Global Finance-მა საქართველოს ბანკი მსოფლიოსა და რეგიონში საუკეთესოდ 9 მიმართულებით დაასახელა

საქბანკიიი

Global Finance-მა საქართველოს ბანკი გამარჯვებულად 9 გლობალურ და რეგიონულ კატეგორიაში დაასახელა. მათ შორის, საქართველოს ბანკი დასახელდა საუკეთესო ციფრულ და საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად მსოფლიოში.

კატეგორიების გამარჯვებულები ჟიურიმ ფინანსური ინსტიტუტების მიერ შექმნილი ციფრული პროდუქტების, შეთავაზებების, მოზიდული მომხმარებლების რაოდენობის, განხორციელებული ციფრული ინიციატივებისა და მიღებული შედეგების მიხედვით გამოავლინა.

მსოფლიო:

· საქართველოს ბანკი დასახელდა საუკეთესო ციფრულ ბანკად მსოფლიოში;

· საქართველოს ბანკი აღიარებულ იქნა, როგორც მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;

· საქართველოს ბაკს აქვს მსოფლიოში საუკეთესო ონლაინ სახაზინო სერვისები კორპორატიული მიმართულებით ;

· საქართველოს ბანკს მსოფლიოში საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობები აქვს კორპორატიული მიმართულებით;

· საქართველოს ბანკის დაკრედიტება სამომხმარებლო მიმართულებით საუკეთესოდ იქნა აღიარებული მსოფლიოში;

· საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა ციფრული გადახდების მიმართულებით;

· ამასთან, საქართველოს ბანკი დასახელდა კორპორატიული მიმართულებით საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგის მქონე ბანკად მსოფლიოში.

ცენტრალი და აღმოსავლეთ ევროპა:

· საქართველოს ბანკი დასახელდა საუკეთესო ციფრულ ბანკად ბიზნესებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;

· საქართველოს ბანკი აღიარებულ იქნა როგორც საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

 

„თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, საქართველოს ბანკში მიზნად დავისახეთ, მომხმარებელს შევთავაზოთ მოწინავე, თანამედროვე საბანკო სერვისები და პროდუქტები, რომლებიც მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს, რათა ფეხი აუწყოს მოწინავე ტექნოლოგიურ სიახლეებს და შექმნას ინოვაციური საბანკო გამოცდილება 1.5 მილიონზე მეტი მომხმარებლისათვის. Global Finance-ის მიერ მონიჭებული აღიარება 9 კატეგორიაში მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს არის ჩვენი გუნდის თითოეული წევრის მიერ გაღებული ძალისხმევის დაფასება. მინდა მივულოცო ჩვენს 8000-ზე მეტ გუნდის წევრს ეს გამარჯვება და მადლობა გადავუხადო მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის შექმნის პროცესში შეტანილი წვლილისათვის“, - აღნიშნავს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

 

ინფორმაციისთვის, საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა და 160 ქვეყანაში ოპერირებს. იგი ათწლეულების განმავლობაში ფინანსურ სამყაროში სანდოობის სტანდარტად იქცა. გამოცემა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს და აჯილდოებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვიბლიანი კუბლაშვილი
ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს

ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საადვოკატ...

სამართალი 1784739600

სააკაშვილი გამჭვირვალობა
სრულიად სამარცხვინოდ, „გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა ანგარიშს ეხმაურება, რომლის სიაშიც არასამთავრობო ორგანიზა...

პოლიტიკა 1784737800

ორნელა მუტი
ორნელა მუტი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გეგმავს

იტალიელმა მომღერალმა ნაიკე რიველიმ, მსახიობ ორნელა მუტის ქალიშვილმა, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის და დედამისი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებენ. რიველის თქმით, ის და მუტი რუსეთის მოქალაქეობაზე...

შოუბიზნესი 1784736682

ლალი მოროშკინა
"ვცდილობ, წმინდა ნინოს მოძღვრებას მივყვე" - მოროშკინამ თელავის ინციდენტში მონაწილე რუსულენოვან ტურისტებს უმასპინძლა

თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, რუსულენოვან ტურისტებს სიღნაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ლალი მოროშკინამ უმასპინძლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავ...

საზოგადოება 1784730536

უკრაინა სამხედრო ხელმძღვანელობა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი ჩაუდგება სათავეში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი გახდება — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ მას „ძალიან გამოცდილი სამ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1784726017

საქ ბანკი
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. Euromoney Awards for Excellence მს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1784723688