„ამერიკელი სენატორები ტრამპის ადმინისტრაციას გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენებისკენ მოუწოდებენ“ - Reuters

სენატი.jpg

რესპუბლიკელმა და დემოკრატმა ამერიკელმა სენატორების ჯგუფმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას წერილით მიმართა და მოუწოდა 300 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

 

"როგორ უყურებს ადმინისტრაცია მის ხელთ არსებული ყველა ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებას რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, ომის დასრულების მიზნით? კონკრეტულად, მიიჩნევს თუ არა ადმინისტრაცია, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის მფლობელობაში არსებული აქტივები უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბერკეტი რუსეთთან მოლაპარაკებებში ომის დასასრულებლად? თუ ასეა, როგორ?", - წერენ სენატორები სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ წერილში. 
Reuters-ის ინფორმაციით, წერილში სენატორებმა ასევე იკითხეს, აპირებს თუ არა ადმინისტრაცია შეიმუშაოს სტრატეგია, რათა წაახალისოს ევროკავშირი, G7 და სხვა მოკავშირეები, გამოიყენონ სუვერენული რუსული აქტივები და დაუჭერს თუ არა ადმინისტრაცია უკრაინას მხარს შეიძინოს თავდაცვის აღჭურვილობა აშშ-ის კონტროლის ქვეშ მყოფი რუსული სუვერენული აქტივების გამოყენებით.

 

წერილი სენატორებმა პარასკევს გაგზავნეს. მას ხელს რესპუბლიკელი ტოდ იანგი და ლინდსი გრეჰემი, ასევე დემოკრატი რიჩარდ ბლუმენტალი და ტიმ კეინი აწერენ.

 

გამოცემის ცნობით, მას შემდეგ რაც 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთის ცენტრალურ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან ტრანზაქციები აკრძალეს და 300-350 მილიარდი დოლარის სუვერენული რუსული აქტივები გაყინეს. წყაროების თქმით, გაყინული აქტივებიდან აშშ-ის ფინანსურ ინსტიტუტებში მხოლოდ 7 მილიარდი დოლარი ინახება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელენე ხოშტარია
დაკავებულია ელენე ხოშტარია

რუსთაველის გამზირზე ელენე ხოშტარია დააკავეს. მიზეზი უცნობია. "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდები დღეს წულუკიანის საგამოძიებო კომისიის...

პოლიტიკა 16:02

მარიამ ლაშხ
ვიდეო: მარიამ ლაშხს აეროპორტში “მონა“ ეძახეს

„ოცნების“ დეპუტატს, მარიამ ლაშხს აეროპორტში “მონა“ ეძახეს. ფაქტის ამასახველ ვიდეოს მოქალაქე თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ვიდეოს ავტორი ლაშხს კითხვებს უსვამს, რის პასუხადაც „ოცნების“ დე...

პოლიტიკა 16:00

ვოლსკი
„ის პროპაგანდა მიდის, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, ვითომ ჩვენ, ახლა, აქ რომ ვსხედვართ კომისიაში, გვინდა საქართველო გავამტყუნოთ და რუსეთი გავამართლოთ“ - გია ვოლსკი

„ყველა ტელევიზია და ყველა მედია საშუალება კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა [„ნაციონალური მოძრაობის“]. ახლაც ის პროპაგანდა მიდის, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, ვითომ ჩვენ, ახლა, აქ რომ ვსხედვართ კომისიაში, გვინდ...

პოლიტიკა 15:52

ხიდაშელი
„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, “მეგობარ აქტს” სენატის ერთიან შემადგენლობაში წინააღმდეგობა არ ექნება“ – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ “მეგობარ აქტს” სენატის ერთიან შემადგენლობაში წინააღმდეგობა არ ექნება და სხვა კომიტეტებსაც უპრობლემოდ გაივლის. ახლა არის ის, რომ რაც შეიძლება...

პოლიტიკა 15:41

შაჰინი რიში
“MEGOBARI აქტი“ უფრო ფართოდ შეუწყობს ხელს სტაბილურობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში“ - სენატორები რიში და შაჰინი

სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, რომელიც კომიტეტის მიერ 27 მარტს რამდენიმე კანონმდებლობის, მათ შორის „MEGOBARI აქტის“, მიღებას უკავშირდება. „MEGOBARI აქტი“ უფრო ფართო...

პოლიტიკა 15:24

კასპი მოძალადეები
"თანახმა ვარ ამნისტიაზე, მზია ამაღლობელის გათავისუფლების სანაცვლოდ"..."მორჩით ცირკებს'' - ძალადობაში ბრალდებული კასპის საკრებულოს მაღალჩინოსნების სასამართლო

შიდა ქართლის პროკურატურამ, სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი მილაძეზე ძალადობის მუხლით, კასპის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარეს გიორგი მჭედლიშვილსა და აპარატის უფროსს ზურაბ ჩიტიშვილს ბრალი წაუყენა. საქმე ეხება 2...

სამართალი 15:21