1742872284
„ფოტოზე რომ ახალგაზრდა, სასიამოვნო გარეგნობის ქალია, ანი ხუბეჯაშვილია, წარსულში ადამიანის უფლებებზე რომ შესტკიოდა გული, დღეს ჯალათად ქცეულა“
კრიმინალი • 23 მარტი 5:00
სტიქაროსნის დედა უკვე 7 თვეა, შვილის ბურუსით მოცული სიკვდილის გამოძიებას უშედეგოდ მოითხოვს. 2024 წლის 28 აგვისტოს, მდინარე ჭაჩხურის კალაპოტში ადგილობრივმა თემო ხადურის ცხედარი იპოვეს. მანამდე კი ახალგაზრდა მამაკაცს ოჯახი სამი დღე-ღამის განმავლობაში უშედეგოდ, მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებდა.
სახელმწიფო ექსპერტიზამ თემო ხადურის სიკვდილის მიზეზი და თარიღი ვერ დაადგინა, თუმცა დასკვნაში დაწერა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: სისხლნაჟღენთები მარჯვენა და მარცხენა თვალბუდის მიდამოებსა ქუთუთოებში, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე ბლაგვი საგნის ზემოქმედებით იყო მიყენებული.
როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, 2024 წლის 25 აგვისტოს სტიქაროსანი თემო თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით დილის 9 საათზე გაემგზავრა. მცხეთისა და ქარელის ტაძრების მოლოცვის შემდეგ, დაახლოებით, 18 საათსა და 30 წუთზე თერჯოლაში, სოფელ სიმონეთთან სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვიდა და გზა ფეხით გააგრძელა. დარეკა სახლში და ოჯახს უთხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა. ამის შემდეგ თემოს კვალი იკარგება.
საქმეში დევს მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დროის ამ მონაკვეთში თემო ხადურმა ტყიბულის პოლიციის უფროსის მოადგილის ლაშა ლაბუჩიძის მანქანა დააზიანა, ამ დროს ადგილზე თერჯოლის პოლიციის უფროსის მოადგილე კახაბერ ნებიერიძე მივიდა. ამ წუთიდან სტიქაროსნის კვალი იკარგება. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ თემო ხადურის დევნას ოპერაცია დაიწყო და მოხდა ჰაერში გასროლაც.
დევნის ოპერაციაზე სამართალდამცველებს საკუთარ ჩვენებებში არაფერი აქვთ ნათქვამი. საქმის მასალებში წერია, რომ 23 წლის სტიქაროსანი ადგილიდან მიიმალა.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა ვიდეო-მტკიცებულებები - სოფელ სიმონეთში, ერთ-ერთ ფერმაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს დევნის ოპერაცია დაუსახლებელ ადგილას.
2024 წლის 25 აგვისტოს 22 საათსა და 28 წუთზე თერჯოლის რაიონული სამმართველოს კუთვნილი პიკაპი ფერმასთან ჩნდება ამ ადგილი დაახლოებით 300 მეტრის დაშორებით მდინარის პირას სტიქაროსანი გარდაცვლილი ნახეს.
კადრში ჩანს. რომ პოლიციელები სტიქაროსან ფერმის გარშემო ფანრებით ეძებენ. მანქანა დაუსახლებელი ტერიტორიიდან 7 წუთში, 22 საათსა და 34 წუთზე მიდის. დედა არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი ამ დროს სასტიკად სცემეს და შემოაკვდათ.
პოლიცია, არ აღიარებდა, რომ 23 წლის სტიქაროსნის მინდორ მინდორ ეძებდა. წესით, დევნის სპეცოპერაცია ნახშირღელის პოლიციის შენობაზე დამონტაჟებული კამერებსაც უნდა დაეფიქსირებინათ, თუმცა ეს ჩანაწერები გამქრალია.
სტიქაროსნის დედამ შვილის გაუჩინარების საქმეზე ქუთაისის პოლიციის მეშვიდე განყოფილებას 27 აგვისტოს მიმართა, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ ამ დროს თერჯოლის პოლიციამ დამალა ფაქტი, რომ ორი დღით ადრე, სტიქაროსანი მათი დევნის ობიექტი იყო.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ზუსტად ის პოლიციელი მიდის, ვინც თემო ხადურის დევნის ოპერაცია დაგეგმა. ხადურები ამბობენ, რომ თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე, კახა ნებიერიძე გვამის დათვალიერებას კანონდარღვევით იწყებს. ხადურის ოჯახის ადვოკატის თქმით, ნებიერიძე შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებებს ანადგურებს. რაც ფოტომასალით დასტურდება. ადგილობრივმა გვამი მდინარის კალაპოტში ნახა, ექსპერტ კრიმინალისტებს კი ადგილზე მისვლის შემდეგ მიცვალებული უკვე მდინარის ნაპირზე დახვდათ გადასვენებული.
POLITICO The Atlantic-ის მთავარი რედაქტორის Signal-ის ჩატში შემთხვევით დამატებასთან დაკავშირებით წერს, რომ თეთრ სახლში სერიოზულად განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, მაიკ უოლცის გათავისუფლებ...
მსოფლიო • 3 წუთის წინ
კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგები არ გამოქვეყნდება. პესკოვის კომენტარს რუსეთის სახელისუფლებო მედია "რია...
რუსეთ-უკრაინის ომი • 4 წუთის წინ
გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველების შესახებ, მერი ლოულორი საქართველოში 5 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს. "ძალიან შეშფოთებული...
პოლიტიკა • 5 წუთის წინ
რა შედეგის მომტანი იქნება გერმანული სანქციები ივანიშვილის რეჟიმისთვის, მაშინ როცა "ოცნების" წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს წლების განმავლობაში ჰქონდათ მჭიდრო კავშირები ევროკავშირის წევრს სახელ...
პოლიტიკა • 41 წუთის წინ
კაცი, რომელიც დღეს თეა წულუკიანმა პარლამენტში "ძლიერი საქართველოს" ლიდერების წინააღმდეგ დასაკითხად მიიყვანა, ამტკიცებს, რომ 12 წელია, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში სამართლიანობის აღდგენას ვ...
პოლიტიკა • 42 წუთის წინ
ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა: ბედის ირონია ალბათ ეს არის, როდესაც კომუნისტური საქართველოს სასამართლოს გამორჩეული ჯალათი მოსამართლის (ისტორიამ ასე განსაჯა მისი საქმეებით) " ღირსეულმა" მემკვიდრემ ქალბატონმ...
სოცმედია • 45 წუთის წინ
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა