"ოცნების" პირობებში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ვერ შენარჩუნდება“ - ნიკა მელია
პოლიტიკა • 1744790464
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელიას ამბობს, რომ არსებული არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ვერ შენარჩუნდება. მისი თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ოლიგარქიული წრის გარღვევაა საჭირო, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს კეთულდღეობას მოუტანს.
უვიზო მიმოსვლაც ასეთ რეალობაში ვერ შენარჩუნდება. შესაბამისად, ამიტომაც და არა მხოლოდ ამიტომ ამ მოჯადოებული ოლიგარქიული წრის გარღვევა არის სახელმწიფოებრივი საქმე, რომელიც კონკრეტულ კეთილდღეობას გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისთვის: იყვნენ მდიდარი სახელმწიფოს მოქალაქეები, შეეძლოთ მათ დემორატიულ მსოფლიოში უვიზოდ გადაადგლება და ა.შ., რასაც წინ ეღობება ივანიშვილი, - ამბობს მელია.
ევროკავშირი უვიზო რეჟიმის წესებს ცვლის - როგორც "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის მიერ მომზადებულ სტატიაშია ნათქვამი, ევროკავშირი აპირებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას, რაც ბრიუსელს გაუადვილებს უვიზო რეჟიმის გაუქმებას 61 ქვეყნისთვის, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ, მათ შორის არიან კანდიდატი ქვეყნები: დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა მოლდოვა და საქართველო.
გასულ კვირას გაიმართა მოლაპარაკებები ევროკომისიის, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის და სამივე ინსტიტუტი ცდილობს ამ საკითხზე შეთანხმებას პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში მიაღწიოს და შესაძლოა ახალი კანონი უკვე შემოდგომის დასაწყისში ამოქმედდეს.
უოფილი ენერგეტიკის მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) სოციალურ ქსელში ავრცელებს. უწყების პრესსამსახურმა განა...
მსოფლიო • 1771158474
"მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს. განკითხვის დღე უკვე დამდგარია, ყველა ყვ...
საზოგადოება • 1771157003
"როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუ...
პოლიტიკა • 1771156925
მამა დოროთე ყურაშვილი მის მღვდლობიდან განყენების პროცესს "ოცნების" ხელისუფლების მიერ მცხეთაში მიწის გადაცემის საკითხს უკავშირებს. ამის შესახებ სასულიერო პირმა ქადაგებისას ისაუბრა. საქმე ეხება შაბათის...
საზოგადოება • 1771154696
ოთხშაბათს თეთრი სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ აშშ გააძლიერებს ძალისხმევას ირანის მიერ ჩინეთში ნავთობის ექსპორტის შემცირების მიმართულებით. ამის...
მსოფლიო • 1771147903
დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს. ინფორაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ...
კრიმინალი • 1771147335












