1743870666
ეჭვიანობის დრამა ოლიგარქის კარზე - რას შეეწირა ლილუაშვილის თანამდებობა
პოლიტიკა • 9/9/2021 • 7:47
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, წინასაარჩევნო კამპანიაში თავი შეიკავონ რელიგიით მანიპულირებისგან. როგორც ორგანიზაცია გავრცელებულ მიმართვაში განმარტავს, საარჩევნო სუბიექტების მხრიდან რელიგიური ორგანიზაციებისა და კონკრეტულ სასულიერო პირთა გავლენების გამოყენების მცდელობა წარმოადგენს მანკიერ პრაქტიკას და უარყოფითად აისახება არჩევნების შედეგებზე:
"წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ერთად ტაძრებსა და სამლოცველოებს ხშირად სტუმრობს. არჩევნების დანიშვნის დღიდან, ირაკლი ღარიბაშვილი თანაპარტიელებთან ერთად სასულიერო პირებს ექვსჯერ შეხვდა:
საგულისხმოა, რომ მმართველი პარტიის წევრების ვიზიტები ტაძრებსა და სამლოცველოებში არჩევნების დანიშვნის დღიდან განსაკუთრებით ინტენსიური გახდა, რაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს შეიძლება უკავშირდებოდეს. საქართველოს მთავრობის ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაციისა და წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის (ვიზიტის დრო: 27 აგვისტო) მშენებლობა ფონდმა „ქართუ” 13 მილიონი ლარით დააფინანსა, რასთან დაკავშირებითაც ადგილზე ხობის მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სუბიექტების მხრიდან რელიგიური ორგანიზაციებისა და კონკრეტულ სასულიერო პირთა გავლენების გამოყენების მცდელობა წარმოადგენს მანკიერ პრაქტიკას და უარყოფითად აისახება არჩევნების შედეგებზე. ზემოთ აღნიშნული ფაქტები ადასტურებს, რომ ეკლესიის ავტორიტეტის და კონკრეტულ სასულიერო პირთა ინსტრუმენტად გამოყენებით, პარტია „ქართული ოცნება“ შესაძლებელია ცდილობდეს ამომრჩევლის ნაწილის მიმხრობას, რაც აფერხებს ჯანსაღ კონკურენციას და საფრთხეს უქმნის არჩევნების კონსტიტუციით გათვალისწინებულ საარჩევნო პრინციპების დაცვით ჩატარებას" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ოცნების დეპუტატების და მათი ოჯახის სამშენებლო ბიზნესი - "ნოდარ მელაძის შაბათის" ჟურნალისტური გამოძიება. ირაკლი კირცხალიამრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, გობრონიძის ქუჩაზე ირაკლი კირცხალიას კ...
პოლიტიკა • 5 აპრილი 17:23
ნადიმ ხმალაძეს, რომელიც უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მე-20 ჯარიმა გამოუწერეს - რეჟიმი მებრძოლს ამ შემთხვევაშიც გზის სავალი ნაწილის ხელოვნუ...
პოლიტიკა • 5 აპრილი 17:22
ვატო შაქარიშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტ გიორგი მამნიაშვილზე თავდასხმას ადასტურებს და იმუქრება, რომ პასუხს ყველა მიიღებს, ვინც შეურაცხყოფას მიაყენებს: "ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვე...
პოლიტიკა • 5 აპრილი 16:53
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა თანამშრომლებთან წარდგენისას თავისი ახალი მოადგილეები დაასახელა. ანრი ოხანაშვილის თქმით, პირველი მოადგილე იქნება ირაკლი ბერაია, მოადგილეები კი გე...
პოლიტიკა • 5 აპრილი 16:35
“ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა” ბრალდებულ...
პოლიტიკა • 5 აპრილი 16:33
როგორც ქალბატონი ლამარა იტყოდა, თქვე, მართლა იდიოტებო. შექანებულივით რომ დაირწევა ცარიელი თავთავი ბოკუჩავა, ამის იმედად ხართ?! – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის ვიც...
სოცმედია • 5 აპრილი 16:32
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა