„შევხვდებით 2 თებერვალს. 16:00-ზე თბილისი მოლთან“ - თბილისი მოლთან აქციის ინიციატორთა განცხადება

პოლიტიკა 1 თებერვალი 12:27

თბილისი მოლი

თბილისი მოლთან აქციის ინიციატორთა განცხადება:„გვინდა გავაკეთოთ მკაფიო განმარტება ხვალინდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით.ხვალ, 2 თებერვალს, 16:00-ზე ვიკრიბებით თბილისი მოლის მიმდებარედ, მარშების გაერთიანების გზით დავიკავებთ ტერიტორიას და რამდენიმე საათით გადავკეტავთ დიღმის გზას. მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ბევრნი, რაც იქნება წარმატებული პროტესტის საწინდარი!ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ დავანახოთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ პროტესტი არის სახალხო, მძლავრი და უკომპრომისო და თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, ის კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი და მრავლისმომცვლელი გახდება!ვთვლით, რომ მიზანი ახლაც ნაწილობრივ მიღწეულია. არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებს სრული პანიკა აქვთ. მოქალაქეთა დაშინების მიზნით ავრცელებენ ინფორმაციას დასაკავებელთა სიების შესახებ, სახლებში უვარდებიან და აკავებენ აქტივისტებს, ადგილზე ამონტაჟებენ კამერებს, ცდილობენ შეკრების ადგილების კიდევ უფრო შეზღუდვას. ჩვენი უკომპრომისო ბრძოლით არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ დაშინებია მცდლობები მხოლოდ გვაძლიერებს. ეს შეკრებაც იქნება მკაფიო მესიჯი რეჟიმისთვის, რომ მზად ვართ კიდევ უფრო ფართო მასშტაბებზე გავიყვანოთ პროტესტი!ვითხოვთ რეჟიმის ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!ვითხოვთ ახალ არჩევნებს!შევხვდებით 2 თებერვალს. 16:00-ზე თბილისი მოლთან!", - ნათქვამია განცხადებაში

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკოსები
„პოზიცია არ მომისმენია სალომე ზურაბიშვილისგანაც... შესაძლოაუკვე გვიან იყოს... ინიციატივა წაგართვა ივანიშვილმა და გითხრა, მე მაინც გაგაუქმებ...“ - ნიკა მელია

პოზიციის სიცხადის დეფიციტზე საუბრობს ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაშც. პარტია „ახალის“ ლიდერი მათ შორის აკრიტიკებს სალომე ზურაბიშვილს და ამბობს, რომ არც მას აქვს ცალსახა პოზიცია. ნიკა მელია...

პოლიტიკა 7:38

პოლიტიკოსები
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა - ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაცია - ნიკა მელია პარტიებისგან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს

პოლიტიკოსებმა კეთილი უნდა ვინებოთ და ვიყოთ მკაფიო პოზიციებში და სიცხადე შევიტანოთ პროცესში - ეს განცხადება პარტია „ახალის“ თანათავმდჯომარემ ნიკა მელიამ ტვ.პირველის ეთერში ინგა გრიგოლიას პოლიტიკურ თქშო...

პოლიტიკა 7:08

დომენიკ მანგო
“მე რა კაცი ვარ? დედაჩემის საფლავი ვერ გამიკეთებია…“ – დომენიკ მანგო

ბლოგერი, დომენიკ მანგო: “მე ერთი მარტო, 31 წლის ბიჭი ვარ. დედაჩემი, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო, ისე ჩავდე მიწაში და ისე დავაყარე მიწა ჩემი ხელებით, რომ ვერავინ ვერ გამაცალა იქიდან. მ...

სოცმედია 5:34

ზელენსკია
„რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ამას მთელი მსოფლიო ხედავს“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ კრივოი როგზე რუსეთის ბალისტიკურ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან დაწერა, რომ რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ამას მთელი მსოფლიო ხედავს. მისივ...

რუსეთ-უკრაინის ომი 5:24

მირცხულავა ივანიშვილი კობახიძე
„დღეს ივანიშვილის ბედი კობახიძის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული... არც შინ აქვს ივანიშვილს კარგად საქმე და არც გარეთ“ – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა: სრულიად სერიოზულად!რა ხდება თუ ერთ დღესაც ირაკლი კობახიძე იტყვის: “ბიძინა ივანიშვილი გადადგა”. გადადგა პირობითად – შეუძლია თქვას: დაკავებულია, გაძევებულია ქვეყნიდან, იმყო...

სოცმედია 4:15

ტრამპი
ტრამპმა TikTok-ზე აკრძალვის აღსრულება კიდევ 75 დღით გადაავადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პლატფორმა TikTok-ზე აკრძალვის აღსრულება კიდევ 75 დღით გადაავადა. კერძოდ, ამ გადაწყვეტილებით, ტრამპმა ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანია ByteDance-ს 75 დღით გაუხანგრძლივა ვად...

მსოფლიო 4:04