„საფლავის შიგნით შევდივარ, წყვდიადში გზას ვიკვლევ... სადაც იესოს ცხედარი ესვენა, მუხლს ვიყრი უფლის შიშით და...“- პატრიარქი დიოდორე I წმინდა ცეცხლის გარდამოსვლაზე

რელიგია 1713990600

ცეცხლი გადმოვიდა

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, მართლმადიდებელთა რწმენით, უდიდესი საიდუმლოა, რომელიც ყოველწლიურად დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს, მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.

წმინდა ცეცხლი, რომელიც იერუსალიმში მაცხოვრის ტაძრის კუვუკლიიდან გამოაქვთ, სიმბოლურად გამოსახავს საფლავიდან გადმოსულ „ნათელ ჭეშმარიტს“-  იესო ქრისტეს აღდგომას.

გადმოცემის თანახმად, ზეციური ცეცხლის რიტუალი, იერუსალიმის აღდგომის ტაძარში, III საუკუნიდან სრულდება.

იერუსალიმის პატრიარქი დიოდორე I (1923-2000) ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ:

„როდესაც ცეცხლი ქრება (საუბარია უწინ ანთებულ კანდლებზე), მე ვიხრები და საფლავის შიგნით შევდივარ. იქიდან წყვდიადში გზას ვიკვლევ ქვაბულის შიგნით შესასვლელში, იქ, სადაც იესოს ცხედარი ესვენა. მუხლს ვიყრი უფლის შიშით და...

წარმოვთქვამ გარკვეულ ლოცვებს, რომლებმაც ასწლეულების გავლენით მოაღწია ჩვენამდე, და ველოდები. ზოგჯერ ლოდინი რამდენიმე წუთია საჭირო, თუმცა ჩვეულებრივ, სასწაული აღსრულდება ხოლმე ლოცვების დასრულებისთანავე.

ქვის წიაღიდან, რაზედაც ქრისტეს ცხედარი ესვენა, მოედინება შეუდარებელი ნათელი. როგორც წესი, მას ცისფერი დაჰკრავს, თუმცა შეიძლება, ფერი იცვალოს და განსხვავებული შეფერილობები შეიძინოს.

ამ მოვლენის აღწერა შეუძლებელია. შუქი ქვიდან ჩნდება, რომელიც ტბას ემსგავსება. საფლავის ქვას თითქოს ნოტიო ღრუბელი ფარავს, თუმცა ეს შუქია. ყოველ წელს ის განსხვავებულად გვევლინება. ზოგჯერ მთელ კუვუკლიას ანათებს ისე, რომ გარეთ მყოფი ადამიანებიც კი, თუ მათ საშუალება აქვთ შემოიხედონ, ამჩნევენ, რომ შიგნითა სივრცე შუქით ივსება.

ეს ცეცხლი არ წვავს. მას სხვა ბუნება აქვს, არა ფიზიკური, არა ისეთი, როგორიც კანდელშია. გარკვეულ ალაგს ის მაღლა იზიდება და სვეტს ქმნის, ამ ალს სხვა ბუნება აქვს, ასე რომ, მე შემიძლია, მოვუკიდო ჩემს სანთლებს.

ვიღებ და გამოვდივარ, თავდაპირველად ცეცხლს სომეხთა პატრიარქს გადავცემ, შემდეგ კოპტს. ბოლოს მე ვურიგებ ცეცხლს ტაძარში მყოფთ...

ჩვენს ეკლესიებში ჩვენ ვაწყდებით მრავალ სასწაულს, სასწაული ჩვენთვის არ არის რაიმე უცნაური... თუმცა ვერც ერთი სასწაული თავისი სიმბოლურობითა და ძალით ვერ შეედრება წმინდა ცეცხლის სასწაულს.

ეს სასწაული - ღვთაებრივი საიდუმლოა. ის ქრისტეს აღდგომას იმდენად აცოცხლებს ჩვენთვის, რომ თითქოს სულ რამდენიმე წლის წინ აღსრულდა ეს ყოველივე.

მე იერუსალიმში 1939 წლიდან ვცხოვრობ, ქალაქში 15 წლის ასაკში ჩამოვედი, მას შემდეგ ვესწრები წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ღვთისმსახურებას, სასწაულის მოწმე 61-ჯერ ვიყავი. ჩემთვის არ არსებობს შეკითხვა, მწამს თუ არა სასწაულის უტყუარობა...“

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკი  1
"კურსკის ოლქში ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან" - ზელენსკი

"კურსკის ოლქში ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს. ზელენსკის თქმით, დონეცკის ოლქისა და ფრონტის ხაზის სხვა ზონებში უკრაინის პოზიცი...

რუსეთ-უკრაინის ომი 1742044073

ლევან ჯანგველაძე
 რა არის ცნობილი ვაკეში მოკლულ ლევან ჯანგველაძეზე

­ძის ძმა, ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძეა. ძმები ჯანგველაძეები სოხუმიდან არიან. როგორც ინფორმირებული წყარო ჰყვება, ლევანი მოსკოვიდან ჩამოფრინდა და მკვლელობის დღეს იყო ახლობლის პანაშვიდზე.    „ასე მითხრეს მიცვალ...

კრიმინალი 1742039141

ომარ ოკრიბელაშვილი
"დამირეკა, მამა მიშველეო" - ომარ ოკრიბელაშვილი სავარაუდოდ, გლდანიდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაჰყვათ

სინდისის პატიმარი, ომარ ოკრიბელაშვილი, სავარაუდოდ გლანდიდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაჰყვათ - ამის შესახებ მისმა უფლებადამცველმა "პირველებთან" განაცხადა. ადვოკატის თქმით, ომარ ოკრიბელაშვილმა მას უთ...

პოლიტიკა 1742033051

მკვლელობა ჭავჭავაძეზეე
ვიდეო: წუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის კადრები

გასულ ღამეს, ჭავჭავაძის გამზირზე, მომხდარი მკვლელობის კადრები   

კრიმინალი 1742029586

კანონიერი ქურდის ძმის მკვლელი
როგორ მზადდებოდა „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობა - ახალი დეტალები

როგორ მზადდებოდა თავდასხმა ე.წ კანონიერი ქურდის ძმაზე - "პირველებმა" ახალი კადრები მოიპვა, სადაც სავარაუდო თავდამსხმელი ჩანს. "პირველების" ინფორმაციით, ის ჯანგველაძეს ჭავჭავაძის გამზირზე 40 წუთი ელოდე...

კრიმინალი 1742029379

ირაკლი ქერაშვილი
"ვიმედოვნებთ, რომ სანქციები არ დაიგვიანებს!" - რეჟიმის ტყვის, ირაკლი ქერაშვილის წერილი ევროპის ქვეყნებს

რეჟიმის ტყვე, ირაკლი ქერაშვილი ციხიდან ევროპის ქვეყნებს წერილით მიმართავს. ის წერს, რომ იმედი აქვს, სანქციები არ დაიგვიანებს. "წერილი ევროპის ქვეყნებს, იმედი მაქვს, რომ ეს წერილი ადრესატამდე მოაღწევს....

პოლიტიკა 1742029031