1734677620
ქოცების ახალი ჭორი... ყაველაშვილთან ერთად, რუსეთში თამაშობდა, თურმე,ვიღაც (გვარზე ვერ თანხმდებიან ჯერ), ჰოდა, ამ ყოფილ ფეხბურთელს იმხელა გავლენები აქვსო, აფხაზეთს დაგვიბრუნებს ყაველას ხათრითო“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
კრიმინალი • 6/9/2022 • 12:16
საბერძნეთის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია 40 წლის ქართველი ქალის დაკავების შესახებ, რომელიც ატიკაში ბერძნულ ოჯახებში დიასახლისად მუშაობა და რეალურად სახლებს ძარცვავდა.
პოლიციის ცნობით, ნაპოვნია ძვირფასი ნივთები და ძვირფასეულობა. არსებული ინფორმაციით, ქალს 43 ბინის გასაღები ჰქონდა. ამასთან აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა ძვირფასი ქვების დეტექტორიც, ძვირფასი ნივთებისა და სამკაულების შესამოწმებლად, რომელსაც შემდგომში იპარავდა.
"პოლიცია ეძებს 43 გასაღების მფლობელს, რომელიც მას ხელთ ჰქონდა,"- ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ჯერ მხოლოდ 4 ბინის ქურდობაა გამოვლენილი.
დაკავებული ქართველის ფოტოები და პირადი ინფორმაცია გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის პროკურატურის შესაბამისი ბრძანების შემდეგ, რადგან ხელისუფლება ეძებს დაზარალებულებს.
40 წლის ქალის სახლში აღმოჩენილი ნივთების ჩამონათვალი ვრცელია. ამასთან, ხელისუფლება ვერ ასახელებს ნაქურდალის ზუსტ რაოდენობას, რადგან მათი ინფორმაციით, ქალმა მათი დიდი ნაწილი უკვე გაყიდა.
მოპარული ნივთების ჩამონათვალს "ბერძნული მედია" ასაჯაროებს:
ორმოცდაათი საათი
ოქროს სანთებელა
ორი მოოქროვილი ჯაჭვი
22 წყვილი მანჟეტი
6 სამაჯური
10 საკოლექციო კალამი
1 წყვილი საყურე
მართლმადიდებლური ეკლესიის 7 მოოქროვილი ხატი
1 წმინდა სახარება ვერცხლის ყუთში
7 საფულე
1 ლეპტოპი
15 ვიდეოკამერა
7 საკოლექციო ხმალი
პარალელურად, პოლიცია ქალის თანამზრახველებსაც ეძებს, რადგან ჩხრეკისას, ძვირფასი ნივთების გარდა, იარაღის არსენალიც აღმოჩნდა.
კერძოდ:
3 დასაკეცი დანა
ნაჯახი
2 ცეცხლსასროლი იარაღი
2 რევოლვერი
სხვადასხვა კალიბრის 173 ვაზნა
2 ყუთი საჰაერო ტყვიამფრქვევის გრანულები.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ დიდი რაოდენობით იარაღის აღმოჩენა იწვევს ხელისუფლების შეშფოთებას, რომლებიც იკვლევენ შინაური დამხმარის ნებისმიერ შესაძლო კავშირს ქართული მაფიის "VOR V ZAKONE-ის" წევრებთან.
გამოძიება ამ დრომდე ფოკუსირებულია ვულასზე და სამხრეთ გარეუბნის სხვა რაიონებზე, სადაც ქართველი ქალი ბოლო პერიოდში მუშაობდა.
ოცნების დეპუტატების და მათი ოჯახის სამშენებლო ბიზნესი - "ნოდარ მელაძის შაბათის" ჟურნალისტური გამოძიება. ირაკლი კირცხალიამრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, გობრონიძის ქუჩაზე ირაკლი კირცხალიას კ...
პოლიტიკა • 17:23
ნადიმ ხმალაძეს, რომელიც უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მე-20 ჯარიმა გამოუწერეს - რეჟიმი მებრძოლს ამ შემთხვევაშიც გზის სავალი ნაწილის ხელოვნუ...
პოლიტიკა • 17:22
ვატო შაქარიშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტ გიორგი მამნიაშვილზე თავდასხმას ადასტურებს და იმუქრება, რომ პასუხს ყველა მიიღებს, ვინც შეურაცხყოფას მიაყენებს: "ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვე...
პოლიტიკა • 16:53
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა თანამშრომლებთან წარდგენისას თავისი ახალი მოადგილეები დაასახელა. ანრი ოხანაშვილის თქმით, პირველი მოადგილე იქნება ირაკლი ბერაია, მოადგილეები კი გე...
პოლიტიკა • 16:35
“ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა” ბრალდებულ...
პოლიტიკა • 16:33
როგორც ქალბატონი ლამარა იტყოდა, თქვე, მართლა იდიოტებო. შექანებულივით რომ დაირწევა ცარიელი თავთავი ბოკუჩავა, ამის იმედად ხართ?! – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის ვიც...
სოცმედია • 16:32
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა