"438 აბი "სუბუტექსი" და 10 აბი "მეტადონი" ნივთმტკიცებად ამოვიღეთ" - პოლიციამ 40 წლის კაცი დააკავა

კრიმინალი 1 აპრილი 6:38

ნარკოო

სპეცოპერაცია თბილისში - დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ბრალდებით 40 წლის კაცია დაკავებული.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მძიმე დანაშაულისთვის დაკავებული წარსულშიც არაერთხელაა ნასამართლევი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ბრალდებით, წარსულში მსგავსი დანაშაულისთვის არაერთხელ ნასამართლევი 1985 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალაებას - 438 აბი „სუბუტექსი“ და 10 აბი „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს"- წერს უწყება. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოცნების წევრები სამშენებლო ბიზნეს
"ოცნების" წევრები სამშენებლო ბიზნესით - ვის რომელი უბანი ერგო

ოცნების დეპუტატების და მათი ოჯახის სამშენებლო ბიზნესი - "ნოდარ მელაძის შაბათის" ჟურნალისტური გამოძიება.   ირაკლი კირცხალიამრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, გობრონიძის ქუჩაზე ირაკლი კირცხალიას კ...

პოლიტიკა 5 აპრილი 17:23

ნადიმ ხმალაძე
ნადიმ ხმალაძეს მე-20 ჯარიმა გამოუწერეს - მებრძოლს აღსრულების ბიურომ ანგარიშები დაუყადაღა

ნადიმ ხმალაძეს, რომელიც უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მე-20 ჯარიმა გამოუწერეს - რეჟიმი მებრძოლს ამ შემთხვევაშიც გზის სავალი ნაწილის ხელოვნუ...

პოლიტიკა 5 აპრილი 17:22

ვატო შაქარიშვილი
"ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში…" - ვატო შაქარიშვილი ჟურნალისტზე თავდასხმაზე

ვატო შაქარიშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტ გიორგი მამნიაშვილზე თავდასხმას ადასტურებს და იმუქრება, რომ პასუხს ყველა მიიღებს, ვინც შეურაცხყოფას მიაყენებს:   "ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვე...

პოლიტიკა 5 აპრილი 16:53

ოხანაშვილი
ოხანაშვილმა მოადგილეები წარადგინა - ლილუაშვილის მოადგილეებმა პოსტები ვერ შეინარჩუნეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა თანამშრომლებთან წარდგენისას თავისი ახალი მოადგილეები დაასახელა. ანრი ოხანაშვილის თქმით, პირველი მოადგილე იქნება ირაკლი ბერაია, მოადგილეები კი გე...

პოლიტიკა 5 აპრილი 16:35

ბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძეს სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

“ლელო – ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთ ლი­დერს ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს, რო­მე­ლიც „სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა­ზეა” ბრალ­დე­ბუ­ლ...

პოლიტიკა 5 აპრილი 16:33

წულუკიანი
„თქვე, მართლა იდიოტებო. შექანებულივით რომ დაირწევა ცარიელი თავთავი ბოკუჩავა, ამის იმედად ხართ?!“ – თეა წულუკიანი

როგორც ქალბატონი ლამარა იტყოდა, თქვე, მართლა იდიოტებო. შექანებულივით რომ დაირწევა ცარიელი თავთავი ბოკუჩავა, ამის იმედად ხართ?! – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის ვიც...

სოცმედია 5 აპრილი 16:32