ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები რეგიონებში შეხვედრებს გეგმავენ - "ოცნებამ" იერიში NDI-სა და ოპონენტებზე მიიტანა

პოლიტიკა 14/6/2024 • 12:05

ოპოზიციონერი ქალები

"ქართული ოცნება" ქალი დეპუტატებისა და გავლენიანი ორგანიზაციების წინააღმდეგ - რუსული კანონის მიმღები ხელისუფლება ახლა დიდ განსაცდელშია.

ქალი პოლიტიკოსები აპირებენ, სოფელ-სოფელ ჩავიდნენ და ყველას გააგებინონ, სადამდე მიიყვანა ხელისუფლების ანტიდემოკრატიულმა პოლიტიკამ ქვეყანა.

იმისთვის, რომ ქართული დემოკრატია არ დასამარდეს და ევროპულ მომავალს საფრთხე არ დაემუქროს, ქართველ პოლიტიკოსებს ფინანსურ მხარდაჭერას NDI გაუწევს.

ივანიშვილის გუნდში ამტკიცებენ, რომ NDI ამ ნაბიჯით წინასაარჩევნო კამპანიაში ერევა.

როდესაც წინასაარჩევნო პროგრამით მიმდინარეობს გარკვეული აქტივობები და ამ აქტივობებს აფინანსებ, ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეულად პოლიტიკურ სიმპათიას გამოხატავ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, ვინც არ უნდა იყოს, ასეთი დაფინანსების ასეთი სახე მის ავტორიტეტს აყენებს სერიოზულ ჩრდილს,“ - ამბობს ვოლსკი.
ეს არის უსამართლობის ზეობა - დღეს საქართველოში არის შემდეგი მდგომაროება, არსებობს ძალა ქართული ოცნება, რომელიც არის ცამდე მართალი და არსებობს მეორე, მავნებელი კრიმინალური ოპოზიცია, რომელიც არის მტყუანი ერის, ბერის და მომავალი თაობის წინაშე. მე არ გამოვრიცხავ, როდესაც ნახევარი მილიარდი დოლარი ირიცხება და ის არის გაუმჭვირვალე, ამ ფულს აკონტროლებდეს არა მხოლოდ დანაშაულებრივი გზებით მოსიარულე ქართული ენჯეოები, არამედ ჰყავდეს მფარველი კიდეც, სადღაც სხვა ინსტანციებში,“ - ამბობს ბექა ოდიშარია. 
აქ არის ფაქტობრივად, ამომრჩეველთან შეხვედრა, აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ ეს არის არამართლზომიერად პოლიტიკური პროცესების დაფინანსება და ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში. შემდეგ ეს NDI იქნება, რა თქმა უნდა, დამკვირვებელი არჩევნებზე და შემფასებელი არჩევნებისა, ასეთი, რომ იტყვიან სიმბიოზი გვაქვს ჩვენ დღეს საქართველოში, თუ როგორ ხდება ერთი მხრივ, კონკრეტული, პოლიტიკური რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო აქტივობების დაფინანსება ღიად, დაუფარავად და მეორე კუთხით, როგორ უნდა გახდეს შემდეგ იგივე ორგანიზაცია შემფასებელი არჩევნების,“ - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის იერიში ოპოზიციონერ დეპუტატებს უმყარებს განცდას, რომ ხელისუფლებას ეშინია.

ვერ ვხვდები, რატომ გაახსენდათ ახლა, იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას წლების განმავლობაში, მათ შორის სხვადასხვა ქალთა ორგანიზაციებს ეხმარებოდა სხვადასხვა პარტნიორული და საერთაშორისო ორგანიზაციები. ვფიქრობ, რომ მათი ისტერიკა დაფუძნებულია იმაზე, რომ მათ არ შეუძლიათ დაელაპარაკონ ჩვენს მოქალაქეებს პოლიციის გარეშე, ისინი ვერ გადიან ქუჩაში, ვერ გადიან მარტო, მხოლოდ დაცვით და პოლიციით და ჩაბურულშუშებიანი მანქანებით დადიან,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.ყველაფერი არის პოლიტიკოსების გაძლიერებისთვის და პოლიტიკური მრავალფეროვნების გაძლიერებისთვის - ეს არის მისია ენდიაის და აირაის, ხელისუფლებას ახლა არ მოსწონს, რადგან უნდათ, რომ თვითონ იყონ მარტო. მათ ადარდებთ ის, რომ რეპუტაციის მქონე პარლამენტის წევრები მივდივართ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსნით იმას, როგორ მავნებლობს  ქართული ოცნება და რა თქმა უნდა, თავს დაგვესხმებიან ნებისმიერს ამ ვითარებაში,“ - ამბობს თამარ კორძაია.შიშის ფონზე, რომელიც გაუჩნდა თურმე "ქართული ოცნების" უმრავლესობას ქალი დეპუტატების ერთობლივ გასვლით შეხვედრებში მოსახლეობასთან, როდესაც თავდასხმებს ვხედავთ არა მხოლოდ ჩვენი მისამართით, არამედ იმ ორგანიზაციის მისამართით, რომელიც წლების მანძილზე "ქართული ოცნების" შესაძლებლობებს აძლიერებდა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს შიშს და დაუცველობის განცდას განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც მათ საკუთარ თავს გაუკეთეს,“ - ამბობს თეონა აქუბარდია. ოპოზიციონერი ქალი პარლამენტარების ანგარიში მოსახლეობას - ოპოზიციონერი ქალები რეგიონებში საჯარო შეხვედრებს იწყებენ. კამპანიის „პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის” ფარგლებში შეხვედრები გაიმართება: ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთსა და გორში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თამილა დოლიძემ
"შთაბეჭდილება მაქვს, რომ მასონური ლოჟაა ამ ყველაფერში ჩარეული დედას გეფიცებით" - საზმაუს ბორდის წევრი

"შთაბეჭდილება მაქვს, რომ მასონური ლოჟაა ამ ყველაფერში ჩარეული დედას გეფიცებით". - თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, თამილა დოლიძემ 21 მარტს გამართულ შეხვედრაზეცნობისთვის, საზოგად...

პოლიტიკა 22 მარტი 15:53

ლევან მაჭავარიანი
"მივმართავ ახალგაზრდებს, უმორჩილესად ვთხოვ, დრო გამონახონ და თვალყური ადევნონ კომისიის მუშაობას“ - ლევან მაჭავარიანი ე.წ. ენმ-ს საქმიანობის შემსწავლელ კომისიასზე

"მივმართავ ახალგაზრდებს, უმორჩილესად ვთხოვ, დრო გამონახონ და თვალყური ადევნონ კომისიის მუშაობას, რეალურად დაინახონ, რას ნიშნავს ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმი და შემდეგ გაავლონ პარალელი, როგორ დე...

პოლიტიკა 22 მარტი 15:42

ჩიკვაიძე
„გიორგი ჩიკვაიძესთან 2 პირი შევიდა, განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა“ - პაპიაშვილი

 მოშმშილე გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი გლდანის ციხის კლინიკაში პატიმარზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს. ირაკლი პაპიაშვილის განცახდებით, ადვოკატის წამოსვლის შემდგე, ჩიკვაიძესთან 2 პი...

პოლიტიკა 22 მარტი 15:32

ნინო ზაუტაშვილი
"დაშინების მცდელობაა, მოკვლევა ვასილ მაღლაფერიძის ბრძანებით დაიწყეს" - ნინო ზაუტაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ მათი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ საკითხის მოკვლევას ნინო ზაუტაშვილი დაშინების მცდელობად აფასებს.   საუბარია საზოგადოებრ...

პოლიტიკა 22 მარტი 13:52

საზმაუ
„ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები“ - საზმაუს ბორდი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილისა და კიდევ ორი ჟურნალისტის საქმის პროკურატურაში გაგზავნას ითხოვენ

დაიწყება თუ არა შურისძიების ახალი სერია ჟურნალისტების წინააღმდეგ - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მათი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი რეპორტიორების წინააღმდეგ საკითხზე მსჯელობა დაასრუ...

პოლიტიკა 22 მარტი 13:50

სვეტიცხოვლი
სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყალი ჩავიდა

სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყალი ჩავიდა - ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.   გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილ...

საზოგადოება 22 მარტი 13:45