სასამართლომ ბაჩიაშვილს საბოლოო სიტყვით სარგებლობაზე უარი უთხრა
სამართალი • 1741588741
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ საბოლოო სიტყვით სარგებლობაზე უარი უთხრა.
გამოცემის ცნობით, სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განმარტა, რომ ბაჩიაშვილის ნებისმიერი ფორმით სხდომაზე მონაწილეობის მიღება აღკვეთის ღონისძიების მიზნებს დაარღვევს, რადგან ის "განზრახი ქმედებით" არ იმყოფება საქართველოში.
გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა მესამედ შეეფარდა, პროკურორის თქმით, მიმართეს ინტერპოლსაც
შსს: ბაჩიაშვილმა ჩვენი საზღვარი ფარულად გადაკვეთა, სომხეთში - რუსეთის პასპორტი წარადგინა
გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ მანამდე ახალი ბრალდება წარუდგინა - მას სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ - პროკურატურა ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ხოლო ადვოკატის, ლევან მახარაშვილის თქმით, ეს პროცედურა საჭირო იყო, რათა შემდეგ ბაჩიაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადებულიყო.
ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით ბრალი წარედგინა – ადვოკატი
4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ქვეყნის დასატოვებლად "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა.
ბაჩიაშვილი: [წასასვლელად] სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც გამოვიყენე
ამავე დღეს, ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს დატოვების საკითხზე გამოძიება დაიწყება.
როგორც სადრაძე ამბობს, ბრალდების მხარის ნებართვის გარეშე ბაჩიაშვილს არ ჰქონდა საზღვრის კვეთის ნებართვა, ასევე ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტიც.
ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ამხილეს
პოლიტიკა • 1762706988
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარყო უნგრეთის მხარის მტკიცება, რომ ბუდაპეშტი განუსაზღვრელი ვადით გათავისუფლებულია რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე ამერიკული სანქციებისგან. ვაშინგტ...
მსოფლიო • 1762705556
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე მყოფი მერაბ ტურავა KriPoz-ის (კრიმინალური პოლიტიკის ჟურნალის) საერთაშორისო რედაქტორების სიიდან ამოიღეს | ამ...
პოლიტიკა • 1762705456
"მიტროპოლიტი სტეფანე ამბობს, რომ მე, არქიმანდრიტი დოროთე, დაცლილი ვარ სულიწმინდისგან. მე კი გეტყვი მიტროპოლიტო!!! როგორც რეზინაზე არ გადადის დენი, ისე შენზე არ გადმოვა სულიწმინდა. შენი სული მკვდარია დ...
სოცმედია • 1762705318
ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარამ პენტაგონის მაღალჩინოსნებთან ერთად კალათბურთი ითამაშა. კადრები საერთაშორისო მედიამ გაავრცელა. ალ-შარა აშშ-ის დედაქალაქში იმყოფება...
მსოფლიო • 1762705180
რა არის ბედნიერება და რა გზას გადის ადამიანი თავისუფლებისკენ - ვიდეო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
ეს საინტერესოა • 1762705071












