„ბიძაჩემი, ბადრი დადეშქელიანი, აფრასიძეების ტერორისტულმა დაჯგუფებამ, 29 წლის ასაკში, 1995 წლის 24 ოქტომბერს მოგვიკლა.“

სოცმედია 14 აპრილი 3:35

აფრასიძეები1

ბექა დადეშქელიანი სოცქსელში წერს:

ბიძაჩემი, ბადრი დადეშქელიანი, აფრასიძეების ტერორისტულმა დაჯგუფებამ, 29 წლის ასაკში, 1995 წლის 24 ოქტომბერს მოგვიკლა.
ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში მათ ტერორიზმის კვალიფიკაციით მოიხსენიებდნენ.
ბადრი იყო და არის გმირი, რომელიც იბრძოდა აფხაზეთში, სადაც სასიკვდილოდ დაიჭრა, მაგრამ გადარჩა. ბრძოლის ველზე არ მიატოვა დაჭრილი თანამებრძოლი, მიუხედავად აქტიური საბრძოლო მოქმედებებისა, სამშვიდობოს გამოიყვანა და გადაარჩინა.
რეაბილიტაციის შემდეგ ისევ შეუდგა ქვეყნის მსახურებას შსს-ს რიგებში.
1995 წლის 24 ოქტომბრის დილას, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, გადაადგილდებოდა მესტიის მუნიციპალიტეტში, როდესაც ეცრის ტერიტორიაზე მას ცეცხლი გაუხსნეს. მათ შორის ყუმბარაც ესროლეს. ზურგში მოხვდა ტყვია.
შემაღლებულ ადგილას დისლოცირებულმა ტერორისტმა აფრასიძეებმა არავის მისცეს უფლება, ბიძაჩემი გადაერჩინათ. გადასარჩენად მისულ ახლობლებს ცეცხლი გაუხსნეს, რომ არ მიახლოებოდნენ მომაკვდავს. რამდენიმე საათში ბიძაჩემი სისხლისგან დაიცალა.
ე.წ. მცოცავმა ტყვიამ ყველა მსხვილი სისხლძარღვი გაიარა და მარცხენა ლავიწის არედან გამოვიდა.
ასე მომიკლეს გმირი, ჩემი ძვირფასი, 29 წლის ბიძა ტერორისტებმა - ევგენი აფრასიძის ოჯახმა.
ვერავინ ვერასდროს გააპატიოსნებს ბიძაჩემის მკვლელებს!

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უიტკოფი პუტინი
კრემლის შეფასებით, პუტინისა და უიტკოფის შეხვედრამ აშშ-სა და რუსეთის პოზიციები დააახლოვა

ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა 25 აპრილს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამსაათიანი შეხვედრა გამართა. კრემლის ინფორმაციით, შეხვედრი...

რუსეთ-უკრაინის ომი 15:31

ტერფი
ტერფის გამოკვლევა თანამედროვე მეთოდებით “ახალ ხედვაში”

სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვის" კლინიკაში ტერფის დიაგნოსტიკა ტარდება იტალიური ფირმა Diasus-ს უახლესი აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. „ახალი ხედვის“ კლინიკა აღჭურვილია თა...

ჯანმრთელობა 15:09

ხერხემლის პრობლემები
ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული პროდუქტები სპორტსმენებისთვის

სპორტული აქტივობების დროს დიდია ტრავმების მიღების რისკი. ეს პრობლემა ხშირია ისეთი ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც ფიზიკური აქტივობებით სისტემატიურად არიან დაკავებულები. ამ დროს ყველაზე მეტად ზიანდება...

ჯანმრთელობა 15:07

უკრაინა
“ცეცხლის შეწყვეტა, უსაფრთხოება, ტერიტორია და ეკონომიკა” – ომის დასრულების გეგმა, რომელიც ევროპელმა ლიდერებმა აშშ-ს გადასცეს – Reuters

Reuters-მა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულების გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც ოფიციალურმა კიევმა და ევროპელმა ლიდერებმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცეს. ვაშინგტონს შესაბამისი გეგმა სამშაბ...

რუსეთ-უკრაინის ომი 14:56

ნინო ლომჯარია
„ძალაუფლებას ტოვებენ პირადად ბიძინა ივანიშვილის ერთგული ადამიანები და მათ ანაცვლებთ კობახიძის ერთგული გარემოცვა?“ - ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია: მეჩვენება თუ, ძალაუფლებას ტოვებენ პირადად ბიძინა ივანიშვილის ერთგული ადამიანები და მათ ანაცვლებთ კობახიძის ერთგული გარემოცვა?

სოცმედია 14:33

უკრაინა ნატო
„დაუყოვნებლივ მიიწვიეთ უკრაინა ნატოში, დაუყოვნებლივ ჩამოართვით რუსეთს გაყინული აქტივები“ – 7 ქვეყნის განცხადება

უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ჩეხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აშშ-ს მოუწოდებენ, არ წა...

რუსეთ-უკრაინის ომი 14:24