"დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა" - მართლმადიდებელი ეკლესია ლაზარეს აღდგინებისა და ქართული ენის დღეს აღნიშნავს

რელიგია 1714203056

ლაზარეს შაბათი

4 აპრილს საქაღთველოს მაღთლმადიდებელი ეკლესია მართალი ლაზარეს აღდგინებისა და ქართული ენის დღეს აღნიშნავს.

"ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა."

მართასა და მარიამის ძმა, მართალი ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. მიწიერი ცხოვრების დროს უფალი იესო ქრისტე ხშირად სტუმრობდა წმიდანთან, ძლიერ უყვარდა იგი და თავის მეგობარს უწოდებდა (ინ. 11; 3,11).

როცა ლაზარე მოკვდა, მაცხოვარი ბეთანიაში ჩავიდა, და ოთხი დღის წინ დაფლული მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა (ინ. 11,17-44) (ლაზარეს აღდგინებას ეკლესია იხსენიებს დიდმარხვის მეექვსე კვირიაკეში - „ლაზარეს შაბათს“). მომხდარმა სასწაულმა მრავალი იუდეველი ქრისტეს სარწმუნოებაზე მოაქცია. ამის გამო იუდეველმა მღვდელმთავრებმა ლაზარეს მოკვლა გადაწყვიტეს. ღირსი ლაზარე წმიდა სახარებაში კიდევ ერთხელ იხსენიება: როცა ჯვარცმამდე ექვსი დღით ადრე მაცხოვარი კვლავ ჩავიდა ბეთანიაში, „მოუმზადეს მას მუნ სერი. ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინაჴეთაგანი მის თანა“ (ინ. 12; 1-2, 9-11). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ ოცდაათი წელი იცხოვრა. ღვთის ნებით, იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა. გადმოცემით, ლაზარე კუნძულზე სტუმრად ჩასული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან მისივე ნახელავი ომოფორის ბოძების ღირსიც გამხდარა. უფლის რჩეული მეორეჯერ კვიპროსზე მიიცვალა მშვიდობით.ეპისკოპოს ლაზარეს უხრწნელი ნაწილები კიტეაში იქნა აღმოყვანებული. ისინი ჩაბრძანებული იყო მარმარილოს ლუსკუმაში წარწერით: „ლაზარე, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარე, მეგობარი ქრისტესი“. ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ბრძენის (886-911) ბრძანებით, 898 წელს სიწმიდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინეს ადგილი.

„წმიდანთა ცხოვრება“


ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!

და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ,

და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.

და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ " წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ",

და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ - ათასსა მარაგსა,

და ესე არს ოთხი დღჱ, და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის - ღებისა მისისაჲთა.

და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა,

და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც - და -ათოთხმეტი წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან დღესამომდე.

და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ესე წილი ანბანისაჲ.

იოანე ზოსიმე

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვენეციის კომისია
ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის დავაში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ვენეციის კომისიამ გადაწყვიტა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მესამე მხარის სახით ჩარევის ნებართვა მოეთხოვა საქმეზე „საია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. საქმე ეხება რუსულ კანონად წოდებულ „...

პოლიტიკა 1751970853

ალბი კორძაია
„ამ ვიდეოს გადაღების გამო ალბი კორძაიას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს“

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ ვიდეოს გადაღების გამო Albi Kordzaia 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს!! ვიზრუნებ რომ ამ 5 დღის მანძილზე ეს ვიდეო ათასჯერ მეტმა ადამიანმა ნახოს!!ალბი   

სოცმედია 1751970241

ბარამიძე
სკანდალი: ,,ლელოსგან” იყო შემოთავაზება, რომ გარკვეული სარგებელი გვექნებოდა, თუ თვალს დავხუჭავდით და რბილად გავაკრიტიკებდით“ – გია ბარამიძე

,ნაცმოძრაობის” წევრის ანა წითლიძის შემდეგ ,,ლელოს” ფულის სანაცვლოდ გაჩუმებაში ხელს ადებს გია ბარამიძეც და აცხადებს: ,,ვადასტურებ, იყო შემოთავაზება, რომ ჩვენ გვექნებოდა გარკვეული სარგებელი, თუ უბრალოდ...

პოლიტიკა 1751970049

რიჟვაძე და მამა
„თორნიკე რიჟვაძის მამა პატიმრობაში ჰყავდათ, თვითონ სცემეს და აიძულებდნენ ფულის დაბრუნებას“ – ელისაშვილი

“ბიძინამ “რაზბორკები” დაიწყო და “აკაჩავებს” თავისიანებს” – ამის შესახებ “პირველებთან” “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ახლა ყოფილი...

პოლიტიკა 1751968932

საქბანკიი
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, AI-ის ბიზნესში გამოყენებაზე კიდევ ერთი ვორკშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. პლატფორმა ბიზნეს 360° ფარგლებში, 9 ივლისს, 17:00 საათზე, ბანკი კვლავ უმასპინძლებს  ვორკშოპს თემ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1751968732

ავტო-სესხი-მეორადი-ავტომობილისთვის
ავტო სესხი მეორადი ავტომობილისთვის

თუ მეორადი ავტომობილის ყიდვას გეგმავ და საკმარისი თანხა არ გაქვს ავტო სესხი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარება. საქართველოში ბევრ ფინანსურ ორგანიზაციას აქვს მოქნილი და მორგებული პირობები ავტო სესხებზე, მ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1751968641