ივანიშვილის პარლამენტში ოპოზიციური პარტიების აკრძალვას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
პოლიტიკა • 1744716662
ივანიშვილის პარლამენტში ოპოზიციური პარტიების აკრძალვას I მოსმენით მხარი დაუჭირეს.
კანონპროექტი ბიუროზე პირველად 31 მარტს დარეგისტრირდა.
აღნიშნულს წინ უსწრებდა მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ "ენმ-ს მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად აღიარების კანონპროექტი" წარადგინეს.
კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება „აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური ან/და შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა) არსებითად იმეორებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას).
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა აბსოლუტური უფლება არ არის და „სახელმწიფო უფლებამოსილია შეზღუდოს მოცემული ძირითადი უფლებები, თუ მათი გამოვლინება საფრთხეს უქმნის სახელმწიფოსა და დემოკრატიის ინტერესებს“.
ამასთან, „საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა, განახორციელოს ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლი პოლიტიკური პარტიებზე, რომელთა მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. შესაბამისად, იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სურვილი კვლავ ზემოაღნიშნული პარტიების არსებითად მსგავსი ახალი პარტიები დააფუძნონ და კვლავ განაგრძონ არაკონსტიტუციური საქმიანობა, სასამართლო წესით აეკრძალებათ ასეთი ფიქციური პარტიების მეშვეობით მოქმედება“ - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ გაცხადებული ზემოაღნიშნული ცვლილება „ქართულ ოცნებას“ შემოაქვს იმ ფონზე, როცა ივანიშვილის გუნდს გადაწყვეტილი აქვს, არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა ოპოზიციური პარტია, ვისაც ამ პარტიის მემკვიდრედ ჩათვლის. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით, არაკონსტიტუციურად გამოცხადებული პარტიების წარმომადგენლებს ასევე აეკრძალებათ ახალი პარტიის შექმნასაც.
მაკო გომური გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "ქოცების სასამართლოში არ მივა". მისი თქმით, გიორგი გახარიაც კი იმსახურებს, რომ სამართლიანმა სასამ...
პოლიტიკა • 1762958294
პროკურატურამ ივანიშვილის ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს და მის ძმას, ნიკა ზაუტაშვილს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. "შინა...
კრიმინალი • 1762955531
იტალიაში, ქალაქ რომში, ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიიდან მოპარულია 200 ევროს ღირებ...
კრიმინალი • 1762955427
"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია" | ასე პასუხობს ევროკომისიის წარმომადგენელი დავიდ კულენი არქიმანდრიტ დოროთე...
პოლიტიკა • 1762953937
გიორგი გახარიას გუნდში ექსპრემიერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას "ივანიშვილის პერსონალურ ვენდეტად" აფასებენ. როგორც ანა ბუჩუკური "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, ბიძინა ივანიშვილ...
პოლიტიკა • 1762952375
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: რა ვიცი... ვიცი? არ ვიცი?! ანუ "აბა რა ეგონა(თ)...აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა".და ის, ალტერეგო რომ ჰყავს - შარა-შარა-შიძე, ნაცმოძრაობის...
სოცმედია • 1762950250












