„შემთხვევითი არ არის ის პრობლემა, რომელიც დღეს ევროკავშირის დღის წესრიგშია“ - კახა კალაძე ევროკავშირის მიერ NGO-ების გაუმჭვირვალედ დაფინანსების სკანდალზე  

პოლიტიკა 8 აპრილი 12:13

კალაძე

„თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვის პრობლემა ძალიან დიდია არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებთან, არამედ აშშ-თან დაკავშირებით, რაზეც ამერიკის პრეზიდენტიც საუბრობს“,  - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან

 

ევროპის აუდიტორული სასამართლოს მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, შემთხვევით არ არის ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ  გამჭვირვალობის კანონი მიიღო.

 

„ძალიან დიდია პრობლემა თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით, აშშ-ის პრეზიდენტმაც ხაზი გაუსვა აღნიშნულ თემას.  შემთხვევითი არ არის ის პრობლემა, რომელიც დღეს ევროკავშირშიც დღის წესრიგში დგას. არასამთავრობო ორგანიზაციები თანხებს ხარჯავდნენ გაუმჭვირვალედ. ძირითადად, თანხები გამოიყენებოდა ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლებების დასამხობად, მათი პოლიტიკის გასატარებლად და, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე. შემთხვევით არ არის თუნდაც ის, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გამჭვირვალობის კანონის შემოღების თაობაზე, რადგან ყველა თანხა, რომელიც შემოდის უცხოეთიდან, მიდის რადიკალური დაჯგუფებების, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე, ამასთანავე, არ არის გამჭვირვალე ის, თუ რას ხმარდება აღნიშნული სახსრები. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა გახდეს საჯარო, უნდა იყოს გამჭვირვალე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია შემოიტანონ.

 

„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ღიად ვამბობდით, რომ იმ რევოლუციურ მცდელობებს, რაც ქვეყნის შიგნით ხდებოდა, სხვადასხვა სახელი ჰქონდა. გვახსოვს იყო, ჟურნალისტების მცდელობა, არასამთავრობოების, რადიკალური დაჯგუფებების, პოლიტიკური პარტიების და ა.შ. თუმცა, მთავარი არის ის, რომ ეს თანხები შემოდიოდა უცხოეთიდან, ამ პროცესებს აფინანსებდნენ უცხო ქვეყნები, მათ ჰყავდათ და დღესაც ჰყავთ, რადიკალური დაჯგუფებების სახით, აგენტურა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, მოაწყონ არეულობა, ხალხი დააპირისპირონ ერთმანეთთან, მოაწყონ რევოლუციები და სხვა.  ჩვენ გვექნება შენარჩუნებული მშვიდობა და სიმშვიდე. თუ ვინმეს ხელისუფლების შეცვლა უნდა, ეს არა დაპირისპირებით და უცხოეთიდან შემოსული 

 

დაფინანსებით, არამედ არჩევნების გზით უნდა მოხდეს, როგორც ნორმალურ და განვითარებულ ქვეყნებში ხდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ყაველაშვილი ტრამპი
„ვინც საქართველოს საგარეო პოლიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტიდან პაპის ქელეხში არალეგიტიმური უწიგნური პრეზიდენტისათვის ხელის კინაღამ დაქნევამდე დაადეგრადირა... კი იცით, ამ წინადადებას ყაველაშვილი როგორც ამთავრებს ხოლმე“

ლევან ღამბაშიძე: ვინც საქართველოს საგარეო პოლიტიკა ამერიკის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტიდან, პაპის ქელეხში არალეგიტიმური უწიგნური პრეზიდენტისათვის ხელის კინაღამ დაქნევამდე დაადეგრადირა და ამით რუსეთის...

სოცმედია 22 წუთის წინ

ვატიკანი
ვინ არიან რომის პაპობის კანდიდატები

მაისში ვატიკანში შეიკრიბება კონკლავი, რომლის შემადგენლობაში 100-ზე მეტი კარდინალი შედის, სწორედ ისინი გადაწყვეტენ, ვინ გახდება რომის კათოლიკური ეკლესიის შემდეგი მეთაური. BBC – ის ცნობით, ამჟამად პაპად...

მსოფლიო 30 წუთის წინ

ნარკოტიკი უცხო ქვეყნის მოქალაქე
სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო; დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

~შსს-ს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მო...

კრიმინალი 48 წუთის წინ

საქართველო-ევროკავშირი
რას დავკარგავთ, თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეწყდება

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნება სათუო ხდება.ევროკავშირი აპირებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლები გააფართოვეს, მეორე მხრივ კი, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ უვიზო მიმოსვლა „ღვ...

პოლიტიკა 6:51

ჩრ კორეა ჯარისკაცები
რუსეთის გენშტაბის აღიარება - „კურსკის საბრძოლო მოქმედებებში ჩრდილო კორეელი სამხედროები მონაწილეობდნენ“

 გრუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა აღიარა ჩრდილო კორეელი სამხედროების მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში. კერძოდ, გერასიმოვმა პუტინს კურსკის ოლქის "გათავისუფლება" უპატაკა, სადაც...

რუსეთ-უკრაინის ომი 6:39

ამინდი
დღის მეორე ნახევრამდე ამინდი შეიცვლება - პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 აპრილის დღის ბოლოდან 27  აპრილის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში  მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის  გაძლიერ...

საზოგადოება 6:27