ვიდეო: „მეუღლე ისე სიგიჟემდე მიყვარდა, რომ ღმერთმა ალბათ იეჭვიანა და ერთად იმიტომ აღარ ვართ“ - თათა ვარდანაშვილის სიყვარულის ამბავი

საზოგადოება 18/5/2023 • 3:09

ვარდანაშვილი

დიზაინერი თათა ვარდანაშვილი გადაცემაში „სხვა ნანუკა“ იმყოფებოდა სტუმრად და პირად ამბებზე ისაუბრა. გადაცემის დასაწყისში  აღნიშნა, რომ დაახლოებით 27 წელია, მისი სახელი საზოგადოებამ იცის, თუმცა პირად ამბებზე ინტერვიუში საუბარს ყოველთვის ერიდებოდა.

„მეუღლე ისე სიგიჟემდე მიყვარდა, რომ ერთ-ერთ აღსარებაში ვთქვი, რომ ღმერთმა ალბათ იეჭვიანა და ერთად იმიტომ აღარ ვართ-მეთქი..

გიჟურად გვიყვარდა ერთმანეთი, 1 საათიც არ გაგვიტარებია ცალ-ცალკე. შვილის დაბადების შემდეგ სახლიდან წავიდა და თვალით აღარ მინახავს. სამშობიაროდან ერთად გამოვედით. ყველას ახსოვს მისი ემოცია, როცა გაიგო, რომ ბიჭი შეგვეძინა. მესამე დღეს იყო მისი მამის გარდაცვალების დღე. უკვე სახლში ვიყავი. დემეტრეს დაბადების მოწმობა აიღო და თქვა, მამაჩემს უნდა ვახარო, შვილის დაბადებაო, ყველას ჩაგვეხუტა და წავიდა. მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ განქორწინების დღეს ვნახე. 

ძალიან დიდხანს მქონდა გაურკვევლობის შეგრძნება. მხოლოდ ერთხელ დავურეკე, 1996 წლის აღდგომას. მშობიარობიდან სამ თვეში. მინდოდა, სახლიდან ჩემი ნივთები წამომეღო.

მაგრამ სახლში მისი და დამხვდა და არ შევსულვარ. ელემენტარული რაც მჭირდებოდა, ისიც იქ დავტოვე. ფეხით წამოვედი და ვთქვი, რომ ამ ქუჩაზე, ნუცუბიძეზე, აღარ გავივლი -მეთქი.

 

დემეტრემ ისე დაიწერა ჯვარი, რომ ეს ნათქვამი არ დამირღვევია. ახლა დავდივარ.

დემეტრემ დაოჯახებით ჩემი ისტორია წაშალა“. – ამბობს თათა 27 წლის წინანდელი ამბის გახსენებისას.
თათა ამბობს, რომ  მას შემდეგ პირადი ურთიერთობა აღარ ჰქონია.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოცნების წევრები სამშენებლო ბიზნეს
"ოცნების" წევრები სამშენებლო ბიზნესით - ვის რომელი უბანი ერგო

ოცნების დეპუტატების და მათი ოჯახის სამშენებლო ბიზნესი - "ნოდარ მელაძის შაბათის" ჟურნალისტური გამოძიება.   ირაკლი კირცხალიამრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, გობრონიძის ქუჩაზე ირაკლი კირცხალიას კ...

პოლიტიკა 5 აპრილი 17:23

ნადიმ ხმალაძე
ნადიმ ხმალაძეს მე-20 ჯარიმა გამოუწერეს - მებრძოლს აღსრულების ბიურომ ანგარიშები დაუყადაღა

ნადიმ ხმალაძეს, რომელიც უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მე-20 ჯარიმა გამოუწერეს - რეჟიმი მებრძოლს ამ შემთხვევაშიც გზის სავალი ნაწილის ხელოვნუ...

პოლიტიკა 5 აპრილი 17:22

ვატო შაქარიშვილი
"ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში…" - ვატო შაქარიშვილი ჟურნალისტზე თავდასხმაზე

ვატო შაქარიშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტ გიორგი მამნიაშვილზე თავდასხმას ადასტურებს და იმუქრება, რომ პასუხს ყველა მიიღებს, ვინც შეურაცხყოფას მიაყენებს:   "ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვე...

პოლიტიკა 5 აპრილი 16:53

ოხანაშვილი
ოხანაშვილმა მოადგილეები წარადგინა - ლილუაშვილის მოადგილეებმა პოსტები ვერ შეინარჩუნეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა თანამშრომლებთან წარდგენისას თავისი ახალი მოადგილეები დაასახელა. ანრი ოხანაშვილის თქმით, პირველი მოადგილე იქნება ირაკლი ბერაია, მოადგილეები კი გე...

პოლიტიკა 5 აპრილი 16:35

ბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძეს სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

“ლელო – ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთ ლი­დერს ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს, რო­მე­ლიც „სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა­ზეა” ბრალ­დე­ბუ­ლ...

პოლიტიკა 5 აპრილი 16:33

წულუკიანი
„თქვე, მართლა იდიოტებო. შექანებულივით რომ დაირწევა ცარიელი თავთავი ბოკუჩავა, ამის იმედად ხართ?!“ – თეა წულუკიანი

როგორც ქალბატონი ლამარა იტყოდა, თქვე, მართლა იდიოტებო. შექანებულივით რომ დაირწევა ცარიელი თავთავი ბოკუჩავა, ამის იმედად ხართ?! – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის ვიც...

სოცმედია 5 აპრილი 16:32