩენის და მისთვის „ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.“
შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროს განცხადება, რომ მის მიერ შესამოწმებელ ყველა დეკლარაციაზე (220 დეკლარაცია) ადმინისტრაციული წარმოება 2024 წლის 29 მარტის მდგომარეობით მიმდინარე იყო და ამ საფუძვლით, მას არ შეეძლო შედეგების გასაჯაროება - ცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნას.

საინტერესოა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შესამოწმებელ თანამდებობის პირებს შორის იყვნენ პრემიერ-მინისტრი, 9 მინისტრი, 13 მინისტრის მოადგილე, საქართველოს პარლამენტის 68 წევრი, 5 მოსამართლე, 2 პროკურორი, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეები. ბიურო აცხადებს, რომ ამ თანამდებობის პირების მონიტორინგის შედეგებს 2024 წლის ანგარიშში ასახავს, რომელიც 2025 წლის მარტში უნდა გამოქვეყნდეს.

გარდა ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქმიანობის წლიურ ანგარიშში დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების შესახებ ზოგადი სტატისტიკის, მით უფრო არასრული ზოგადი სტატისტიკის ასახვა, ბიუროს არ ათავისუფლებს დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებისაგან. კანონის მოთხოვნის გარდა, ამას ადასტურებს მონიტორინგის გასული წლების პრაქტიკაც. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს წლიური ანგარიშები მოიცავდა სრულ ზოგად სტატისტიკას და ზოგად ინფორმაციას დეკლარაციების მონიტორინგის შესახებ, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიურო მონიტორინგის შედეგებს სრულად, დამოუკიდებელი ანგარიშის სახით პროაქტიულად (ყოველი წლის დეკემბრის ბოლოს) აქვეყნებდა.

ევროკავშირში გაწევრების გზაზე ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა ანტიკორუფციული რეფორმების გატარება, კერძოდ კი ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროს პოლიტიკური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და მაღალი დონის კორუფციის პრობლემის გადაჭრაა.[16]

ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებასაც მიემართება. კომისია მთავრობას მოუწოდებს, ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი გამოიყენოს თანამდებობის პირთა უკანონო გამდიდრებისა და პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენისთვის.[17] ჯერჯერობით, დეკლარაციების მონიტორინგის საფუძველზე არც ერთი მაღალი რანგის თანამდებობის პირის უკანონო გამდიდრების შემთხვევა არ გამოვლენილა. მონიტორინგის შედეგად, ბოლო წლებში პროკურატურაში არც ერთი დეკლარაცია არ გაგზავნილა, მაშინ როცა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ გამოვლენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის, ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის, მათ შორის უკანონო გამდიდრების სავარაუდო შემთხვევათა სია[18] სულ უფრო და უფრო იზრდება.

ანტიკორუფციულ ბიუროს მოვუწოდებთ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის მოთხოვნის შესაბამისად სრულად გაასაჯაროოს 2023 წლის ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მაჩალიკაშვილი
„ეხლა რასაც დავწერ ეს დანებებად და იმედის დაკარგვად არ ჩამთვალოთ“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოცქსელში წერს: ეხლა რასაც დავწერ ეს დანებებად და იმედის დაკარგვად არ ჩამთვალოთ.უბრალოდ პოზიცია უნდა შევცვალო, ქოცების ლანძღვა გინებას უნდა მოვეშვა.რაც შეხება წულუკიანის ფილმს ქვე...

სოცმედია 30 მარტი 18:23

გიორგი თარგამაძე
„დღეს საღამოს საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით შევიტყვე, რომ ხვალ, 31 მარტს, ანუ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ე.წ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიბარებენ“ - გიორგი თარგამაძე

„დღეს საღამოს საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით შევიტყვე, რომ ხვალ, 31 მარტს, ანუ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ე.წ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიბარებენ. 2008 წლის ომის ეროვნულ...

პოლიტიკა 30 მარტი 17:19

სააკაშვილი მიშა
ვიდეო: „ესაა მიშას გამოსვლა 2008 წლის 7 აგვისტოს... ვიდეო 8-წუთიანია“

ჟურნალისტი ვახო სანაია: ესაა მიშას გამოსვლა 2008 წლის 7 აგვისტოს.იმედია, მოუსმენს ის ხალხიც, რომელსაც რუსი გოგა ხაინდრავას ,,ჰეროკრატიითა" და ათასი ნაგვით არწმუნებენ წლებია, საქართველომ დაიწყო ომიო.ვი...

პოლიტიკა 30 მარტი 17:14

ბურჭულაძე წულუკიანი
„დაიმახსოვრეთ“ - პაატა ბურჭულაძე ე.წ. წულუკიანის კომისიას

პაატა ბურჭულაძე სოცქსელში წერს: მივმართავ ე.წ.საპარლამენტო კომისიას!დაიმახსოვრეთ!ქართულმა გმირმა ჯარმა სააკაშვილის სარდლობით,2008 წელს, საქართველოს 20% კი არ დაკარგა, არამედ შემოსეული ვერაგი მტრისგან...

სოცმედია 30 მარტი 16:58

ნენსი რამიშვილი
„შალვა რამიშვილის სიდედრმა, ამწამს დამბლოკა... თქვენ მოსვენება არ გექნებათ ჩემგან, თქვე ბინძური გენით გაჩენილებო“ - ნენსი ვოლანდი

ნენსი ვოლანდი სოცქსელში წერს: შალვა რამიშვილის სიდედრმა, რომელმაც ცადა ჩემზე მისი ბინძური სიძის პროპაგანდა გაეგრძელებინა და ჩემი სახელი შეელახა, ამწამს დამბლოკა.იცით რატომ? იმიტომ რომ სახით ვათრიე.თქვ...

სოცმედია 30 მარტი 16:49

წულუკიანის კომისია
„წულუკიანის კომისია ისე მოქმედებს, რომ ზუსტად ეს ჯარი მოუღებს ბოლოს“

ჟურნალისტი რამაზ სამხარაძე სოცქსელში წერს:  წულუკიანის კომისია ისე მოქმედებს, რომ ზუსტად ეს ჯარი მოუღებს ბოლოს.ჟანრის ლოგიკა სხვა გზას არ გვიტოვებს — როცა სამართალს კლავენ, ამბოხი ლოგიკურია.თუ ეს გადა...

სოცმედია 30 მარტი 16:44