„გახარია იმაზე განაწყენდა, რომ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ივანიშვილმა აიღო სადავეები“ - ნიკა მელია
პოლიტიკა • 1744742805

ყველაზე საგანგაშო ჩემთვის რაც შეიძლება ყოფილიყო, პროცესი თავიდან ბოლომდე იყო უკანონო, - ასე აფასებს წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარიას მისვლას, კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი,ნიკა მელია გადაცემა “რეაქციაში“.
მისი თქმით, “გახარია ივანიშვილზე იმიტომ კი არ განაწყენდა, რომ მან უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, არამედ იმაზე, რომ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მან აიღო სადავეები.“
“ჩემი მიზანი არაა, თავს დავესხა გახარიას, რადგან მიზანი გაცილებით დიდია“, - ამბობს მელია.
ყველაზე საგანგაშო ჩემთვის რაც შეიძლება ყოფილიყო, პროცესი თავიდან ბოლომდე იყო უკანონო. გუშინდელი დღის დაიჯესტი თუ შეიძლება გაკეთდეს, ბატონი გახარია, ივანიშვილზე იმიტომ კი არ განაწყენდა, რომ მან უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, არამედ იმაზე, რომ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მან აიღო სადავეები. ვერასოდეს გავიგებ, რატომ უნდა დავეკავებინე ვასილ მაღლაფერიძეს და რატომ უნდა შეეთანხმებინა პრემიერ მინისტრს ვასილ მაღლაფერიძესთან, მაკა ბოჭორიშვილთან, სუბართან და სხვებთან, ეს რა შუაში იყო.
ის რომ ეს გუნდი ასე იღებდა გადაწყვეტილებებს და პოლიტიკური პატიმრები 2019-20 წლებში არსებობდნენ და დღესაც ხომ არსებობს და არსებობს, ბევრმა ვიცოდით და ბევრმა არა. ჩემი მიზანი არაა, თავს დავესხა გახარიას, რადგან მიზანი გაცილებით დიდია. არც ის იქნება ჩემი ამოცანა, რომ მომავალში თავს დავესხა ქალბატონ ზურაბიშვილს ან ნებისმიერ წინა ხელისუფლების მეხოტბეს და დასაყრდენ ბურჯებს. ის რომ მე სამსაჯური სახელმწიფოს ვესროლე არის სიყალბე და ტყუილი, რაზედაც თანხმდებოდა გუშინდელი “ოცნების“ ორივე მხარე. მე ის სამაჯური ვესროლე ბიძინა ივანიშვილს და ოლიგარქიას. გამოწვევა სახელმწიფოს კი არა ოლიგარქიას გავუკეთე, რომელსაც ახლა თავად გახარია სამართლიანად აკრიტიკებს,-ამბობს მელია.
ნიკა მელია ამბობს, რომ გიორგი გახარიას წულუკიანის კომისიაზე მისვლას ვერ გააპროტესტებს, რადგან მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება დასაფასებელია და მას ამის უფლება ჰქონდა.
“მან ეს ნაბიჯი გადადგა, არავის მორიდებია, წავიდა და 6 საათი ადვილიც არ არის, დადგე და იმ ადამიანებს ელაპარაკო, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ იერიში მოიტანეს შენზე“, - განაცხადა მელიამ გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას.
მესმის გახარიასი, სპეციფიურ გარემოში იყო, სიტყვა არაერთხელ გაექცა, მაგრამ ის, რომ ამით ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია მოხდა ან მოხდებოდა, ეს ასე არ არის, რა თქმა უნდა, ვერ მოხდებოდა. დასაფასებელია მისი გადაწყვეტილება, მან ეს ნაბიჯი გადადგა, არავის მორიდებია, წავიდა და 6 საათი ადვილიც არ არის, დადგე და იმ ადამიანებს ელაპარაკო, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ იერიში მოიტანეს შენზე. მას ამის უფლება ჰქონდა, ეს გააკეთა, მთავარია, იყოს გულწრფელი“, - განაცხადა მელიამ.

რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებები გამართოს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კრემლის წარმომადგენლი...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745733809

"ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროპა მშვიდობისკენ სწრაფვაში ყოველთვის უკრაინის გვერდით იდგებასამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენი მხარდაჭერის იმედი შეგიძლიათ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745732250

რუსეთში ГРУ-ს ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის, გენერალ იაროსლავ მოსკალიკის 25 აპრილს აფეთქების ბრალდებით 1983 წელს დაბადებული იგნატ კუზინი დააკავეს. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოე...
მსოფლიო • 1745732032

რეალური ვიდეო - სინამდვილეში, ვის აუწია ხელი ტრამპმა რომის პაპის დაკრძალვაზე
პოლიტიკა • 1745731794

"ქართული ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მეუღლე თამთა დანელია "შაბათის ეთერს" უდასტურებს, რომ მისი ქმარი, რონი (როლანდ) მესხი მამუკა მდინარაძის მეგობარი და უახლოესი გარემოცვის წე...
პოლიტიკა • 1745731671

პუტინის მეგობრების წვეულება კახეთში - შაბათის ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, სიღნაღში, ვანო ჩხარტიშვილის სასტუმროში პუტინის მეგობარი, სანქცირებული რუსი ოლიგარქი, რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანე...
პოლიტიკა • 1745731140