26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროპროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი ყურადღებას გიფანტავთ, ამიტომ დაგეგმილი საქმეების დროულად დასრულებისთვის ეცადეთ, მთელი ყურადღება საუშაოზე გადაიტანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი პრინციპები და შეხედულებები ნებისმიერ ვითარებაში დაიცვათ. მოზღვავებული ემოციები ურთიერთობებში ხელს გიშლით. ეცადეთ დღეს ურთიერთობები შეზღუდოთ და საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ.

კურო

მოულოდნელი პრობლემები განწყობას გაგიფუჭებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, სამსახურში ნაკლები იაქტიუროთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ. არახელსაყრელი გარემოებები შესაძლებლობას მოგცემთ, რომ თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და საკუთარ თავში დაფარული ნიჭი აღმოაჩინოთ. სტრესის მოსახსნელად, საღამო ჰაერზე გაატარეთ.

ტყუპები

შესაძლოა, ძველ გადაწყვეტილებაზე უარი თქვათ და გეგმები შეცვალოთ. მიზნის მისაღწევად მეტი მონდომება უნდა გამოიჩინოთ და საკუთარი შესაძლებლობების იწამოთ. თუ არ იზარმაცებთ, შესაძლოა, მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ეცადეთ, კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს აწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოუბოდიშოთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, საქმიანი აქტივობა შეანელოთ. დროა, შედეგები შეაჯამოთ და ყველაფერს ადგილი მიუჩინოთ. ამ დღეს ყველაზე კარგად შემოქმედებასთან დაკავშირებული საქმეები გამოგდით, სხვა რამეზე კი დრო არ უნდა დაკარგოთ.

ლომი

თუ შინაგან შფოთვას და გაურკვევლობას გრძნობთ, თქვენი განცდები ახლო მეგობრებს უნდა გაუზიაროთ. მეტი დრო დაუთმეთ იმ აქტივობებს, რომლებიც ყველაზე კარგად გამოგდით. ნუ მოგერიდებათ, რომ საკუთარ უნარებზე და მიღწევებზე საჯაროდ ისაუბროთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და ახალი პროექტები დაგეგმოთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც ახლობელ ადამიანს მიეცით. მისი შესრულების დროა.

ქალწული

რთულ სიტუაციებში მხოლოდ ინტუიციას და შინაგან ხმას უნდა ენდოთ. სიბრძნე და გამოცდილება შეცდომების აცილებასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ურთიერთობის დროს თანამოსაუბრის განწყობას და ჟესტებსა მეტი ყურადღება მიაქციოთ - ეს საშუალებას მოგცემთ, მისი ნამდვილი მოტივები და გეგმები გაიგოთ.

სასწორი

ამ დღეს დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას უნდა მოერიდოთ. პირიქით - ეცადეთ, საკუთარი პასუხისმგებლობები კოლეგებს ან ოჯახის წევრებს გაუნაწილოთ. ვარსკვლავების დახმარებით შეიძლება მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ და მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ნურც საკუთარ ჯანმრთელობას დაივიწყებთ - დროა პროფილაქტიკური კვლევები ჩაიტაროთ.

მორიელი

ზედმეტი სტრესის თავიდან ასაცილებლად, სამსახურში აქტიურობა უნდა შეამციროთ და რთული დავალებები სამომავლოდ გადადოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად დასვენება და ძალების აღდგენა გჭირდებათ. ეცადეთ, არ ჩაერთოთ კონფლიქტში როგორც სახლში, ისე სამსახურში. ნურც ჯანმრთელობას დაივიწყებთ, დროა ვარჯიში დაიწყოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ყველაზე მეტად უსარგებლო საუბრები გაღიზიანებთ, ამიტომ ეცადეთ, განმარტოებით მეტი დრო გაატაროთ და ყურადღება მუშაობაზე გადაიტანოთ. პირად ურთიერთობებში კომპრომისები უნდა იპოვოთ და საყვარელ ადამიანებზე ზეწოლას მოერიდოთ. მარტოხელა მშვილდოსანს საინტერესო ადამიანთან შეხვედრა ელის, რომელმაც შეიძლება მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს. მთავარია, ცვლილებებმა არ შეგაშინოთ.

თხის რქა

ამ დღეს უცხო ადამიანების რჩევა არაფერში გამოგადგებათ. სასურველია გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ გამოცდილებას და ინტუიციას დაეყრდნოთ. გახსოვდეთ, რომ ერთდროულად ბევრი საქმის კეთების სურვილმა შეიძლება საპირისპირო შედეგამდე მიგიყვანოთ. გირჩევთ, ოჯახში წარმოქმნილი დაძაბულობა პოზიტიური განწყობით, იუმორით და კომპლიმენტებით განმუხტოთ.

მერწყული

ნუ ეცდებით დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი საქმეების ერთდროულად დასრულებას, რადგან ეს თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. გირჩევთ, სათადარიგო გეგმა მოამზადოთ, რათა შეფერხების შემთხვევაში დრო არ დაკარგოთ. ახლა ყველაზე მთავარია, რომ ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ და სულელური კამათის გამო ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა არ გაწყვიტოთ.

თევზები

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, შესაძლებლობა გამოიყენოთ და დიდი ხნის წინ თაროზე შემოდებული საქმეები დაასრულოთ. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, თქვენი გამარჯვებით დასრულდება. ახალი ნაცნობობა არა მარტო სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოია კურტანიძე
"2008 წლის ომში დამნაშავე არის რუსეთი, მისი ამ პასუხისმგებლობის რამენაირად გადაფარვის მცდელობა არის ღალატი" - უფროსი ოფიცერი

2008 წლის ომში დამნაშავე არის რუსეთი. მისი ამ პასუხისმგებლობის რამენაირად გადაფარვის მცდელობა არის ღალატი. სამხედროების შეურაცხყოფა კი გამოუსწორებელი შეცდომაა - ამის შესახებ უფროსი ოფიცერი, ზოია კურტა...

პოლიტიკა 27 წუთის წინ

ხოშტარია ალდე
„ვგმობთ ელენე ხოშტარიას მიმართ სასტიკ მოპყრობას და მოვითხოვთ მის გათავისუფლებას“ - ALDE

ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE Party) გმობს პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებასა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობას. ორგანიზაცია ქართული ოცნების ხელისუფლებას მისი და...

პოლიტიკა 29 წუთის წინ

გვარამია
ვიდეო: "ელენე ბოლომდე გააშიშვლეს, უკან შეუკრეს ხელები და შიშველ სხეულზე მეტალოდეტექტორს უტარებდნენ" - ნიკა გვარამია

ეს შენობა არის ქაჯეთის ციხე, წამების შენობა და აქ შედგა ელენე ხოშტარიას წამება - ამის შესახებ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.   მისი...

პოლიტიკა 31 წუთის წინ

ლორა თორნტონი
„ელენე ხოშტარია უსამართლოდ დააკავა „ოცნების“ რეჟიმმა და შეურაცხყოფა მიაყენა; ჩვენ უნდა მოვითხოვოთ მისი გათავისუფლება!“ - თორნტონი

"ჩემი მეგობარი და ოპოზიციის ლიდერი ელენე ხოშტარია უსამართლოდ დააკავა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა და შეურაცხყოფა მიაყენა მას. მისი დანაშაული? იცავდა თავის ქვეყანას და აჟღერებდა რუსეთის 2008 წლის თავდასხმ...

პოლიტიკა 33 წუთის წინ

პატარიძე
„ოცნებამ" საქართველო ჩინეთს მიჰყიდა“ - გიორგი პატარიძე

პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარე გიორგი პატარიძე: ქართულმა ოცნებამ" საქართველო ჩინეთს მიჰყიდა...პოლიტიკურ - ეკონომიკურ ჭრილში ვაფასებ მიმდინარე მოვლენებს.ნათელია, ერთპარტიულ რეჟიმს სურს ოლიგარქიული სისტ...

პოლიტიკა 48 წუთის წინ

იან კელი
“ქართულო ოცნებავ”, გაათავისუფლეთ ელენე ხოშტარია ახლავე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ შედეგებს” – იან კელი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და წერს: “აბსოლუტურად ამაზრზენი და არაადამიანური მოპყრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მოაზრ...

პოლიტიკა 54 წუთის წინ