"არ მივიჩნევ ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიას კანონის საფუძველზე შექმნილად... არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ პროპაგანდისტულ კამპანიაში" - ბადრი ჯაფარიძე

პოლიტიკა 25 მარტი 10:49

ბადრი ჯაფარიძე

არალეგიტიმური პარლამენტის "საგამოძიებო კომისაში" "ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიას კანონის საფუძველზე შექმნილად არ მიიჩნევს და მასში მონაწილეობას არ აპირებს.

 

ბადრი ჯაფარიძეს დღეს 14:00-დან 16:00 საათამდე "საგამოძიებო კომისიაში" გამოცხადებისთვის დრო მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხვალ გადაწყდება გადაეცემა თუ არა მისი საქმე ოლიგარქის პროკურატურას.

 

"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ პარტაქტივი, რომელიც თავის თავს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას უწოდებს, მიბარებს რაღაც ჩემთან სრულიად აბსურდულად და ხელოვნურად დაკავშირებული თემის ირგვლივ გამოძიებაზე.

მსურს ამასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთო - მე არ მივიჩნევ ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიას კანონის საფუძველზე შექმნილად!

მიმაჩნია, რომ ეს არის ერთპარტიული დაჯგუფება, რომელიც ცილისწამებისა და მოგონილი ბრალდებებით პოლიტიკური ოპონენტების გაშავებას ცდილობს.

ეს არის დაგეგმილი ცილისმწამებლური შოუ, რომელშიც მონაწილეობას არ ვაპირებ!

მე სადეპუტატო მანდატი სწორედ იმის გამო დავტოვე, რომ ეს არ არის ლეგიტიმური პარლამენტი. ეს არის გაყალბებული არჩევნების საფუძველზე ფორმირებული, ქმედუუნარო, ერთპარტიული დაჯგუფება.

ეს ე.წ. საგამოძიებო კომისიაც არ არის კანონის საფუძველზე შექმნილი, რადგან ის ასევე არის ერთპარტიული. კანონი კი, სრულიად სხვა პროცედურებსა და შემადგენლობას მოიცავს.

ამიტომ, მე არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ პროპაგანდისტულ კამპანიაში, რომლის ერთადერთი მიზანია, არარსებული თემის ირგვლივ მოგონილი ცილისმწამებლური ვერსიის განვითარების საფუძველზე პოლიტიკური ოპონენტების, ამ შემთხვევაში, ჩემი გაშავება.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში იზეიმოს კანონის უზენაესობამ და ქვეყანას ჰყავდეს კანონიერი, თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე არჩეული პარლამენტი, რომელიც სწორედ კანონით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით შექმნის საგამოძიებო კომისიას და გამოიკვლევს ყველა იმ სამართალდარღვევას, რომელიც ამ ქვეყანაში სხვადასხვა ხელისუფლებების პერიოდში მომხდარა," - წერს ბადრი ჯაფარიძე.მანამდე არალეგიტიმური პარლამენტის "საგამოძიებო კომისიაში" "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც დაიბარეს. "საგამოძიებო კომისია" "გამოუცხადებლობის გამო", მამუკა ხაზარაძის საქმეს ოლიგარქის პროკურატურაში გაგზავნის. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლენტიი
ხაშურის რკინიგზის მემანქანე  სარკინიგზო ტრანსპორტიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

 ხაშურის რკინიგზის მემანქანე  სარკინიგზო ტრანსპორტიდან  ე.წ ДГК-დან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია "მოზაიკა" ავრცელებს.  შემთხვევა დღეს, 27 მარტს მოხდა. "მოზაიკას" ინფორმ...

შემთხვევა 3 წუთის წინ

ჯანგირაშვილი წულუკიანი
„ეს წუნკალა“ - ნინი ჯანგირაშვილი წულუკიანზე

„ტვ კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი: ეს წუნკალა რასაც აკეთებს აი, ამ წუთში ეგრეთწოდებული პარლამენტის ეგრეთწოდებულ საგამოძიებო კომისიაზე არის ოფიციალურად სამშობლოს ღალატი. ეს სხდომები უნდა შევინ...

სოცმედია 22 წუთის წინ

ლაშა ქოიავა
ვინ არის ლაშა ქოიავა და რა მოყვა წულუკიანის კომისიაზე ბარამიძეზე, ხოშტარიაზე, კეზერაშვილსა და ოქრუაშვილძე

სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ,  წულუკიანის კომისიაზე, განაცხადა: “2003 წელს, ოქტომბრის შემდგომ, დიდი ცვლილებები ჯარში არ ყოფილა, ჯარში...

პოლიტიკა 27 წუთის წინ

მეტრეველი წულუკიანი
„არის ქცეული ადეიშვილის ყოფილი მონების, მურისიძის და ჩინჩალაძის მონად“ - მერაბ მეტრეველი წულუკიანზე

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: როგორ ვინმე არ აღმოჩნდა, ვინც თეა წულიკიანს პირში ეტყოდა, რას წარმოადგენს სინამდვილეში.ქალი პოლოტიკაში მოვიდა ამბიციით, რომ ადეიშვილი და ადეიშვილის შექმნილი სისტემა დაემარც...

სოცმედია 30 წუთის წინ

ოცნება რუსული კანონი
სტრასბურგმა "რუსულ კანონთან" დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსულ კანონთან" დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივრის განხილვა დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ თავად NGO-ებმა გაავრცელეს.   ქურდოვანიძის...

პოლიტიკა 32 წუთის წინ

ბოჭორიშვილი ვენა
ვენაში ჩასულ ბოჭორიშვილს ავსტრიის მინისტრმა მხილების სერია მოუწყო - "ოცნების" საგარეომ ფაქტი დამალა

ვენაში ჩასულ მაკა ბოჭორიშვილს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხილების და კრიტიკის სერია მოუწყო. "ოცნების" საგარეომ ფატქი დამალა, თუმცა ყველაფერი ავსტრიელი მინისტრის განცხადებიდან გახდა ცნობილი.  ...

პოლიტიკა 35 წუთის წინ