1745730577
ვიდეო: დიდი წმენდა ივანიშვილის ბანკში - რას ჰყვებიან „ქართუს“ ყოფილი თანამშრომლები
პოლიტიკა • 15 აპრილი 10:27
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს, სადაც გამოცემების "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის საქმეზე სამართლიანობას მოითხოვს.
Amnesty International-ი წერილში აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდა, სადაც ორჯერ დააკავეს. ორგანიზაციის განცხადებით, საჯაროდ ხელმისაწვდომ ვიდეოებში, სადაც პოლიციის მიერ მომიტინგეების უფლებების მრავალი დარღვევაა ასახული, ჩანს რომ ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელის მიმართ აშკარა და სექსუალურ მუქარას გამოთქვამს.
"მზია ამაღლობელის დაკავებისას, სავარაუდო, არასათანადო მოპყრობისა და სასამართლო პროცესის დეტალები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მისი სისხლისსამართლებრივი დევნის სავარაუდო მოტივაციასთან დაკავშირებით და პოლიციის მიერ აშკარა დაუსჯელობასთან შედარებით, აჩვენებს მის და სხვა მომიტინგეების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას საქართველოში, სისხლის სამართლის სისტემის მიერ. მისი საქმე ასევე ხაზს უსვამს უფრო ფართო შეშფოთებას პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, განსხვავებული აზრის ჩახშობისა და გენდერული ნიშნით ანგარიშსწორების შესახებ იმ პირთა მიმართ, რომლებიც პროტესტის უფლებით სარგებლობენ. პოლიციის მაღალი თანამდებობის პირების, განსაკუთრებით კი ირაკლი დგებუაძის მიერ მის მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფა აშკარა მცდელობაა მისი, როგორც ქალის, დამცირებისა და დაშინების. მის მიმართ მოპყრობა არ არის იზოლირებული ინციდენტი, არამედ ასახავს უფრო ფართო სქემას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ქალები, რომლებიც ხელისუფლებას ეწინააღმდეგებიან, განსაკუთრებით პოლიტიკურ და საპროტესტო კონტექსტში, დამატებითი მტრული და შეურაცხმყოფელი ქმედებების სამიზნე ხდებიან," - წერია წერილში.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ კი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც "პოლიციელზე თავდასხმას" გულისხმობს.
მან საპატიმროში 38 დღე იშიმშილა.
წერილის სრული ვერსია იხილეთ აქ: amnesty.org
წერილი 14 აპრილით თარიღდება.
პუტინის მეგობრების წვეულება კახეთში - შაბათის ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, სიღნაღში, ვანო ჩხარტიშვილის სასტუმროში პუტინის მეგობარი, სანქცირებული რუსი ოლიგარქი, რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანე...
პოლიტიკა • 8 წუთის წინ
ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია, რომ ზელენსკი ტრამპთან და მაკრონთან ერთად, წინა რიგში მდგარიყო - წერს The Telegraph. პროტოკოლის თანახმად, მსოფლიო ლიდერები ფრანგული ენის ანბანური თანმიმდევრობით, თავიანთი...
მსოფლიო • 10 წუთის წინ
"ხარებას" სპეცრაზმელებს მკვლელობის თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ - საუბარია მიმდინარე წლის 22 დეკემბერს მომხდარ ფაქტზე, როცა 27 წლის მიშო ქავთარაძე მისივე კორპუსის ეზოში, მამის თვალწინ მოკლეს. "შა...
კრიმინალი • 11 წუთის წინ
"ქართუ ბანკში" კაბინეტები იცლება - ხალხი, ვინც ივანიშვილის მთავარ საფინანსო ინსტიტუტი წლები გაატარა, პოსტებიდან გაურკვეველი მიზეზებით მიდიან. ბანკში დასაქმებულმა არაერთმა პირმა კონფიდენციალურობის დაცვ...
პოლიტიკა • 17 წუთის წინ
ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ვატიკანში გამართული შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განცხადება მისივე სოციალურ ქსელ truthsocial - ში გაავრცელა და ისევ აღნიშნა, რომ ომი არ იქნებოდა, ის რომ პრეზიდენტი ყოფი...
რუსეთ-უკრაინის ომი • 26 აპრილი 14:17
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ ვატიკანში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის...
რუსეთ-უკრაინის ომი • 26 აპრილი 14:08
ეს საინტერესოა • 17 აპრილი 10:21
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა