SOLO თანამედროვე ხელოვნების პლატფორმა - TAF 2024-ის პარტნიორია
ბიზნესი & ეკონომიკა • 1707389367

SOLO-სთან პარტნიორობით, თბილისში თანამედროვე ხელოვნების პლატფორმა - TAF 2024 ბრუნდება. ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 11-14 აპრილს გაიმართება.
TAF 2024 რეგიონში თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მასშტაბური პლატფორმაა, რომელიც თავს უყრის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გალერეებს, დამოუკიდებელ ხელოვანებს, კურატორებს, კრიტიკოსებს, კოლექციონერებს, საერთაშორისო მედიასა და სტუმრებს.
პროექტი მიზნად ისახავს, თანამედროვე ლოკალური და საერთაშორისო ხელოვანების ხელშეწყობას, მათი ნამუშევრების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და არტისტების საერთაშორისო კოლექციონერებთან, დილერებთან და კურატორებთან დაკავშირებას.
პლატფორმა აერთიანებს როგორც გამოფენას, ასევე სხვადასხვა პერფორმანსებს, სამუშაო შეხვედრებს, TAF Talk-ების სერიას, რომლის ფარგლებშიც, საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერები ხელოვნების გარშემო საინტერესო და აქტუალურ თემებზე ისაუბრებენ.
TAF 2024-ის ფარგლებში ასევე გაიმართება პარალელური პროგრამა, რომლის მთავარი ფოკუსი რეწვის ოსტატებზე იქნება. შესაბამისად, არტისტები საკუთარ გამოცდილებას და ტექნიკას დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ. ამასთან, ფრანგულ გალერეასთან Odile Ouizeman-თან კოლაბორაციით მოეწყობა გამორჩეული ხელოვანის, Ulla Rosen Winbladh Culioli -ის მსოფლიო პრემიერა საქართველოში. მისი ნამუშევრები ხელოვნების სამყაროს აღმოჩენად მიიჩნევა.
თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის დათვალიერება როგორც ხელოვნების ექსპერტებს, ასევე ფართო აუდიტორიასაც შეეძლება.
„SOLO აგრძელებს კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქართველი ხელოვანების ცნობადობის ამაღლებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ წელს TAF 2024-ის პარტნიორები ვართ. აღნიშნული მრავალპროფილური ღონისძიება ხელს უწყობს როგორც ლოკალური არტისტების საერთაშორისო კურატორებისა და კოლექციონერებისთვის გაცნობას, ასევე საქმიანი კავშირების ჩამოყალიბებას და ქართულ საზოგადოებაში მსოფლიოში აღიარებული ხელოვანების და მათი ნამუშევრების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. იმედი გვაქვს, წელს ღონისძიება კვლავ საზოგადოების ყურადღების ობიექტი გახდება და მრავალ ვიზიტორს ვიხილავთ“, - აღნიშნავენ SOLO-ს გუნდში.

პოლიციელი, როლანდ მესხი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, აქციის მონაწილე ქალს თმა მოქაჩა, ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა. "შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის პი...
პოლიტიკა • 1745520206

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების თემას და ამ ფონზე რუსეთის მიერ კიევის დაბომბვას გამოეხმაურა. ამის შესახებ BFMTV წერს. მაკრონის თქმით, "ერთადერთი აგრ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745512635

იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი წერს, რომ მოქალაქეებს, რომლებმაც გზის გადაკეტვაზე მიღებული ჯარიმები გაასაჩივრეს უარს ეუბნებიან საჩივრის დაკმაყოფილებაზე. იურისტი სოციალურ ქსელში რჩ...
პოლიტიკა • 1745512091

„ოცნების“ ინფრასტრუქტურისა და რეგინული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქარსელაძის თანამდებობიდან წას...
პოლიტიკა • 1745510692

ლაშა მგელაძე, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი: ერთი ამბავი გამახსენა წილოსანის განცხადებამ: ერთი მდიდარი ამბობს ეკლესიის შენება დავიწყეო და მეზობელი ეუბნებაშ ე ნ ი ს ე თ ი ც ხ ო ვ...
სოცმედია • 1745510452

"მიუხედავად [საქართველოსთან] არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთსასარგებლო გზით ვაშენებთ. ამ მიმართულ...
პოლიტიკა • 1745510001