1743307989
"ჩვენს დაღვრილ სისხლს ჩირქს ცხებენ" - აგვისტოს ომის ვეტერანების პასუხი რეჟიმის ე.წ. საგამოძიებო კომისიას
პოლიტიკა • 20/10/2024 • 5:59
"ორი საათის განმავლობაში, სასიკვდილოდ მცემდნენ" - პირველი ინტერვიუ ბიზნესმენთან, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.
ბიზნესმენი კახეთიდან, გია ცაძიკიძე, რომელიც დედოფლისწყაროდან 40 კილომეტრში, შირაქის ველზე ათობით ჰექტარ მიწას ფლობს, "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ პრობლემები ბიზნესში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მიწებით, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი დაინტერესდა.
გია ცაძიკიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ბიძას, ზურაბ გონაშვილს 2023 წლის ზაფხულში, ივნისის თვეში შეხვდა. "კაკაშამ" კაცს, რომელიც დედოფლის წყაროში მიწებს ფლობდა, შირაქის ველზე მდებარე 40 ჰექტარი მიწის გადაფორმება მოსთხოვა. უარის შემდეგ, გია ცაძიკიძის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძა პირდაპირ რეკეტზე გადავიდა.
გია ცაძიკიძის მონაყოლის თანახმად, შეხვედრიდან რამდენიმე თვეში, ბიზნესმენის მოსავალი "კაკაშას" პარტნიორებმა აიღეს. საკუთარ ნაკვეთში, მოსავლის ასაღებად კომბაინებით მისული კი 2023 წლის 15 ივნისს სასტიკად სცემეს.
ბიზნესმენი ასახელებს იმ პირებსაც, ვინც მისი მტკიცებით, ღარიბაშვილის ოჯახის დაკვეთით გაუსწორდა. ესენია -
გიორგი გოგიტიძე, რამაზ ივანიძე და ლაზარე ივანიძე. მისივე განცხადებით, თავდამსხმელები იმდენ ხანს ურტყამდნენ, სანამ გონება არ დაკარგა. გია ცაძიკიძის მონათხრობის თანახმად, ნაცემს ფოტოები გადაუღეს, სავარაუდოდ იმის დასადასტურებლად, რომ დავალება შესრულებული იყო ღარიბაშვილის ბიძას გაგზავნეს.
ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ტერიტორიიდან გასვლა და მეურნეობამდე მისვლა საკუთარი ძალებით შეძლო, შემდეგ კი სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახა, თუმცა სასტიკად ნაცემი ბიზნესმენი დედოფლისწყაროს საავადმყოფომ არ მიიღო. ოჯახი იძულებული გახდა, კაცი თბილისში სასწრაფო წესით გადმოეყვანა.
შირაქის ველზე, 2023 წლის 15 ივნისის ღამეს მომხდარ სასტიკ ანგარიშსწორებას ორი მოწმე ჰყავდა - გია ცაძიკიძე გვიყვება, რომ მასზე თავდასხმას ხორბლის ასაღებად მიყვანილი კომბაინის მძღოლები უყურებდნენ. თუმცა ვერც ერთმა მისვლა და დახმარება ვერ გაბედა.
ცაძიკიძე გვიყვება, რომ თავდასხმის შემდეგ, ტარიელ ღარიბაშვილთან და ზურაბ გონაშვილთან საქმის მოგვარება საერთო ნაცნობების მეშვეობით სცადა. თუმცა ამბობს, რომ ტარიელ ღარიბაშვილი და "კაკაშა" მისგან უკვე 40 ჰექტრის ნაცვლად, 500 ჰექტრის დათმობას ითხოვდნენ.
საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, ძმები ივანიძეები და გიორგი გოგოთიძე, ვისაც ბიზნესმენი გია ცაძიკიძე ცემასა და ზეწოლაში ადანაშაულებს, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძის, ზურაბ გონაშვილის, იგივე კაკაშას ბიზნეს პარტნიორები არიან. ისინი წილებს ფლობენ კომპანია ელდარი ჯგუფში ფლობენ.
შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ გია ცაძიკიძე ქვეყნიდან გაიქცა. ახლა დედოფლისწყაროში ხორბლის მეურნეობას მისი ძმა, ხელმძღვანელობს. ალექსი ცაძიკიძე გვიყვება, რომ ღარიბაშვილის ბიძა იტაცებს, რასაც ხელს დაადებს . ცაძიკიძეების მიწები მათ ძალით ვერ გადაიფორმეს, თუმცა წაართვეს ის, ნაკვეთები რომელიც იჯარით ჰქონდა სახელმწიფოსგან აღებული.
აგვისტოს ომთან დაკავშირებით წულუკიანის კომისიის გამოძიებას აგვისტოს ომის ვეტერანები ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესების ღალატად აფასებენ. 2008 წლის ომის მონაწილეები აპირდაპირ ამბობს, რომ "ოცნება" რუსულ...
პოლიტიკა • 34 წუთის წინ
სინდისის პატიმრების დედები სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას კონკრეტულ სამოქმედო გეგმას სთხოვენ. თუ პოლიტიკოსები არ იტყვიან, როგორ წარმოუდგენიათ ტყვეების ციხეებიდან გამოშვება, დედები მოქმედებაზე გადავლე...
პოლიტიკა • 35 წუთის წინ
მოქალაქე ვლადიმერ ამბალია ამბობს, რომ ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის კრიტიკის გამო, 5 პირი ფიზიკურად გაუსწორდა. ამბალია "TV პირველთან" ყვება, რომ ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ქალაქში არსებულ პრობლემებზე საუბრო...
პოლიტიკა • 37 წუთის წინ
პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე: 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმის ახალი მეჩეთი ღია ცის ქვეშ გაიხსნა. ბათუმელმა მუსლიმებმა ვერ მიიღეს ამ ხელისუფლებისგან ნებართვა და ჯერ კიდევ ღია ცის...
პოლიტიკა • 39 წუთის წინ
თამარ ჩერგოლეიშვილი სოცოქსელში გიორგი გამსახურდიას განცხადების სქრინს აქვეყნებს და წერს: თემურ მღებრიშვილი ამ ტიპის დედას დღეში სამჯერ ცემდა და ამცირებდა და შვილი შნირად ეყენა.ანუ ეს ტიპი, დედამისს ვი...
სოცმედია • 8:53
ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა: თეა წულუკიანი Thea Tsulukiani ქალბატონო თეა, ვისი სული სურთ პატრონებს სააკაშვილის გარდა? აი,სეპარატისტებმა უკვე მოითხოვეს გვემა მათი. ცუდი ამბავი მაქვს თქვენთვის.თუ ახლა არ...
სოცმედია • 8:49
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა