ვინ არის მოსამართლე, რომელმაც „სკინტლის საქმე“

სკინტლის მოსამართლე

ლიანა კაჟაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც სკანდალური „სკინტლის საქმე“ განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მან „ქართული ოცნების“ ღიად მხარდამჭერი ბიზნესმენის, ლაშა პაპაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც სკინტს ძროხებს აჭმევდა და მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაახლოებით 5 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა.

ამ საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება „რადიო თავისუფლებამ“ მოამზადა.

ლაშა პაპაშვილის საწარმოში „ყვარლის ბაგა“ ძროხებს ქათმის ნაკელით კვებავდნენ. მის საწარმოში ყიდულობდნენ [შესაძლოა, ახლაც ყიდულობენ] რძეს კომპანიები: „აგროჰაბი“, „სანტე“, „სოფლის ნობათი“.

დავის საგანი ასეთი იყო: ლაშა პაპაშვილის კომპანია „ყვარლის ბაგამ“ სასამართლოში კომპანია „ჩირინას“ უჩივლა: ქათმის სკინტლი რომ  მომყიდე, არ ვარგოდა, საქონელი დამეხოცა და რძეც გამიფუჭდაო.

მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2024 წლის დეკემბერში კომპანია „ჩირინას“ ზუსტად 4.7 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა „ყვარლის ბაგის“ სასარგებლოდ.  „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული და მოსამართლე კომპანია „ყვარლის ბაგის“ სასარგებლოდ მიკერძოებული იყო.

ქათმის ნაკელის გამოყენება საქონლის კვებისთვის აკრძალულია ევროკავშირის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ნაკელის ცხოველის საკვებად გამოყენება 2023 წლიდან აკრძალულია საქართველოშიც. თუმცა ბიზნესმენი, რომელიც სკინტლით კვებავდა ძროხებს, არავის დაუსჯია – ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და პირიქით, სასამართლო დავაც მოიგო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ლიანა კაჟაშვილს იურიდიული ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუმთავრებია, თუმცა ამ მოსამართლის მაგისტრატურა ბიზნეს-ინჟინერინგის მიმართულებით აქვს დასრულებული. ლიანა კაჟაშვილი იურიდიული დახმარების სამსახურში ჯერ კონსულტანტის პოზიციაზე, შემდეგ კი, ამავე სამსახურში ადვოკატად მუშაობდა 5 წელი. ლიანა კაჟაშვილი 2021 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.

ლიანა კაჟაშვილის ქმარი – ამირან ძაბუნიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა 2021 წლიდან უვადოდ არჩეული, ლიანა კაჟაშვილის და – გულიკო კაჟაშვილი კი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.

ესტონეთმა გულიკო კაჟაშვილი 2025 წელს დაასანქცირა. ამ მოსამართლემ მიიღო მონაწილეობა პროევროპული აქციის მონაწილეების დასჯაში – მაგალითად, ბათუმელ სტუდენტებს ელიზბარ ჩხიკვაძეს და ლუკა ნაცვლიშვილს მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა 12 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საიას შეფასებით, მოსამართლის ეს გადაწყვეტილება იყო უკანონო და დაუსაბუთებელი.

ბათუმელები

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეუფე იაკობი
„არის საქართველო და არის მეორე მხარე – ისინი, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ აქტებს იღებენ. ეს არც მეგობრობის აქტია. ეს ჩემთვის საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული აქტია“ – მეუფე იაკობი

შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც, როგორი საქართველო გინდათ, – განაცხადა კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას...

საზოგადოება 1745762220

აქცია ივანიშვილის სასახლესთან
ვიდეო: აქცია ივანიშვილის სასახლესთან - "ლეიბორისტებმა" ოლიგარქს რეპრესიების შეწყვეტა მოსთხოვეს

ოლიგარქის სოლოლაკის სასახლეთან აქცია იმართება. ბიძინა ივანიშვილს დღეს "ლეიბორისტულმა პარტიამ" პოლიტიკური რეპესიების შეწყვეტა მოსთხოვა. ამ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლაშა ჩხარტიშვილს რეჟიმი დაჭერით ემუქრე...

პოლიტიკა 1745757774

ავარია
ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე | დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე. გავრცელებულ ვიდეომასალაში ორი მანქანის შეჯახება ჩანს, რომლის შემდეგაც, ერთ-ერთი მანქანა გზაზე მდგარ ქვეითებს ეჯახება. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 6...

შემთხვევა 1745757611

რუსეთის რკინიგზის ყოფილი სანქცირებული ხელმძღვანელი
რუსეთის რკინიგზის ყოფილი სანქცირებული ხელმძღვანელი ვლადიმირ იაკუნინი საქართველოშია

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი და პუტინის ახლო გარემოცვის წევრი, ვლადიმირ იაკუნინი ამჟამად თავის შვილთან ერთად საქართველოში იმყოფება. ვლადიმირ იაკუნინი ჯერ კი...

პოლიტიკა 1745757536

მუხიანში კაცი
მუხიანში კაცს თავის არეში დაზიანებები მიაყენეს

მუხიანში, კაცს დაზიანებები მიაყენეს - ტვ პირველის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კაცს დაზიანება თავის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს...

შემთხვევა 1745756648

კახიშვილია
ვიდეო: „დეტალურად ჰყვება, რა დღეში არიან ქოცები სანქციების გამო, სულ დეტალურად აღწერს, რა დღეში ჰყავთ ოჯახები, სიცოცხლის უფლებას გვართმევენო“

ლიკა ბასილია-შავგულიძე: დეტალურად ჰყვება, რა დღეში არიან ქოცები სანქციების გამო, სულ დეტალურად აღწერს რა დღეში ჰყავთ ოჯახები, სიცოცხლის უფლებას გვართმევენო! ჯერ სად ხართ, ბოროტმოქმედო ქოცებო!!!  ქეშით...

პოლიტიკა 1745756358