„პარტია “ახალი” მზადაა იმოქმედოს კოორდინაციის რეჟიმში ნებისმიერ პროდასავლურ აქტორთან, დათქმით - სრული ართანამშრომლობა რეჟიმთან“ - ნიკა გვარამია

პოლიტიკა 1 აპრილი 11:41

განცხადება

პარტია “ახალი” მზადაა იმოქმედოს კოორდინაციის რეჟიმში ნებისმიერ პროდასავლურ აქტორთან, მაგრამ დათქმით - სრული ართანამშრომლობა რეჟიმთან  - წერს სოციალურ ქსელში "ახალისა" და "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია.

მისივე განცხადებით, ამ თემაზე კოალიციის წევრები თავად გააკეთებენ განმარტებას საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით.

"პარტია “ახალი”  ყოველთვის მისცემს შანსს კოორდინაციას და ერთიან ქმედებებს საქართველოს ინტერესებში. მაგრამ ფუნდამენტურ საკითხზე - სრული ართანამშრომლობა რეჟიმთან, მათ შორის: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი, არალეგიტიმურ კომისიებში სიარულზე უარი და მსგავს ქმედებებზე ბოიკოტის მკაფიო და ცალსახა მხარდაჭერის გარეშე, მეტიც, შეთანხმებაზე ხელმოწერაზე უარი სწორედ ამ საკითხებზე მკაფიო ჩანაწერის გამო და პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ერთი კონკრეტული პარტიის (გახარია საქართველოსთვის) უარის გამო, ეს საკითხები საერთოდ არ დაფიქსირებულიყო წინააღმდეგობის პლატფორმის სადამფუძნებლო დოკუმენტში, არ მიგვაჩნია გამართლებულად. პარტია “ახალი” მზადაა იმოქმედოს კოორდინაციის რეჟიმში ნებისმიერ პროდასავლურ აქტორთან, მხოლოდ იმ დათქმით, რომ არ დარჩება არავითარი  ბუნდოვანება და სივრცე ინტერპრეტაციისთვის იმგვარ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც პოტენციურად შესაძლოა გახდეს ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის საფუძველი.ამ საკითხზე “კოალიცია ცვლილებისთვის” სხვა წევრები თავად გააკეთებენ განმარტებას საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით." წერს ნიკა გვარამია. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკოსები
„პოზიცია არ მომისმენია სალომე ზურაბიშვილისგანაც... შესაძლოაუკვე გვიან იყოს... ინიციატივა წაგართვა ივანიშვილმა და გითხრა, მე მაინც გაგაუქმებ...“ - ნიკა მელია

პოზიციის სიცხადის დეფიციტზე საუბრობს ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაშც. პარტია „ახალის“ ლიდერი მათ შორის აკრიტიკებს სალომე ზურაბიშვილს და ამბობს, რომ არც მას აქვს ცალსახა პოზიცია. ნიკა მელია...

პოლიტიკა 7:38

პოლიტიკოსები
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა - ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაცია - ნიკა მელია პარტიებისგან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს

პოლიტიკოსებმა კეთილი უნდა ვინებოთ და ვიყოთ მკაფიო პოზიციებში და სიცხადე შევიტანოთ პროცესში - ეს განცხადება პარტია „ახალის“ თანათავმდჯომარემ ნიკა მელიამ ტვ.პირველის ეთერში ინგა გრიგოლიას პოლიტიკურ თქშო...

პოლიტიკა 7:08

დომენიკ მანგო
“მე რა კაცი ვარ? დედაჩემის საფლავი ვერ გამიკეთებია…“ – დომენიკ მანგო

ბლოგერი, დომენიკ მანგო: “მე ერთი მარტო, 31 წლის ბიჭი ვარ. დედაჩემი, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო, ისე ჩავდე მიწაში და ისე დავაყარე მიწა ჩემი ხელებით, რომ ვერავინ ვერ გამაცალა იქიდან. მ...

სოცმედია 5:34

ზელენსკია
„რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ამას მთელი მსოფლიო ხედავს“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ კრივოი როგზე რუსეთის ბალისტიკურ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან დაწერა, რომ რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ამას მთელი მსოფლიო ხედავს. მისივ...

რუსეთ-უკრაინის ომი 5:24

მირცხულავა ივანიშვილი კობახიძე
„დღეს ივანიშვილის ბედი კობახიძის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული... არც შინ აქვს ივანიშვილს კარგად საქმე და არც გარეთ“ – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა: სრულიად სერიოზულად!რა ხდება თუ ერთ დღესაც ირაკლი კობახიძე იტყვის: “ბიძინა ივანიშვილი გადადგა”. გადადგა პირობითად – შეუძლია თქვას: დაკავებულია, გაძევებულია ქვეყნიდან, იმყო...

სოცმედია 4:15

ტრამპი
ტრამპმა TikTok-ზე აკრძალვის აღსრულება კიდევ 75 დღით გადაავადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პლატფორმა TikTok-ზე აკრძალვის აღსრულება კიდევ 75 დღით გადაავადა. კერძოდ, ამ გადაწყვეტილებით, ტრამპმა ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანია ByteDance-ს 75 დღით გაუხანგრძლივა ვად...

მსოფლიო 4:04