„უპატიებელი ცოდვა ჩავიდინე 2018–ში“ – ნინო ჯანგირაშვილი

სოცმედია 18 მარტი 9:53

ჯანგირაშვილი


ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:

,,ჩემი გაგებით უპატიებელი ცოდვა ჩავიდინე 2018–ში, როცა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არ წავედი, იმდენად მიუღებელი იყო ჩემთვის არჩევანის გაკეთება ვაშაძეს და ზურაბიშვილს შორის. ერთადერთხელ გამოვტოვე არჩევნები ცხოვრებაში. ამით იმის თქმა მინდა, რა დონის მიუღებლობა მქონდა სალომე ზურაბიშვილის მიმართ არჩევნებისას და მერეც, წლების მანძილზე. (ვაშაძეს რაღას ერჩოდიო არ დამიწყოთ. დრომ აჩვენა, რომ სწორად ვერჩოდი და ეგ რომ აერჩიათ შეიძლება დღეს ნომერ პირველი ქოცი ყოფილიყო) მაგრამ დღეს ზურაბიშვილი არის უკიდურესად აუცილებელი ჩვენთვის, ჩვენი საპროტეტო მოძრაობისთვის, რომელსაც პოლიტიკურ კომპონენტში უდიდესი პრობლემა აქვს და ეს ძალიან აზიანებს პროცესს. შიდა პროცესის გაძლიერებაზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ დასავლეთის მხარდაჭერა ბევრად დიდი იქნებოდა, ჩვენ რომ გვყავდეს გამოკვეთილი ალტერნატივა და ძლიერი ოპოზიცია, რომელიც რამენაირ ბმას მაინც შეძლებდა საკუთარ ხალხთან და ერთმანეთთან. ფაქტია, რომ ძალადობრივ რეჟიმს ეშინია მხოლოდ მასზე უფრო დიდი ძალის და ეს ძალა არის დასავლეთი, რომელსაც შეუძლია ივანიშვილი ცარიელ–ტარიელი დატოვოს. დასავლეთის მხარდაჭერა და რეჟიმის არაღიარების პოლიტიკა ამ დრომდე მხოლოდ ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობით არის განპირობებული, რომელიც პროტესტს არ წყვეტს. ამიტომ არ უჯდება არავინ სალაპარაკოდ ივანიშვილის მაგიდასთან. ამიტომ ცდილობს ივანიშვილი რომ პროტესტი ყველა ფორმით ჩაახშოს. მაგრამ ჩვენ ბევრად ძლიერები ვიქნებოდით, ოპოზიციას კოორდინაცია და საგარეო ფრონტზე მაინც ერთიანი პოზიციით და მესიჯებით გასვლა რომ შეძლებოდა. დასავლეთში ზუსტად ისე ხედავენ ჩვენს ოპოზიციას, როგორც ჩვენ – რაღაც გაუგებარ ამორფულ მასას, რომელსაც დიდად ჭკუა არ მოეკითხება და რომელსაც საკუთარ ამომრჩეველთან ვერ გაურკვევია ურთიერთობა. მათ ჭირდებათ კომუნიკატორი ქართველ ხალხთან, კონკრეტული გამტარი, ერთგვარი ცენტრი. ჩვენც გვჭირდება. სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ამ ფუნქციის შესრულებას დღეს და მეტნაკლებად გამოსდის, ყოველ შემთხვევაში სხვა ალტერნატივა რა გვაქვს? ვინმემ რამე მოიფიქრა ამ თვეების განმავლობაში? ამიტომ, დღეს მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი. ოპოზიციის ქცევას რაც შეეხება, ეს უკვე უვარგისობა ან უუნარობა კიარა, თანდათან დანაშაული ხდება საკუთარი ხალხის წინაშე. როცა შეგიძლია რამდენიმე მარტივი გადაწყვეტილებით და ნაბიჯით დაეხმარო შენს ქვეყანას და არ აკეთებ, თან ამის ნაცვლად იმასაც უტევ, ვინც ამას ცდილობს ეს არის დანაშაული. იფიქრეთ ამაზე. ან შეიცვლებით, ან ჩაგრეცხავთ ხალხი, იმიტომ რომ თუ ასეთ დრამატულ მომენტში არ გამოგვადექით, აღარც არასდროს გამოგვადგებით.“

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აშშ რუსეთი
ცნობილია დრო და ადგილი, სადაც აშშ-ისა და რუსეთის მორიგი შეხვედრა გაიმართება

ამერიკასა და რუსეთს შორის მორიგი შეხვედრა 23 მარტს, საუდის არაბეთში გაიმართება. ამაზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ. ინფორმაციას ტრამპის მრჩეველმა, სტივ უიტკოფმა Fox News-ის...

რუსეთ-უკრაინის ომი 8 წუთის წინ

სტამბოლის მერ
სტამბოლის მერს უნივერსიტეტმა დიპლომი გააუქმა, რის გამოც ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს

სტამბოლის მერს, მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერს, ეკრემ იმამოღლუს სტამბოლის უნივერსიტეტმა დიპლომი გააუქმა, რის გამოც იმამოღლუ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს....

მსოფლიო 14 წუთის წინ

თვითმფრინავის ჩამოვარდნა რუსეთი
რუსეთში, ლენინგრადის ოლქში Ми-28 ჩამოვარდა - ეკიპაჟი დაიღუპა

რუსეთში, ლენინგრადის ოლქში სამხედრო ვერტმფრენი Ми-28 ჩამოვარდა. რუსული მედიის ცნობით, ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენი დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა...

მსოფლიო 18 წუთის წინ

ტრამპი პუტინი
„კა-გე-ბე-ს უწიგნური პოდპოლკოვნიკი რუსების უფროსი ამხელა ამერიკის უწიგნურ მილიარდერს მხოლოდ ქულებით უგებს ამ რაუნდს“ - დავით ბერძენიშვილი

დავით ბერძენიშვილი: პუტინი რო მის ქვეყანაში ყველაფრის უფროსია, კი ვიცით. ტრამპი ამერიკელი ჰოკეისტების სახელითაც ექსპრომტად ლაპარაკობს( რა "მაგარი" შედეგია ამერიკელი და რუსი ჰოკეისტების შეხვედრაზე შეთა...

სოცმედია 21 წუთის წინ

ტრამპი პუტინი
“არ გვისაუბრია” - ტრამპი კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის დახმარების შეწყვეტის მოთხოვნაზე უარყოფს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის დახმარების საკითხი არ განხილულა. "ჩვენ არ გვისაუბრია დახმარებაზე, საერთოდ არ გვილაპარაკია დახმარ...

რუსეთ-უკრაინის ომი 27 წუთის წინ

იუსაიდი ტრამპი მასკი
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ USAID-ის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დაბლოკა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ USAID-ის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დაბლოკა. ინფორმაციის CNN ავრცელებს. სასამართლომ დაადგინა, რომ ქმედებები USAID-ის დახურვის შესახებ, სავარაუდოდ, არღვევს შეერთებუ...

მსოფლიო 29 წუთის წინ