დაფიქსირდა უცნობი დაავადების გავრცელება სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით და სიკვდილის სწრაფად დადგომით
ჯანმრთელობა • 1740640106
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაფიქსირდა უცნობი დაავადების გავრცელება სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით და სიკვდილის სწრაფად დადგომით. - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო ბიულეტენშია ნათქვამი.
დაავადების პირველი მსხვერპლი სამი ბავშვი იყო, რომლებმაც მკვდარი ღამურა შეჭამეს და ორ დღეში დაიღუპნენ. დღეისათვის, დაფიქსირდა დაავადების ორი აფეთქება: ბოლომბას რაიონში და მეზობლად მდებარე ბასანკუსუში. 15 თებერვლის მონაცემებით, ამ ორ რაიონში დაფიქსირდა 431 შემთხვევა და 53 გარდაცვალება. ამასთან, ბოლომბაში სიკვდილიანობა 12,3%-ია, მეზობელ რაიონში, სადაც მხოლოდ 12 შემთხვევაა, - 66,7%.
გარდაცვლილთა თითქმის ნახევარი (48.9%) პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათში აღესრულა. ეს სიმპტომებია: მაღალი ცხელება, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, სისხლდენა ცხვირიდან, კუჭიდან და თვალებიდან და მდგომარეობის სწრაფი გაუარესება.
"ჰემორაგიული ცხელების" შემთხვევები ჩვეულებრივ ასოცირდება ცნობილ მომაკვდინებელ ვირუსებთან, როგორიცაა ებოლა, დენგო, მარბურგი და ყვითელი ცხელება, მაგრამ ათზე მეტი ნიმუშის ტესტების საფუძველზე, მკვლევარებმა ისინი გამორიცხეს.
ახლა სპეციალისტები სხვა ანალიზებს ატარებენ, მათ შორის, მეტაგენომიურს. ინფექციის წყარო (მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცებმა თაგვი შეჭამეს) და ეპიდემიოლოგიური კავშირი ამ ორ ეპიდემიას შორის, ჯერ არ არის დადგენილი. პანიკის თავიდან ასაცილებლად, ექსპერტები ჩქარობენ. მათი თქმით, ადგილობრივი ეპიდემიები მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით, იშვიათად ხდება პანდემია.
„ახალი“ დაავადებების 80% რეგიონალურად რჩება და ამის მაგალითია ებოლას ცხელება.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ჩინეთში ღამურებში აღმოაჩინეს ახალი კორონავირუსი, რომელიც პოტენციურად საშიშია ადამიანისთვის.
„რადიო თბილისი“
ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...
საზოგადოება • 1768640523
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
შემთხვევა • 1768639057
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...
მსოფლიო • 1768635795
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...
კრიმინალი • 1768633614
აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...
მსოფლიო • 1768631783
"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...
მსოფლიო • 1768629642












