1745664531
„დაშინების მიზნით, რამდენჯერმე ვუკბინე“ - 7 წლის ბავშვის დედა
პოლიტიკა • 14 აპრილი 12:55
კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ნაბიჯები გადადგას.
"ზუსტი ვადები არ არსებობს, მაგრამ ის, რომ რუსეთი მზად არის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ გადადგას ნაბიჯები, ეს მართლაც ასეა". - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთისთვის საინტერესოა კეთილი ურთიერთობების დამყარება ყველა იმ ქვეყანასთან, ვინც ამისთვის მზად არის და ვისაც ამის სურვილი აქვს.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა ქართული ოცნების პოლიტიკა კიდევ ერთხელ შეაქო და თქვა, რომ რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზად არის, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების "სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის" აღიარებას გადახედოს.
ამის შესახებ გალუზინმა რუსული პროპაგანდისტული მედიისთვის, Известия-სთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.
"ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოსთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა ყოველმხრივ კიდევ უფრო განვავითაროთ, ხოლო ამისთვის ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს". - თქვა გალუზინმა.
სამეგრელოში არასრულწლოვანზე ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობის საქმეზე "მთავარი არხის ვებგვერდისთვის" დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 7 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებ...
კრიმინალი • 13 წუთის წინ
რომის პაპის დაკრძალვაზე ტრამპმა ყაველაშვილს ხელი აუწია - ფოტოს „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს“
პოლიტიკა • 59 წუთის წინ
ვატიკანში ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის ფოტოები
რუსეთ-უკრაინის ომი • 9:58
თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის, სტივენ ჩუნგის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე ძალიან პროდუქტიული საუბარი ჰქონდ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 9:55
შემზარავი ფაქტი სამეგრელოში - "პირველებმა" ინტერვიუ 7 წლის ბავშვის მამიდასთან ჩაწერა. ქალი ბავშვის მონაყოლზე დაყრდნობით "ტვ პირველის" ჟურნალისტს ეუბნება, რომ მისი ძმის შვილი დედამ და ბებიამ საღორეში ი...
კრიმინალი • 9:37
ვატიკანის ცნობით, წმინდა პეტრეს მოედანზე, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვას დაახლოებით 200 000 ადამიანი ესწრება
მსოფლიო • 9:31
ეს საინტერესოა • 17 აპრილი 10:21
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა