„დონეცკის რეგიონში, უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს 2 ჩინელი ჯარისკაცი, რომლებიც რუსული არმიის შემადგენლობაში იბრძოდნენ“ - ზელენსკი

ზელენსკია

დონეცკის რეგიონში, ბრძოლის დროს უკრაინელმა დამცველებმა ტყვედ აიყვანეს ორი ჩინელი ჯარისკაცი, რომლებიც რუსული არმიის შემადგენლობაში იბრძოდნენ -  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ჩვენ ჩინელი ჯარისკაცები დავიჭირეთ უკრაინის ტერიტორიაზე. დონეცკის რეგიონში ბრძოლისას. არის დოკუმენტები, არის მათი პასპორტები, არის საკრედიტო ბარათებიც კი. ესენი არიან ჩინეთის მოქალაქეები", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს დაავალა, დაუკავშირდნენ ჩინეთს ახსნა-განმარტების მისაღებად.

"ეს არის კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც სამხედრო გზით უჭერს მხარს რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ეს არის კიდევ ერთი ირანისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედროების შემდეგ. მაგრამ არის განსხვავება: ჩრდილოეთ კორეელები იბრძოდნენ ჩვენ წინააღმდეგ კურსკში, ჩინელები იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე. ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ ჩვენს პარტნიორებთან", - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.ჩინეთის დატყვევებული მოქალაქეები ამჟამად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებიან. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკი ტრამპი ვატიკანი
„პუტინს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რაკეტების სროლის მიზეზი არ ჰქონდა. ეს მაფიქრებინებს, რომ, შესაძლოა, მას ომის შეჩერება არ სურს“ - ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ვატიკანში გამართული შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განცხადება მისივე სოციალურ ქსელ truthsocial - ში გაავრცელა და ისევ აღნიშნა, რომ ომი არ იქნებოდა, ის რომ პრეზიდენტი ყოფი...

რუსეთ-უკრაინის ომი 26 აპრილი 14:17

ზელენსკი ტრამპ
„კარგი იყო, ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერზე შედეგს მივაღწევთ“ - ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ ვატიკანში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.   ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის...

რუსეთ-უკრაინის ომი 26 აპრილი 14:08

ლაშა მგელაძე
„ოპოზიციას ვეუბნები ამას, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ტანდემში რომ ცეკვავს ხოლმე ტანგოს ქოცებთან“ - ლაშა მგელაძე

ლაშა მგელაძე, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი: რა საცოდავები ვართ, მთელი ერი იმაზე საუბრობს ჩამოართვა თუ არა ხელი ტრამპმა ყაველას... ვთქვათ ჩამოართვა და მოიკითხა.. „ენდ“?....ანარ...

სოცმედია 26 აპრილი 13:58

ტრამმა ჩაუარა ყაველასა
ვიდეო: რომის პაპის დაკრძალვაზე ტრამპმა ყაველაშვილს ხელი კი არ აუწია, უბრალოდ, მის წინ ჩაიარა

ვიდეო: რომის პაპის დაკრძალვაზე ტრამპმა ყაველაშვილს ხელი კი არ აუწია, უბრალოდ, მის წინ ჩაიარა   

პოლიტიკა 26 აპრილი 13:56

დავით კაჭარავა
რაგბის კავშირის პრეზიდენტის ერთკანდიდატიან არჩევნებში "ოცნების" პარლამენტის წევრმა, დავით კაჭარავამ გაიმარჯვა

2025 წლის 26 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგად, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩეული იქნა დავით კაჭარავა (57 ხმა 58-დან). მისი კანდიდატურა სრკ-ს ოცდაცამეტმა ნამდვილმა წევრმა წარადგინა -...

სპორტი 26 აპრილი 13:54

თვითმარქვია სასულიერო პირი
საპატრიარქო "თვითმარქვია სასულიერო პირის" შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

 საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური "თვითმარქვია სასულიერო პირის" შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.   ვრცელდება ინფორმაცია თვითმარქვია სასულიე...

საზოგადოება 26 აპრილი 13:52