„სამარცხვინო ხარ, 3 წლის ბავშვი მყავს და ჯანმრთელობის დაზღვევაც გამიუქმე“ - მეგი კობალაძე ქანთარიას

სოცმედია 21 მარტი 9:19

კობალაძე ქანთარია

ბათუმის დრამატულმა თეატრმა, სამხატვრო ხელმძღვანელის, ნუკრი ქანთარიას ბრძანების საფუძველზე მეგი კობალაძეს ჯანმრთელობის დაზღვევაც გაუუქმა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობი წერს.

 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მსახიობს თეატრმა, ასევე ნუკრი ქანტარიას ბრძანების საფუძველზე, ხელფასი 6 თვით შეუწყვიტა.
ბრძანებაში წერია: "მდგომარეობა არ იყოს ისეთი განსაკუთრებული, რომ ვერ ეთამაშა სპექტაკლი. სოციალურ სივრცეში დაწერა გაფიცვის შესახებ და ამავდროულად არ წარმოადგინა ბიულეტენის გახსნისთანავე სამედიცინო ცნობა", 
Aleksandre Kantaria სამარცხვინო ხარ. ჯანმრთელობის დაზღვევაც გამიუქმე ❤️ 3 წლის ბავშვი მყავდა დაზღვეული, რაზე უნდა გელაპარაკო საერთოდ, შვილიშვილები მაინც არ გყავდეს სახლში და არ იცოდე მათი საჭიროებები. გაუმართლებელი ხარ! აქამდე მეცინებოდა შენს სასტიკ საყვედურებზე, ხელფასის დაქვითვაზე, მაგრებ იმდები ადამიანობა არ გეყო ჯანმრთელობის დაზღვევა დაგეტოვებინა, ბავშვის გათვალისწინებით მაინც", - წერს კობალაძე.
შეგახსენებთ,  ყველაფერი იმით დაიწყო, რაც მსახიობმა მეგი კობალაძემ ქანთარიას მზია ამაღლობელის შიმშილობაზე პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვა, რის შემდეგაც ქანთრია მას სამსაუხრიდან გაშვებით დაემუქრა.

 

თეატრის მსახიობების ნაწილი ამბობს, რომ სამოქალაქო პოზიციის გამო ქანთარია მათ გაგდებით ემუქრება, ხელფასებს კი მხოლოდ იმ არტისტებს უზრდის, ვინც პროევროპულ აქციებზე არ დადის. თეატრის ხელმძღვანელი სწორედ იმ მსახიობმა ამხილა, რომელიც ქანთარიას ნდობის ჯგუფში ვერ მოხვდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიქაუტაძე მიცლოცა დედა
ფოტო: "გილოცავ დე“ -  მიქაუტაძე გოლის გატანის შემდეგ  

"გილოცავ დე“ -  მიქაუტაძე გოლის გატანის შემდეგ  

სპორტი 59 წუთის წინ

ნაკრებიიი
საქართველომ სომხეთი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა და კვლავ B დივიზიონში ითამაშებს

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო მატჩში „დინამო არენაზე“ სომხეთის ნაკრებს უმასპინძლა, 6:1 დაამარცხა-ჯვაროსნები კვლავ B დივიზიონში ითამაშებენ.    

სპორტი 16:02

სტარმერი
„ტრამპი-ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, მოდიოდა ზეწოლა, რომ კრიტიკულად გამოვსულიყავით“ - სტარმერი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართული დაძაბული შეხვედრის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოზე ზეწოლა ხორციელდებ...

რუსეთ-უკრაინის ომი 15:27

რუსის დედა სათააშო ვეფხვ
უკრაინაში ომის დროს დაღუპული რუსი ჯარისკაცის დედას სათამაშო ვეფხვი და მადლობის წერილი გადასცეს

უკრაინაში ომის დროს დაღუპული რუსი ჯარისკაცის დედას სათამაშო ვეფხვი და მადლობის წერილი გადასცეს, - იტყობინება დამოუკიდებელი გამოცემა RusNews-ი. დაღუპული ჯარისკაცი 83-ე სადესანტო-სამხედრო ბრიგადაში მსახ...

რუსეთ-უკრაინის ომი 15:24

მიქაუტაძე
მიქუტაძის დუბლით, ანგარიში 5-0 ხდება - საქართველო დამაჯერებლად იგებს

საქართველოს ნაკრები სომხეთს დიდი ანგარიშით უგებს. მატჩის 35-ე წუთზე ჯვაროსნები 5-0 იგებენ. მიქაუტაძის დუბლით, საქართველოს ნაკრები დამაჯერებლად იმარჯვებს. მანამდე, ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვ...

სპორტი 14:43

ნაკრები სომხეთში გამარჯვება
4:0 - საქართველოს ნაკრები სომხეთს დიდი ანგარიშით უგებს

საქართველოს ნაკრები სომხეთს დიდი ანგარიშით უგებს. მატჩის 27-ე წუთზე ჯავროსნები 4-0 იგებენ.

სპორტი 14:33