"ვის ასრულებთ ბატონებო და ქალბატონებო, ამ ქვეყნის ნახევარ მილიონ მოქალაქეს?" - სამადაშვილი "ოცნებას"

პოლიტიკა 19/10/2021 • 12:07

სამადაშვილი

დეპუტატი სალომე სამადაშვილი "ნაცმოძრაობის დასრულებასთან" დაკავშირებით "ქართული ოცნების" წევრების განცხადებებს გამოეხმაურა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მან უმრავლესობის დეპუტატებს კითხვით მიმართა:

"ვის ასრულებთ ბატონებო და ქალბატონებო, ამ ქვეყნის ნახევარ მილიონ მოქალაქეს? მათ ეუბნებით, რომ არსებობის უფლება არ აქვთ და ბოროტება რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში ისინი უნდა დასრულდნენ?! ამას ეუბნებით იმ ათი ათასობით ადამიანს, რომელიც გამოვიდა ქუჩაში რამდენიმე დღის წინ და გეუბნებათ, რომ არ მიიღებს უსამართლო თამაშის წესებს? ამას ეუბნებით კიდევ ერთხელ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც გეუბნებათ, რომ ქვეყანა სადაც ყოფილი პრეზიდენტი არის საპატიმროში და მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, იმსახურებს სამართლიან სასამართლოს?", - მიმართა სალომე სამადაშვილმა "ოცნების" დეპუტატებს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 ოქტომბერს, "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" დასრულებაზე ალაპარაკა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რეჟიმის ტყვეების ოჯახი
რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან. განცხადება მათ პარლამენტის წინ წაიკითხეს. "ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას სინდის...

პოლიტიკა 17:15

უილსონი ივანიშვილი
„ქართული ოცნება“ ღრმად ანტიამერიკული და ანტიქართულია“ - უილსონი

მოხარული ვარ, რომ ვუერთდები [აშშ-ის ჰელსინკის კომისიის] განცხადებას ივანიშვილის რეჟიმის მცდელობაზე, მიჰყიდოს საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას კორუფციულად, ანაკლიის პორტზე კონტროლის მინიჭებით. პარ...

პოლიტიკა 17:12

პაატა სალია
რა კომპანიებს ფლობს პაატა სალია, რომელიც "ოცნების" მთავრობაში იუსტიციის მინისტრად ინიშნება

რა კომპანიებს ფლობს პაატა სალია, რომელიც "ოცნების" მთავრობაში იუსტიციის მინისტრად ინიშნება. იმის გამო, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს დეკლარაციებზე წვდომა შეზღუდული აქვს, სალიას  ქონებრივ მდგომარეობაზე ი...

პოლიტიკა 17:10

ლევან მურუსიძე
"სახელფასო ბარათი დამებლოკა" - ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული მურუსიძე

 "ერთადერთი, რაც დამებლოკება, ეს არის სახელფასო ბარათი, მაგრამ ხელფასს რამენაირად ავიღებ. ვერ წარმომიდგენია, რომ ხელფასი ვერ ავიღო... სახელფასო ბარათი დამებლოკა, როდის დამებლოკა, რა მნიშვნელობა აქვს,...

პოლიტიკა 17:05

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა. საგამოძიებო სამსახუროში ფორმულას განუცხადეს, რომ რამიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

პოლიტიკა 15:27

აშშ
„რაც შეეხება „ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს - როგორც ვიცე პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით“ - სახდეპი

სახელმწიფო დეპარტამენტმა www.globalnews.ge-ს შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა. მან “ოცნების” ნაბიჯები “განგრძობით ანტ...

პოლიტიკა 15:25