„ეს ბავშვი ახლა უნდა იყოს 20 წლის, მაგრამ არ არის“ - როგორ ულოცავს სალომე ბარკერი ტრაგიკულად გარდაცვლილ დას დაბადების დღეს

სოცმედია 29/1/2023 • 4:27

ბარკერი.PNG

ჟურნალისტმა, ბლოგერმა და სამოქალაქო აქტივისტმა, სალომე ბარკერმა დაღუპულ დას, სოფო ნიკოლეიშვილს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი მიუძღვნა.

როგორც პოსტიდან ვიგებთ, დღეს სოფო ნიკოლეიშვილი 20 წლის უნდა გამხდარიყო.

“ეს ბავშვი ახლა უნდა იყოს 20 წლის, მაგრამ არ არის.

გასულ წლებში, რაღაც დროს მოვახერხე მის ფეისბუქებზე ძრომიალი (სამი ჰქონდა, რაც მე ვიცოდი და კიდევ შეიძლება ოდესმე ახალი აღმოვაჩინო) და ყველა ფოტოს გადმოწერა და შენახვა. სულ ვერ ვათვალიერებ, არ მყოფნის ემოციური რესურსი, მაგრამ დღეს მისი დღეა და თავს ძალა დავატანე.

ოცი წლის უნდა იყოს წესით, ცხოვრება რომ საშინლად უსამართლო არ იყოს და ოც ფოტოს გიზიარებთ, თან ყველა მისივე დაპოსტილია და არ ეწყინებოდა “სალო ეს რატომ დადეეე” :))

სოფიტა, ძალიან მხიარული და სიცოცხლის მოყვარე ბავშვიკი, რომელიც სასწაულად მენატრება და მომენატრება სულ, სანამ ვარ”, – წერს სალომე ბარკერი.

შეგახსენებთ, რომ სოფო ნიკოლეიშვილი სკოლა “ალბიონში” სწავლობდა. სკოლის ექსურსიაზე თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან ერთად იმყოფებოდა. 

გოგონა 2019 წლის 26 მაისს, ლაგოდეხის ნაკრძალში, ნინოსხევის ჩანჩქერზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი მოზარდის დას ამ ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ უთქვამს, რომ საქმის გამოძიებას ბოლომდე მიიყვანდა და სიმართლეს აუცილებლად დაადგენდა. 

1 წლის შემდეგ პროკურატურამ სკოლა “ალბიონი”-ს პედაგოგებს ბრალდება გულგრილობის ფაქტზე წარუდგინა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოცნების წევრები სამშენებლო ბიზნეს
"ოცნების" წევრები სამშენებლო ბიზნესით - ვის რომელი უბანი ერგო

ოცნების დეპუტატების და მათი ოჯახის სამშენებლო ბიზნესი - "ნოდარ მელაძის შაბათის" ჟურნალისტური გამოძიება.   ირაკლი კირცხალიამრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, გობრონიძის ქუჩაზე ირაკლი კირცხალიას კ...

პოლიტიკა 17:23

ნადიმ ხმალაძე
ნადიმ ხმალაძეს მე-20 ჯარიმა გამოუწერეს - მებრძოლს აღსრულების ბიურომ ანგარიშები დაუყადაღა

ნადიმ ხმალაძეს, რომელიც უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მე-20 ჯარიმა გამოუწერეს - რეჟიმი მებრძოლს ამ შემთხვევაშიც გზის სავალი ნაწილის ხელოვნუ...

პოლიტიკა 17:22

ვატო შაქარიშვილი
"ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში…" - ვატო შაქარიშვილი ჟურნალისტზე თავდასხმაზე

ვატო შაქარიშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტ გიორგი მამნიაშვილზე თავდასხმას ადასტურებს და იმუქრება, რომ პასუხს ყველა მიიღებს, ვინც შეურაცხყოფას მიაყენებს:   "ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვე...

პოლიტიკა 16:53

ოხანაშვილი
ოხანაშვილმა მოადგილეები წარადგინა - ლილუაშვილის მოადგილეებმა პოსტები ვერ შეინარჩუნეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა თანამშრომლებთან წარდგენისას თავისი ახალი მოადგილეები დაასახელა. ანრი ოხანაშვილის თქმით, პირველი მოადგილე იქნება ირაკლი ბერაია, მოადგილეები კი გე...

პოლიტიკა 16:35

ბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძეს სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

“ლელო – ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთ ლი­დერს ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს, რო­მე­ლიც „სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა­ზეა” ბრალ­დე­ბუ­ლ...

პოლიტიკა 16:33

წულუკიანი
„თქვე, მართლა იდიოტებო. შექანებულივით რომ დაირწევა ცარიელი თავთავი ბოკუჩავა, ამის იმედად ხართ?!“ – თეა წულუკიანი

როგორც ქალბატონი ლამარა იტყოდა, თქვე, მართლა იდიოტებო. შექანებულივით რომ დაირწევა ცარიელი თავთავი ბოკუჩავა, ამის იმედად ხართ?! – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის ვიც...

სოცმედია 16:32