1742538191
„ქართველ ხალხს ოქტომბერში ექნება საშუალება, მოიშოროს არამზადები... ვილოცებთ თქვენთვის“ – სენატორი რიში
პოლიტიკა • 20 მარტი 4:00
ირაკლი კობახიძე, პირველ არხთან, ამბობს:ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია 400 ხმით, თუ მეტით და ჩაწერა, რომ კრიმინალები უნდა გავათავისუფლოთ, ხელისუფლება უნდა დაისაჯოს, დასანქცირდეს, ქვეყანა უნდა დასანქცირდეს, ათასი უბედურება და სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადეს პრეზიდენტად, ხაბეიშვილი აღარ მიიჩნევს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად, ხაბეიშვილმა როგორ უნდა გაჯობოს ჭკუაში 400 ევროპარლამენტარს.რაღაც სიგიჟეს წერენ, პირდაპირი გაგებით სიგიჟეს საკუთარ რეზოლუციაში, შენ არც უნდა უპასუხო, უნდა იჯდე ასე. როგორ წარმოუდგენიათ, ან თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როცა ასეთ სიგიჟეს წერენ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომ ზურაბიშვილი არის თურმე პრეზიდენტი. სოროსის ფონდშია გამოკეტილი ქაჯეთის ციხესავით და არის „მაკკეინის ინსტიტუტის“ სტიპენდიანტი, ეს არის მისი რეალური სტატუსი.იგივე სიგიჟე, რომ კრიმინალები უნდა გაათავისუფლო თურმე, ქვეყანა უნდა დასანქცირდეს, ქვეყანა უნდა დაისაჯოს, არა თუ ხელისუფლების წარმომადგენლები და ამაზე არ უნდა უპასუხო. შენ უნდა დადგე და ეს უნდა მიიღო, როგორც მოცემულობა, პოზიტიური მოვლენა, უარესი, არ ვიცი. იგივე ეხება ნებისმიერ ქვეყანას. მეტი რა გავაკეთოთ, ესტონეთი და ლიეტუვა გამოვიდნენ და პირდაპირ დაასანქცირეს უმაღლესი თანამდებობის პირები, სხვა ზომები მიიღეს და ა.შ. ათასი განცხადება გააკეთეს. ჩვენ ერთადერთი, რაც გავაკეთეთ, განცხადებებით შემოვიფარგლეთ, ასეთ დროს, სხვა ქვეყანა შეიძლება სხვანაირად მოქცეულიყო და უმეტესობა სხვანაირად მოიქცეოდა, იგივე ზომებს აამოქმედებდა შესაბამისი ქვეყნის მიმართ, მაგრამ ყველაფრის გათვალისწინებით გამოვედით და მწვავედ შევაფასეთ ეს აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილებები, რომელიც არის გადაწყვეტილებები ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ იქვე განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში გამომდინარე იმ ტრადიციული მეგობრობიდან, რომელიც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და ხალხებს, ქართველ და ესტონელ ხალხს, ქართველ და ლიეტუველ ხალხს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ შენ ისიც არ უნდა თქვა, რომ ესტონეთის ხელისუფლებამ მიიღო ანტიქართული გადაწყვეტილება. როგორ შეიძლება ამის თქმა. იმან უნდა მიიღოს ანტიქართული გადაწყვეტილება, მაგრამ შენ არაფერი არ უნდა თქვა. ეს რაც შეეხება განცხადებებს. ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე საპასუხო განცხადებებს და არასდროს არ ვართ ხოლმე რაიმე მძაფრი რიტორიკის ინიციატორი“
"შთაბეჭდილება მაქვს, რომ მასონური ლოჟაა ამ ყველაფერში ჩარეული დედას გეფიცებით". - თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, თამილა დოლიძემ 21 მარტს გამართულ შეხვედრაზეცნობისთვის, საზოგად...
პოლიტიკა • 15:53
"მივმართავ ახალგაზრდებს, უმორჩილესად ვთხოვ, დრო გამონახონ და თვალყური ადევნონ კომისიის მუშაობას, რეალურად დაინახონ, რას ნიშნავს ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმი და შემდეგ გაავლონ პარალელი, როგორ დე...
პოლიტიკა • 15:42
მოშმშილე გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი გლდანის ციხის კლინიკაში პატიმარზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს. ირაკლი პაპიაშვილის განცახდებით, ადვოკატის წამოსვლის შემდგე, ჩიკვაიძესთან 2 პი...
პოლიტიკა • 15:32
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ მათი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ საკითხის მოკვლევას ნინო ზაუტაშვილი დაშინების მცდელობად აფასებს. საუბარია საზოგადოებრ...
პოლიტიკა • 13:52
დაიწყება თუ არა შურისძიების ახალი სერია ჟურნალისტების წინააღმდეგ - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მათი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი რეპორტიორების წინააღმდეგ საკითხზე მსჯელობა დაასრუ...
პოლიტიკა • 13:50
სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყალი ჩავიდა - ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილ...
საზოგადოება • 13:45
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა