„ გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ არ გამოვიყვანეთ, რადგან მაშინ გაიგებდნენ, რომ რაღაც ხდებოდაო, ანუ მოსახლეობა გაწირეს, მძევლად ჩატოვეს ჰქვია ამას“ - სოზარ სუბარი
პოლიტიკა • 1743065184
"ზოგჯერ ვფიქრობთ, ხომ არ გავდივართ იმ ზღვარზე, რომელიც რაღაც სახელმწიფო საიდუმლოების ზღვარია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა იცოდეს თითოეულმა მოქალაქემ, რადგან იმ შვილმკვდარმა დედამაც, რომლის შვილიც შეეწირა სახელმწიფო სამსახურს, უნდა იცოდეს ვისი შეცდომები, ვისი დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები და დანაშაულებრივი ბრძანებები დგას იმ ტრაგედიების უკან.ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს რატომ მოხდა ამდენი მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვალება, მაშინ, როცა შესაძლებელი იყო ამ ადამიანების ბევრად ადრე გამოყვანა ომის სავარაუდო ზონიდან გამოყვანა. გუშინ გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ არ გამოვიყვანეთ, რადგან მაშინ გაიგებდნენ, რომ რაღაც ხდებოდაო, ანუ მოსახლეობა გაწირეს, მძევლად ჩატოვეს ჰქვია ამას.სხვათა შორის, ზუსტად იგივე, რაც მოვისმინეთ სამი წლის წინ ზელენსკისგან, რომელმაც თქვა, რომ "გზები გადაიტვირთებოდაო", მოკლედ მოსახლეობა გაწირეს დასაბომბად, რადგან თავისი გეგმები და ამოცანები ჰქონდათ. დანაშაულებრივი რეჟიმის სურათი კიდევ ერთხელ გამოიკვეთა თქვენი მონათხრობიდან". - თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ოცნების დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765829803
„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...
პოლიტიკა • 1765829693
ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...
პოლიტიკა • 1765829449
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...
პოლიტიკა • 1765814591
სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება. ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...
პოლიტიკა • 1765810555
"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება. "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...
პოლიტიკა • 1765809136












