„რაც ახლა ხდება, ეს არის უკიდურესი ღალატის ანატომია“ – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკა 29 მარტი 10:51

გიორგი ვაშაძე

რაც ახლა ხდება, ეს არის უკიდურესი ღალატის ანატომია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების თაობაზე „ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ შეპყრობილია ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით და მზად არის, ყველაფერზე წავიდეს.

„ქართული ოცნება” ძალაუფლების შენარჩუნებით ისე არის შეპყრობილი, რომ უკვე ვეღარ იაზრებენ იმ ღია, დაუფარავ ანტიქართულ ქმედებებს, რასაც სჩადიან.

რეალურად, ისინი ჩვენ გვტოვებენ მარტოს, დაუცველებს, ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების გარეშე. ამერიკა „მეგობარ აქტს” იღებდეს – ინვესტიციებს, უვიზო მიმოსვლას და სრულ მხარდაჭერას გთავაზობს და შენ ამ დროს ამაზე უარს ამბობდე, გინდოდეს, რომ შენი ქვეყანა მარტო დატოვო, თავად შეაფასეთ ეს რა არის.

დაუცველი, მარტოდ დარჩენილი საქართველო, ეს არის გაუბედურებული საქართველო, ამიტომ გვინდა ჩვენ ევროკავშირი, ძლიერი მეგობრები, რომ მარტო არ ვიყოთ, წინ წავიდეთ, განვვითარდეთ, ეკონომიკა ავაყვავოთ და, რაც მთავარია, დემოკრატია, თავისუფლება გვქონდეს ქვეყანაში.

რაც ახლა ხდება, ეს არის უკიდურესი ღალატის ანატომია და ჩვენ დღითი დღე ვხედავთ, რა ხდება და სინამდვილეში ვისთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანები შინაგანად შეპყრობილი არიან ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით და მზად არიან, ყველაფერზე წავიდნენ. მათი მთავარი ამოცანაა – ან ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ან ყველაფერი წყალს წაუღია – ეს არის მათი მიდგომა, საქართველო მათ არ აინტერესებთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბადრი ჯაფარიძე
წულუკიანის მიმართვის საფუძველზე, ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარეს

ოლიგარქის პროკურატურა "ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს იბარებს. როგორც ჯაფარიძე წერს, გამოკითხვა ე.წ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ უსაფუ...

პოლიტიკა 15:35

ზურაბიშვილი ივანიშვილი
„დღეს ყველა გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს“ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ “დღე...

პოლიტიკა 14:55

ჭიღლაძე პაპაშვილი
„ლაშა, უუუწმინდესის კურთხევით აჭმევდი სკინტლს ძროხებს?” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე რადიო თავისუფლების ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურება: ,,ჯაან მორჭმუნე და ჯაან ეკლეშიური ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი თურმე თავის ძროხებს ქათმის სკინტლს (ანუ ნაკელს) აჭმევდა და დაიხოც...

სოცმედია 14:54

ბოსნიელი სერბი ლიდერი
ბოსნიელი სერბი ლიდერი მოსკოვში გაიქცა – ბოსნია ინტერპოლის დაკავების ორდერს ითხოვს

ბოსნიელი სერბების ლიდერი მილორად დოდიკი მოსკოვში გამოჩნდა მას შემდეგ, რაც სარაევოს ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ საერთაშორისო დაკავების ორდერის – "წითელი ცირკულარის" – გამოცემა მოითხოვა. დოდიკი, რომელიც...

მსოფლიო 14:52

საქბანკიიიი
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო

მოსწავლეების რჩეულ საბანკო აპლიკაცია sCoolApp-ში ბავშვების საყვარელი საჩუქრების კამპანია ბრუნდება! თუკი მოსწავლეები, რომლებსაც ჯერ არ აქვთ sCoolApp-ი, აპლიკაციაში დარეგისტრირდებიან, საჩუქრად sCool Car...

ბიზნესი & ეკონომიკა 14:50

პოლიტიკა
„საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში“ - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ონლაინ ჩართვისას...

პოლიტიკა 14:48